ცნობილი ფეხბურთელის ცოლი და ორი შვილი გარდაცვლილები იპოვეს - ლუკას ტრეხოს ბოლომდე იმედი ჰქონდა, რომ მისი ოჯახი მიწისძვრას ცოცხალი გადაურჩა - მშობლები

ცნობილი ფეხბურთელის ცოლი და ორი შვილი გარდაცვლილები იპოვეს - ლუკას ტრეხოს ბოლომდე იმედი ჰქონდა, რომ მისი ოჯახი მიწისძვრას ცოცხალი გადაურჩა

2026-06-28 22:44:14+04:00

ცნობილი ფეხბურთელის ლუკას ტრეხოს ისტორია ბოლო დღეების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ამბავია, რომელიც ვენესუელაში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას უკავშირდება.

38 წლის არგენტინელი მცველი 2026 წელს ვენესუელურ კლუბ Marítimo de La Guaira-ში თამაშობდა. მიწისძვრის მომენტში ის კარაკასში იმყოფებოდა, სადაც გუნდის მატჩისთვის ემზადებოდა, ხოლო მისი ოჯახი ქალაქ ლა-გუაირაში იყო. 2026 წლის 24 ივნისს ვენესუელაში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის დროს, სხვა შენობებთან ერთად, ლა გუაირაში ტრეხოს საცხოვრებელი კორპუსიც ჩამოინგრა, რის შემდეგაც ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი და დახმარების თხოვნით მიმართა საზოგადოებას. ის წერდა, რომ ოჯახთან კავშირი დაკარგა და ყველას სთხოვდა, ელოცათ მათი ოჯახისთვის და ვისაც რაიმე ინფორმაცია ჰქონდა, მიეწოდებინა.

lucas-trejo-wife-kids-062826-06260df80e7649ebbaeff352ea5f638c-1782673662.webpmshoblebi-2-1782673662.png

სამაშველო სამუშაოები თითქმის 74 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ძებნაში მონაწილეობდნენ მისი თანაგუნდელები, მოხალისეები, მაშველები, არგენტინიდან ჩავიდნენ ტრეხოს მამა და ძმაც.სამწუხაროდ, მაშველებმა ნანგრევებში გარდაცვლილი იპოვეს მისი მეუღლე იანინა მარანელა და ორი შვილი - 7 წლის აინოა და 5 წლის აარონი.

  • 2026 წლის 24 ივნისს ვენესუელაში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა.პირველი ბიძგის სიმძლავრე იყო 7.2 მაგნიტუდა, ხოლო 39 წამის შემდეგ მეორე, უფრო ძლიერი – 7.5 მაგნიტუდის – მიწისძვრა მოხდა;ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში იყო, ხოლო ყველაზე მეტად დაზარალდა ლა-გუაირა, კარაკასის მიმდებარე სანაპირო რეგიონი.

მიწისძვრამ ასობით საცხოვრებელი კორპუსი და სხვა შენობა დაანგრია. დაზიანდა გზები, აეროპორტის ინფრასტრუქტურა და კომუნიკაციები. სამაშველო ოპერაციებს განმეორებითი ბიძგები ართულებდა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, 1 430-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 2 000-ზე მეტი დაშავდა; ათიათასობით ადამიანი დაკარგულად ითვლებოდა პირველ დღეებში, თუმცა მათი ნაწილი მოგვიანებით უსაფრთხოდ იპოვეს ან ევაკუირებულთა სიებში აღმოჩნდნენ.

ტრაგედია სპორტული სამყაროს კიდევ რამდენიმე წარმომადგენელს შეეხო უშუალოდ.ვენესუელელმა ფეხბურთელმა ჰექტორ ბელომ მიწისძვრისას მეუღლე დაკარგა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი საკუთარი სხეულით გადაეფარა ერთი წლის შვილს, რის შედეგადაც ბავშვი გადარჩა, თავად კი დაიღუპა.

left-us-alone-fight-mummy-132324438-1782673662.webp

ასევე დაიღუპნენ ახალგაზრდა ვენესუელელი ფეხბურთელები და სპორტული კლუბების თანამშრომლები.

საფრანგეთში ჩაკეტილ მანქანებში სიცხისგან ოთხი ბავშვი გარდაიცვალა... - ბოლო შემთხვევისას, 3 წლის ბიჭუნა მშობლებს გაეპარა და მანქანაში ჩაიკეტა