ქუჩის ძაღლები საქართველოსთვის მოუგვარებელი და ძალიან მტკივნეული პრობლემაა. რაც არ უნდა გული შეგვტკიოდეს ოთხფეხა მეგობრებზე, არავის გვინდა, ქუჩაში ძაღლმა გვიკბინოს ან ბავშვი შეაშინოს. იდეალური ვარიანტია, თუ ძაღლი, უბრალოდ არ მოგეკარებათ. ბოლო დროს გამოჩნდა სპეციალური დამხმარე საშუალებებიც, რომლებიც შესაძლოა ძაღლის შეჩერებაში დაგეხმაროთ. რას წარმოადგენს ეს საშუალებები, რამდენად შეუძლიათ, ძაღლის თავდასხმისგან დაგიცვათ და უსაფრთხოა თუ არა თავად ძაღლებისთვის.
ყველაზე პოპულარული და ჰუმანური საშუალება პორტატული ულტრაბგერითი რეპელერია.
ეს პატარა მოწყობილობა ღილაკზე დაჭერისას გამოსცემს მაღალი სიხშირის ხმას, რომელსაც ადამიანი თითქმის ვერ აღიქვამს, თუმცა ბევრი ძაღლისთვის ის უსიამოვნოა. შედეგად, ცხოველი ხშირად ჩერდება, უკან იხევს ან ინტერესს კარგავს.
მისი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ძაღლს ფიზიკურ ზიანს არ აყენებს და მრავალჯერადად გამოიყენება.
ონლაინმაღაზიები დიდი არცევანს გვთავაზობენ, თუმცა ყველა მათგანი ერთნაირი ხარისხის არ არის და ზოგიერთი პრაქტიკულად არც მუშაობს.
შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს:

მწარმოებლები ხშირად 10–15 მეტრის მოქმედების რადიუსს ასახელებენ, თუმცა ეს იდეალურ პირობებში მიღებული მაჩვენებელია.
რეალურ პირობებში ყველაზე ეფექტური მანძილი, როგორც წესი, 2–5 მეტრია. სწორედ ამ დისტანციაზე აქვს მოწყობილობას ყველაზე დიდი შანსი, შეაჩეროს თქვენსკენ მომავალი ძაღლი ან შეაცვლევინოს მიმართულება.
გაითვალისწინეთ, რომ კედლები, ღობეები, მანქანები, ბუჩქები და სხვა დაბრკოლებები ულტრაბგერითი ტალღების გავრცელებას ამცირებს, ამიტომ საუკეთესო შედეგისთვის რეპელერი პირდაპირ ძაღლის მიმართულებით უნდა იყოს მიმართული.
არსებობს ასევე სპეციალური ციტრონელას სპრეები, რომლებიც ძაღლებს ძლიერი სუნით აფრთხობს. ისინი არ აზიანებს ცხოველს და ზოგიერთ შემთხვევაში ეფექტურია, თუმცა ძლიერ აგრესიულ ძაღლზე ყოველთვის არ მოქმედებს.
კიდევ ერთი საშუალებაა პერსონალური ხმოვანი სიგნალიზაცია, რომელიც ძალიან ძლიერ ხმას გამოსცემს. ზოგიერთ ძაღლს ეს აფრთხობს, თუმცა ზოგი საერთოდ არ რეაგირებს, ამიტომ მისი ეფექტი წინასწარ ვერ განისაზღვრება.

სპეციალისტები რამდენიმე მარტივ რეკომენდაციას იძლევიან:
ულტრაბგერითი რეპელერი დღეს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და ჰუმანურ საშუალებად ითვლება, თუმცა მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ არც ერთი მოდელი არ მუშაობს ყველა ძაღლზე. ეფექტი დამოკიდებულია ცხოველის ხასიათზე, აგრესიულობის ხარისხზე, მანძილსა და გარემო პირობებზე.
სწორედ ამიტომ სპეციალისტები ულტრაბგერით რეპელერს განიხილავენ, როგორც დამხმარე და არა აბსოლუტურ დამცავ საშუალებას. სწორად შერჩეულმა ხარისხიანმა მოწყობილობამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეამციროს არასასურველი შეხვედრის რისკი, თუმცა ნებისმიერ სიტუაციაში ყველაზე მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება და უსაფრთხო დისტანციის დაცვა.