როდიდან დაიწყება ატესტატების გაცემა - დეტალები - მშობლები

როდიდან დაიწყება ატესტატების გაცემა - დეტალები

2026-06-19 12:32:02+04:00

სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის, ატესტატის, გაცემა 22 ივნისიდან დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აქვეყნებს.

ატესტატის მისაღებად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში.
ატესტატის მისაღებად განაცხადი შეიძლება წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე სკოლადამთავრებულმა მოსწავლემ, ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა (მინდობილმა პირმა), ან 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში - მშობელმა.
31 დეკემბრის ჩათვლით, მზა დოკუმენტი განცხადების ჩაბარებიდან მე-10 სამუშაო დღეს უფასოდ გაიცემა.

ატესტატის მისაღებად პირადობის მოწმობის წარდგენაა აუცილებელი.პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარდა, თუ მოსწავლეს სახელი/გვარი აქვს შეცვლილი, შესაბამის ფილიალებში აღნიშნული დოკუმენტის წარდგენაც სავალდებულოა.

ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის კალენდარული წლის 20 ივნისის შემდეგ გაცემისათვის:

  • მე-10 სამუშაო დღეს - უფასო;
  • მე-5 სამუშაო დღეს - 25 ლარი;
  • მე-3 სამუშაო დღეს - 40 ლარი;
  • მე-2 სამუშაო დღეს - 55 ლარი;
  • განცხადების წარდგენის დღესვე - 65 ლარი.

საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 22 ივნისიდან იქნება შესაძლებელი - ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს
ეროვნული გამოცდების პასუხების ფურცლების ნიმუშები გამოქვეყნდა - რა წესები უნდა დაიცვათ შევსებისას, რომ ნაშრომი არ გაუქმდეს