"გავიგე, რომ დაიყვირა, მიშველეთო... მივხვდი, ცუდად იყო საქმე..." - რას ჰყვება 23 წლის ბიჭი, რომელმაც ლისის ტბაზე ახალგაზრდა გადაარჩინა - მშობლები

"გავიგე, რომ დაიყვირა, მიშველეთო... მივხვდი, ცუდად იყო საქმე..." - რას ჰყვება 23 წლის ბიჭი, რომელმაც ლისის ტბაზე ახალგაზრდა გადაარჩინა

2026-06-26 12:39:10+04:00

“ლისის ტბაზე ახალგაზრდა იხრჩობოდა გუშინწინ, ღამის 11 საათზე, ამ დროს ბევრი ხალხია ხოლმე ლისზე! ბავშვს გადაუვარდა ბურთი და ეს ახალგაზრდა გაყვა გამოსატანად, ვერ მოიგდო ბურთი ხელში, შეჰყვა შუა ტბამდე და იქ გამოეცალა ძალა… წყალნაყლაპი ხმით ხრიალებდა, მიშველეთო! თავიდან ხუმრობა ეგონათ, მერე ატყდა ერთი ამბავი, გამოიძახეს პოლიცია, მაშველები, სასწრაფო და ისინიც მყისიერად ხომ ვერ მოვიდოდნენ. მოკლედ, გამოვარდა ერთი ტყიბულელი ოფიციანტი ბიჭი (თემო), გზადაგზა იხდიდა ტანსაცმელს, გადაეშვა ამ სიბნელეში - შავ, პირქუშ წყალში.. არაფერი ჩანდა სიბნელეში, თეთრი ბურთით მიაგნო ნახევრად გონდაკარგულ ახალგაზრდა კაცს, მიცურა და ძლივს გამოათრია ნაპირზე. ეცნენ ექიმები და გააქანეს საავადმყოფოში მოსასულიერებლად, ერთი დღე-ღამე იქ ჰყავდათ და გადაარჩინეს. ეს ტყიბულელი გმირი კარგა ხანს იჯდა ნაპირზე, ისე დაღლილი იყო, ვერ დგებოდა.… მეორე დღეს, რომ მომიყვნენ, მე ცურვის არმცოდნე სუბიექტმა, რამით რომ მიმეღო მონაწილეობა ჩემი მოკლე ჭკუით, ფული შევთავაზე პრემიის სახით, არაფრით არ გამომართვა! არაფრით! ყოველ დილით დავდივარ ლისზე უკვე 16 წელია, ვზივარ ახლა კაფეში, “ინტელიგენცია” რომ ჰქვია, გერმანელები მყავს სტუმრად და ვუყურებ ამ ტყიბულელ ოფიციანტ ბიჭს, მუშაობს ჩვეულებრივად. გარეთ წვიმს, ყველაფერი ისევ ისეა, როგორც ყოველ დილით, თითქოს არაფერი არ მომხდარა, ვეხუმრები, სალნიკოვს ვეძახი მეტსახელად. თვალებგაფართოებული მისმენენ გერმანელები, რომ ვუყვები და მასზე მივუთითებ. ვუყურებ ამ ბიჭს და ვფიქრობ - რა კარგია, რომ ასეთი ახალგაზრდები არსებობენ ჩვენს ქვეყანაში, ეს ცხოვრების სურვილს და სტიმულს გმატებს ადამიანს. მადლობა შენ, ტყიბულელო ბიჭო, რომ მაგრძნობინე ცხოვრების ხალისი !!! 4 მეტრი ყოფილა ლისის ტბის სიღრმე, ღამე საშიში შესახედავია!!! შავი! არადა რა ლამაზია დილით”, - ასეთი ემოციური სტატუსი დაწერა ფეისბუქის ერთ-ერთმა მომხმარებელმა და ასე გააცნო საზოგადოებას 23 წლის ბიჭი თემურ (თემო) კუბლაშვილი.

დღეს თემოს ფოტოებით და ამ ინფორმაციით სოციალური ქსელი აჭრელებულია. ბევრი ადამიანი წერს, რომ მშრომელი და უკეთილშობილესი მშობლების აღზრდილი შვილი სხვანაირი ვერ იქნებაო და ესიყვარულება მას. როგორც გავარკვიეთ, თემო თბილისში ქირით ცხოვრობს, ის ტყიბულიდან სამუშაოდ რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა და ამჟამად ლისზე, კაფეში მუშაობს. როცა მას დავუკავშირდი და ინტერვიუს ჩაწერა ვთხოვე, ძალიან დაიმორცხვა, გაუჭირდა საკუთარ გმირობაზე და თავის თავზე საუბარი. მითხრა, არც ვიცი, ეს ამბავი ვინ გაახმაურა და მერიდება ჩემს თავზე საუბარიო.

-თემო, სოციალური ქსელში ყველა თქვენს გმირობაზე საუბრობს და უამრავი ადამიანი გლოცავთ... გვიამბეთ, რა მოხდა იმ დღეს ლისზე?

- არ ვიცი, რა გითხრათ. ჩვეულებრივი დღე იყო. უკვე საღამო იყო. ვამთავრებდით მუშაობას. ბევრი ხალხი იყო... ბავშვს ბურთი გადაუვარდა წყალში და ერთი ადამიანი შევიდა ლისის ტბაში, რომ ბურთი გამოეტანა. ვიცნობ ამ ბიჭს, ჩვენთან მუშაობა ახალი დაწყებული აქვს... სიბნელე იყო და როგორც ჩანს, სიბნელეში გაუჭირდა გზის გამოკვლევა, ან დაიბნა, სტრესი მიიღო და შეეშინდა. ბალახებიც იყო წყალში. ზუსტად არ ვიცი, რა მოხდა, რადგან მასთან ამ დეტალებზე ჯერ არ მისაუბრია, იმიტომ, რომ საავადმყოფოში იყო და ახალი გამოჯანმრთელებულია. გავიგე, რომ დაიყვირა, მიშველეთო. თავიდან ხუმრობა მეგონა, მაგრამ მეორედაც რომ გავიგონე იგივე სიტყვები - მიშველეთო, მაშინვე შევედი წყალში და შევეცადე დავხმარებოდი... მთავარია, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა.

-ამ დროს თქვენც ნაპირზე იდექით?

- მეც იქ ვიყავი, თითქმის დამთავრებული მქონდა უკვე მუშაობა... ზუსტი დრო არ ვიცი, თერთმეტი საათი იქნებოდა ან თორმეტის წუთები. სიბნელე იყო, წყალში საერთოდ არაფერი ჩანდა. როგორც გითხარით, ყვირილის ხმაზე მივხვდი, რომ უჭირდა, ცუდად იყო საქმე, წყალში შევედი და იმდენად ემოციურად ვიყავი მეც, რომ სიმართლე გითხრათ ახლა დეტალები არც მახსოვს... განაგრძეთ კითხვა

ათასობით ადამიანი დაესწრო ხიზირის დაკრძალვას... დედამისი ორსულად არის, ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულია - ინგუშეთის ტრაგედიის ახალი დეტალები