"მადლობა ალისას, რომელიც თვითონ ირჩენს თავისი შრომით საკუთარ თავს... გიულიც თავის მხრივ ცოტათი ეხმარებათ. კერძო სკოლაში სწავლის ფულს არ ახდევინებს კარგი ხალხი..." - რას წერს მიხეილ სააკაშვილი 6 წლის ქალიშვილზე - მშობლები

"მადლობა ალისას, რომელიც თვითონ ირჩენს თავისი შრომით საკუთარ თავს... გიულიც თავის მხრივ ცოტათი ეხმარებათ. კერძო სკოლაში სწავლის ფულს არ ახდევინებს კარგი ხალხი..." - რას წერს მიხეილ სააკაშვილი 6 წლის ქალიშვილზე

2026-06-26 00:55:46+04:00

ცოტა ხნის წინ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც პატიმრობაშია, ქალიშვილ ალისაზე პოსტი გამოაქვეყნა:

"ამასწინათ ალისამ მოიპოვა სოფოს საბანკო ბარათის მონაცემები, შევიდა საიტებზე და უამრავი სათამაშო იყიდა. ასევე საჩუქრები სოფოსთვის, ჩემთვის, ბებიებისთვის და სხვა ნათესავებისთვის. მოკლედ სოფოს ბარათზე არსებული მთელი თანხა გაუხარჯა.
ამას იმიტომ ვყვები, რომ ავსტრალიაში და ბრიტანეთში აკრძალეს 16 წლამდე ბავშვების სოციალურ ქსელებში შესვლა. დამტკიცებულია, რომ სოც. ქსელების გამო ბავშვებს გაბნეული აქვთ ყურადღება, ვეღარ ასრულებენ საშინაო დავალებებს და უფრო მეტიც, ბევრი შემთხვევა ყოფილა ბავშვების თვითმკვლელობის.
საქართველოში დიქტატურა კრძალავს უფროსების სოც. ქსელებში აქტიურობას. ამათ როგორც კი მოვაშორებთ, სხვა საქმეებთან ერთად უნდა მოვხსნათ ზრდასრულთათვის აკრძალვები და ასევე მივმართოთ ანგლოსაქსების მაგალითს და ჩავუკეტოთ ბავშვებს სოც. ქსელები, დავიცვათ მათი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა.
მაინტერესებს სხვა მშობლების მოსაზრება ამ თემაზე მადლობელი ვიქნები თუ აქ დაპოსტავთ..."
დღეს კი ამ პოსტს თავადვე გამოეხმაურა:
"ალისას მიერ სოფოს საბანკო ანგარიშის "დაყაჩაღებაზე" პოსტზე ზოგიერთს ასეთი რეაქცია ჰქონდა - სოფოს საბანკო ანგარიშზე თანხა ჰქონია და იმათ რა ქნან, ვისაც არ აქვსო.
მინდა სრული გამჭვირვალეობა დავამკვიდრო. სოფო არის მომღერლების "შავ სიაში" შეყვანილი და მას არ აქვს არანაირი შემოსავალი. მისი საბანკო ანგარიში ძირითადად ივსება ალისას მუშაობით, რომლებსაც იღებენ რეკლამებში, ალბათ შეგხვედრიათ სოციალურ ქსელებში სხვადასხვა პროდუქციის რეკლამა და ფულს სოფოს ურიცხავენ. ასე რომ, ალისამ სოფოს ფული კი არა, სინამდვილეში საკუთარი გამომუშავებული ფული დახარჯა.
ნუ გიულიც თავის მხრივ ცოტათი ეხმარებათ. კერძო სკოლაში სწავლის ფულს არ ახდევინებს კარგი ხალხი. უფრო მეტიც, მეორე კონკურენტმა კერძო სკოლამ ხელფასიც კი შესთავაზა თუ ალისა მათთან გადავიდოდა.
მე არ ვამაყობ იმით, რომ ვერ ვეხმარები, მაგრამ მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ამას აკეთებს და რაც მთავარია, მადლობა ალისას, რომელიც თვითონ ირჩენს თავისი შრომით საკუთარ თავს, თან ამას აკეთებს დიდი გატაცებით".
ბევრი რამით მოიგო მიშამ ჩემი გული. ჭკუით, განათლებით, იუმორით... ბავშვი გეგმავს ჩვენს ქორწილს, ყვავილები უნდა დავყაროო... - სოფო ნიჟარაძე
ჩემი ცხოვრების მთავარი ამბავი მიშასთან შეხვედრა იყო... დედაჩემი და გიულიც ძალიან ჩართულები არიან ბავშვის აღზრდაში - სოფო ნიჟარაძე