ბოშების ქორწილს, მოწყენილი სიძე-პატარძლით, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა - "საწყალი ბავშვები..." "თოჯინასავით დაჰყავთ აქეთ-იქით" - მშობლები

ბოშების ქორწილს, მოწყენილი სიძე-პატარძლით, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა - "საწყალი ბავშვები..." "თოჯინასავით დაჰყავთ აქეთ-იქით"

2026-06-22 15:43:26+04:00

სოციალურ ქსელში ბოშების კიდევ ერთი ქორწილის კადრებს მოჰყვა დიდი გამოხმაურება. "მაიორის და კიშინეკის ქორწილი, ასტრახანი, 18 ივნისი" - წერია ვიდეოების აღწერაში. ვიდეოების ქვეშ ათასობით კომენტარია. ძირითადად სოცქსელის მომხმარებლები სიძე-პატარძლის აშკარად მცირე ასაკს აღნიშნავენ და მათ მოწყენილ სახეებს. "საწყალი ბავშვები", "აშკარად არ უნდა გათხოვება", "თოჯინასავით დაჰყავთ აქეთ-იქით".

ზოგი წერს, რომ ეს ტრადიციაა, გოგონა არ უნდა იღიმოდეს ქორწილში და უნდა ეტყობოდეს, რომ გული სწყდება მშობლიური სახლის დატოვებაზე. თუმცა გოგონას ყველა მოძრაობაში ეტყობა, როგორი უკმაყოფილოა. არც ნეფეს ატყვია რაიმე სიხარულის.

გოგონას, ტრადიციულად, უამრავი სამკაულით რთავენ და ულოცავენ "გაბედნიერებას".

  • ისტორიულად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ბოშათა ზოგიერთ თემში გოგონები და ბიჭები საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში ქორწინდებოდნენ — ზოგჯერ 15–17 წლისანიც. ამის მიზეზები იყო: ოჯახის ტრადიციები; ქალწულობისა და ოჯახის ღირსების მნიშვნელობა; ძლიერი ოჯახური და სათემო კონტროლი; შედარებით ჩაკეტილი საზოგადოებრივი ცხოვრება.

დღეს ვითარება იცვლება: ბევრ ქვეყანაში ოფიციალური ქორწინება მხოლოდ კანონიერი ასაკის მიღწევის შემდეგ არის შესაძლებელი. ახალგაზრდების ნაწილი სწავლობს, მუშაობს და უფრო გვიან ქორწინდება. თუმცა ზოგიერთ ტრადიციულ თემში კვლავ გვხვდება ძალიან ახალგაზრდა წყვილები, განსაკუთრებით სოფლის ან უფრო კონსერვატიულ გარემოში. ხშირად ქორწინება ოფიციალურად არ რეგისტრირდება, თუმცა რეალურად არასრულწლოვნები ქორწინდებიან

როგორ ხდება გაცნობა და დანიშვნა

ტრადიციულ ოჯახებში:

  • ხშირად ოჯახები აქტიურად მონაწილეობენ მომავალი მეუღლის შერჩევაში.
  • ახალგაზრდების აზრი დღეს უფრო მეტად ითვალისწინება, ვიდრე წარსულში.
  • ორივე ოჯახი ერთმანეთს ხვდება და განიხილავს ქორწინების საკითხს.

ზოგიერთ თემში ჯერ კიდევ არსებობს არაფორმალური "დანიშვნის" ტრადიცია, როდესაც ოჯახები წინასწარ თანხმდებიან ურთიერთობაზე.

ბოშათა მეფის 16 წლის ქალიშვილის ძვირად ღირებული ქორწილი განხილვის საგნად იქცა - რას ამბობს პატარძალი?
რას ჰყვება ბოშა, რომელიც 10 წლისა დააქორწინეს - 14 წლისა მამა გავხდი, 29 წლის - ბაბუა... ეს ჩვენი ტრადიციაა...
ოქროებში ჩასმული პატარძალი და მცირეწლოვანი სასიძო - ბოშების ქორწილის ფოტოებს და ვიდეოს აჟიოტაჟი მოჰყვა