საფრანგეთში ჩაკეტილ მანქანებში სიცხისგან ოთხი ბავშვი გარდაიცვალა... - 3 წლის ბიჭუნა მშობლებს გაეპარა და მანქანაში ჩაიკეტა - მშობლები

საფრანგეთში ჩაკეტილ მანქანებში სიცხისგან ოთხი ბავშვი გარდაიცვალა... - ბოლო შემთხვევისას, 3 წლის ბიჭუნა მშობლებს გაეპარა და მანქანაში ჩაიკეტა

2026-06-28 18:42:58+04:00

ევროპის ქვეყნებში კვლავ უკიდურესი სიცხეა. არაბუნებრივად მაღალ ტემპერატურას ადამიანები ეწირებიან. საფრანგეთში უკიდურესი სიცხის შედეგად ოთხი ბავშვი გარდაიცვალა. ძირითადი მიზეზი მანქანაში ჰიპერთერმიაა - როდესაც მშობლები ბავშვებს ჩაკეტილ მანქანებში გაჩერებებზე ტოვებენ ან ბავშვები თვითნებურად ძვრებიან საოჯახო მანქანებში და იკეტებიან, რაც ტრაგედიით სრულდება ხოლმე, ძლიერი სიცხის გამო.

სულ ბოლო შემთხვევა 3 წლის ბავშვის ტრაგედიაა. ბიჭუნა პარიზის გარეუბანში გარდაცვლილი იპოვეს მას შემდეგ, რაც მშობლებს გაეპარა, ოჯახის მანქანაში შეძვრა და ჩაიკეტა. მამას ეგონა, რომ ბავშვს ეძინა. დედა მეორე შვილთან იყო, 18 თვის ბავშვს აძინებდა, მამა კი ფარდულში მუშაობდა. როდესაც მშობლებმა ბიჭუნა მოიკითხეს და ძებნა დაუწყეს, ის უკვე გარდაცვლილი იყო.

მანამდე, სამხრეთ საფრანგეთში 2 და 4 წლის და-ძმა მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, ბავშვებმა თავად შეაღწიეს მანქანაში და ვეღარ გამოვიდნენ. მოგვიანებით დაფიქსირდა კიდევ ერთი ანალოგიური შემთხვევა, რის შედეგადაც ბავშვების საერთო რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა

ოთხშაბათს, საფრანგეთში 1947 წლიდან ყველაზე ცხელი დღე დაფიქსირდა - დედაქალაქში თერმომეტრი 40.3°C-ს აჩვენებდა. 150 წლის განმავლობაში მეოთხედ გადააჭარბა 40°C-ს.

ხუთშაბათს, პარიზის მერის პირველმა მოადგილემ, ემანუელ გრეგუარმა, დედაქალაქში სიკვდილიანობის ზრდის შესახებ განაცხადა, კონკრეტული ციფრების დასახელების გარეშე. „მოვუწოდებ ხალხს, სიფრთხილე გამოიჩინონ“, - დასძინა მან და ურჩია მათ, დაიცვან თავი მზისგან და თავი აარიდონ გარეთ გასვლას ყველაზე ცხელ საათებში.

საფრანგეთი 2026 წლის ივნისში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე სიცხის ტალღას განიცდის, რომელიც მეტეოროლოგებმა ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ექსტრემალურად შეაფასეს. ქვეყნის მრავალ რეგიონში ტემპერატურამ 40–44°C-ს მიაღწია. ათეულობით დეპარტამენტში გამოცხადდა უმაღლესი – წითელი – განგაშის დონე. დაიხურა ან შეიზღუდა სკოლების მუშაობა, შეფერხდა სარკინიგზო მოძრაობა, ზოგიერთ ატომურ ელექტროსადგურზე კი სიმძლავრე შეამცირეს მდინარეების წყლის გადახურების გამო.

ბავშვი დახურულ მანქანაში სიცოცხლისთვის საშიში საფრთხეა: ჰგონიათ, რომ ეს მხოლოდ ძლიერი სიცხის ან ამოწეული შუშების შემთხვევაში ხდება
2 წლის ბავშვი სიცხეში მანქანაში დატოვა ჩაკეტილი, თავად კი ლუდს სვამდა და თამაშობდა - გოგონა დაიღუპა. მამისთვის განაჩენი უნდა გამოეტანათ, მაგრამ...