პერიოდულად ცნობილი კომპანიების წინააღმდეგ სხვადასხვა სკანდალი იფეთქებს ხოლმე. განსაკუთრებით, როდესაც ეს იაფფასიან პროდუქციას ეხება, რომელიც ხშირად დაბალხარისხიანი, ხან კი სულაც, საფრთხის შემცველი მასალებისგან მზადდება.
ეს კონკრეტული ფაქტი 2025 წლის ბოლოს გახმაურდა, თუმცა სოციალურ ქსელში მასზე კვლავაც აქტიურად საუბრობენ, მით უმეტეს, რომ საქმე საკმაოდ ცნობილ კომპანიას უკავშირდება, რომელსაც საქართველოშიც ბევრი მომხმარებელი ჰყავს.
2025 წელს ბრიტანელმა ქალმა, სორაია იანგმა განაცხადა, რომ თურქეთში დასვენების დროს SHEIN-იდან ნაყიდი ტოპის (მაისურის ტიპის) ტარების შემდეგ ზურგზე მიიღო ძლიერი, მაისურის ფორმის დამწვრობა და ბუშტუკებიც გაუჩნდა. ექიმების ერთ-ერთი ვერსია იყო, რომ ქსოვილმა შესაძლოა რეაქცია გამოიწვია მზის სხივებთან ან აუზის ქლორთან კომბინაციაში. თავად SHEIN-მა პროდუქტი დროებით მოხსნა გაყიდვიდან გამოძიების მიზნით, თუმცა განაცხადა, რომ დამოუკიდებელი ლაბორატორიული ტესტებით პროდუქტი ქიმიური უსაფრთხოების სტანდარტებს აკმაყოფილებდა.



სორაიამ ჯერჯერობით ვერ დაადასტურება, რომ მაისურმა გამოიწვია „ქიმიური დამწვრობა“. ბრალდება ძირითადად ეფუძნება დაზარალებული ქალის მონათხრობს და ექიმის სავარაუდო შეფასებას. გამოქვეყნებულ მასალებში არ ჩანს საბოლოო ექსპერტიზა, რომელმაც ზუსტად დაადგინა მიზეზი.
თუმცა, SHEIN-ის მიმართ უსაფრთხოების საკითხებზე კრიტიკა ახალი არ არის. სხვადასხვა კვლევამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ზოგიერთ პროდუქტში აღმოაჩინეს ისეთი ნივთიერებები, როგორიცაა ტყვია, ფტალატები ან ფორმალდეჰიდი ნორმაზე მაღალი კონცენტრაციით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა პროდუქტი საშიშია ან რომ მომხმარებლები აუცილებლად მიიღებენ დამწვრობას.
საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ნებისმიერ პროდუქციას, სანამ იყიდით, კარგად უნდა დააკვირდეთ. წაიკითხოთ, რა წერია ეტიკეტზე და ამის შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება.
SHEIN-ის გარშემო ყველაზე ხშირად 4 ტიპის სკანდალი ფიგურირებს:
აქ ყველაზე მეტი ფაქტობრივი საფუძველია.
სხვადასხვა დამოუკიდებელმა ტესტირებამ და სამომხმარებლო ორგანიზაციებმა SHEIN-ის ზოგიერთპროდუქტში აღმოაჩინეს ფტალატები, ფორმალდეჰიდი, კადმიუმი და სხვა ნივთიერებები ნორმაზე მაღალი დონით. მაგალითად, 2022 წლის Greenpeace-ის კვლევაში ტესტირებული 47 ნივთიდან 7 ევროკავშირის ლიმიტებს აჭარბებდა.
ევროპული მომხმარებელთა ორგანიზაციების მიერ 2025 წელს ჩატარებულმა ტესტებმა SHEIN-სა და Temu-ზე შეძენილი სხვადასხვა პროდუქტი შეამოწმა. პრობლემები განსაკუთრებით სათამაშოებში, დამტენებში და ბიჟუტერიაში გამოვლინდა — ზოგიერთში აღმოჩნდა დახრჩობის, გადახურების ან მძიმე მეტალების რისკი.
აქაც მნიშვნელოვანია, რომ ეს ძირითადად ეხებოდა კონკრეტულ პროდუქტებს და არა მთელ ასორტიმენტს. SHEIN-მა რიგ შემთხვევებში ასეთი პროდუქტები მოხსნა გაყიდვიდან.
ეს ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული კრიტიკაა. ჟურნალისტურ გამოძიებებში და უფლებადამცველთა ანგარიშებში არაერთხელ გაჩნდა ბრალდებები, რომ ზოგიერთი მომწოდებლის ქარხანაში თანამშრომლები ძალიან დიდ საათებს მუშაობდნენ. ამ საკითხზე კომპანია აცხადებს, რომ აუდიტებს ატარებს და სტანდარტების გაუმჯობესებაზე მუშაობს. ეს თემა დღემდე დავის საგანია.

ევროპის მომხმარებელთა ორგანიზაციებმა 2025 წელს საჩივარიც შეიტანეს, სადაც SHEIN-ს ე.წ. "dark patterns"-ის გამოყენებაში ადანაშაულებდნენ — მაგალითად, ხელოვნური დეფიციტის, დროის შეზღუდვისა და სხვა ფსიქოლოგიური ხრიკების გამოყენებაში, რათა ადამიანებმა უფრო მეტი იყიდონ.