შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის გამოცდების პასუხების ფურცლების ნიმუშები გამოაქვეყნა. აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, საგნების მიხედვით, წინასწარ ნახონ, რა ფორმატის სამუშაო ფურცელზე უნდა გადაიტანონ საბოლოო პასუხები.
აქვე შეგახსენებთ, რომ სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი. ის, რასაც ე.წ. შავ ფურცელზე იმუშავებთ, აუცილებლად პასუხების ფურცელზე უნდა გადაიტანოთ. სხვა შემთხვევაში, შეფასებას ვერ მიიღებთ.
ასევე, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ შტრიხკოდის, რომელსაც თქვენს პასუხების ფურცელს საგამოცდო აუდიტორიაში დააკრავენ, დაზიანება არ შეიძლება.
გარდა ამისა, თუ პასუხების ფურცელს დააწერთ სახელს, გვარს ან პიროვნების იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველ რაიმე სხვა ინფორმაციას, ან რაიმე სახის ისეთ გრაფიკულ გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან, თქვენი ნაშრომი არ გასწორდება.
პასუხების ფურცლები კი, საგნების მიხედვით, აუდიტორიაში ასეთი დაგხვდებათ:
















ვრცლად პასუხების ფურცლების ნიმუშები შეგიძლიათ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ნახოთ.