ცნობილი ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დედა გახდა. მას და მის მეუღლეს, ანალიტიკოს ნიკო მიქაიას, ვაჟი შეეძინათ.
"ლუკა მიქაიას მობრძანებას გაუმარჯოს! ბედნიერი გყავდეთ სულ. დღეგრძელი კაცი იყოს. გაიცანით პატარა ლუკა!" - სოციალურ ქსელში წყვილი მილოცვებს იღებს და პატარა ლუკას და მისი ბედნიერი მშობლების ფოტოებიც ქვეყნდება.


მარიამ გაფრინდაშვილმა ცოტა ხნის წინ, ეკა ჩხეიძესთან გადაცემაში სტუმრობისას გაამხილა საჯაროდ ორსულობის შესახებ. თუმცა მაშინ ბავშვის სქესი არ გაუსაჯაროებია. ის კი აღნიშნა, რომ მის ცხოვრებაში ძალიან დიდი ცვლილებებისთვის ემზადებოდა და მისი ცხოვრების მთავარი ამბავიც დედობა იქნებოდა.
"რაც უნდა წარმოუდგენელი იყოს, პირადი ცხოვრებისთვის მრჩება დრო. ისე დალაგდა, რომ გამოვნახე დრო პირადი ცხოვრებისთვის...ეს წელი იქნება ჩემთვის განსაკუთრებული წელი. სხვა ამპლუაში ვიქნები, რაც ჯერ ჩემთვისაც ცოტა წარმოუდგენელია... ვემზადები ახალი გამოწვევებისთვის.
ჩემი ცხოვრების მთავარი ამბავი ის მოლოდინია, რომელსაც ახლა დიდი ინტერესით ველოდებით".

მარიამ გაფრინდაშვილს საზოგადოება წლებია იცნობს, როგორც აქტიურ ჟურნალისტს. ორსულობის პერიოდში აღნიშნა, რომ ახალი ამპლუაც არ შეუშლის ხელს საყვარელი საქმის კეთებაში და მაყურებელს თავს არ მოანატრებს.