ბრუკლინ ბექჰემმა საჯაროდ მიულოცა სიმამრს, ნელსონ პელცს დაბადების დღე. ერთი დღით ადრე, საინვესტიციო ფონდ Trian Fund Management-ის თანადამფუძნებელმა, მილიარდერმა ნელსონმა 83-ე დაბადების დღე ოჯახის წევრების, მათ შორის ქალიშვილის, ნიკოლას და მისი მეუღლის გარემოცვაში აღნიშნა.
„გილოცავ დაბადების დღეს, ნელსონ, ძალიან მიყვარხარ! ძალიან მიხარია, რომ შენთან ერთად აღვნიშნე! გმადლობ, რომ საუკეთესო სიმამრი ხარ!“ - დაწერა დევიდ და ვიქტორია ბექჰემების უფროსმა ვაჟმა და ზეიმის ფოტო გამოაქვეყნა.

კომენტარებში ზოგიერთმა გამომწერმა გააკრიტიკა ბრუკლინი და დაადანაშაულა სიმამრისადმი სიყვარულის საჯაროდ გამოხატვაში, საკუთარი მამის იგნორირების ფონზე. „რას იტყვი იმის გახსენებაზე, რომ მამას უპირობოდ უყვარხვრ, მხარს გიჭერს და ყოველთვის მზადაა გაშლილი ხელებით მიგიღოს? არა, ჯობია დაწერო იმაზე, თუ როგორ არის ის „საუკეთესო სიმამრი“. იმედი მაქვს, ერთ დღეს იპოვი ძალას, შეურიგდე შენს ოჯახს, ვიდრე სხვის ოჯახში ჩაეფლო“, - დაწერა ერთ-ერთმა მომხმარებელმა. ზოგიერთმა ასევე აღნიშნა, რომ მისი სიტყვები სულაც არ იყო გულწრფელი და სიმამრის ფინანსურ მდგომარეობასთან იყო კავშირში: „რა თქმა უნდა, ის „საუკეთესოა“, სანამ შენს სურვილებს აანაზღაურებს“, „ამაში გადაგიხადეს?“, „ვფიქრობ, დევიდს გული საბოლოოდ ატკინე“.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის იანვარში ბრუკლინმა მშობლები წლების განმავლობაში კონტროლსა და მისი ქორწინების დანგრევის მცდელობაში დაადანაშაულა. ბექჰემებმა დუმილის ტაქტიკა აირჩიეს და საჯაროდ არ გააკეთეს კომენტარი შვილის ბრალდებებზე. ისინი შვილს დაბადების დღეებსაც ულოცავენ, თუმცა ბრუკლინი არც სოციალურ ქსელში ულოცავს არაფერს და მით უმეტეს, არ ნახულობს ოჯახის წევრებს.
