ერიკა კიკნაძე ცნობილ რეპერს დაუპირისპირდა და ძალადობაში დაადანაშაულა - ივან ურგანტის ქართველი გერის გარშემო კვლავ აჟიოტაჟია - მშობლები

ერიკა კიკნაძე ცნობილ რეპერს დაუპირისპირდა და ძალადობაში დაადანაშაულა - ივან ურგანტის ქართველი გერის გარშემო კვლავ აჟიოტაჟია

2026-07-01 12:38:01+04:00

ინტერნეტში ცნობილ რეპერ 9mice-სთან დაკავშირებული ახალი სკანდალი მძვინვარებს. მუსიკოსის ყოფილი შეყვარებულები მას თვალთვალსა და ძალადობაში ადანაშაულებენ.ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ინტერნეტი რეპერ 9mice-ის წინააღმდეგ გახმაურებული ბრალდებების სერიამ მოიცვა. ერთმანეთის მიყოლებით, სერგეი დმიტრიევის (რეპერის ნამდვილი სახელი) ყოფილმა შეყვარებულებმა მისი ძალადობრივი საქციელის შესახებ საჯაროდ დაიწყეს საუბარი.

728x546-1-cabf8ebde81bd8bcac387b00b757986f1440x1080-0x0lobctlr-4506442470256162234-1782896149.jpg.webp
ერიკა კიკნაძე

სკანდალი ერიკა კიკნაძით დაიწყო, რომელმაც თავის Telegram არხზე რეპერთან ურთიერთობის შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა. ცნობილი ტელეწამყვანის, ივან ურგანტის ქართველი გერიის თქმით, ისინი ერთად ცხოვრობდნენ, ოჯახის შექმნაზე საუბრობდნენ და შვილების გაჩენასაც კი გეგმავდნენ. თუმცა, მას შემდეგ, რაც თავად ერიკამ გადაწყვიტა დაშორება, მუსიკოსმა, მისი თქმით, საჯაროდ წარმოაჩინა თავი დაშორების ინიციატორად და ონლაინ რეჟიმში გოგონას დამცირება დაიწყო.

600x600-1-0a512da5a330f67a60296c0690d512e83024x3024-0xhfkuenjn-6266555888913701038-1782896149.jpg.webp

600x600-1-6aacb0a9746ab3d15244d96ec3c88f982320x2320-0xyeectxal-4618515835020843680-1782896149.jpg.webp

„დავიღალე ატანით და შენი თვალთმაქცური, დამპალი სულის გადარჩენის მცდელობით, ჩემი დუმილით“, - წერს კიკნაძე თავის პოსტში.

ერიკამ ასევე გაამხილა, რომ რეპერი სთხოვდა, მკერდი გაედიდებინა და ქირურგიც კი უპოვა. ივან ურგანტის გერი ამტკიცებს, რომ დაიღალა სერგეის შეურაცხყოფითა და დამცირებით. ის დედამისსაც კი ურეკავს და ურგანტთან დაკავშირებას ცდილობს.

თუმცა, ერიკას ისტორია მხოლოდ აისბერგის წვერი აღმოჩნდა. მუსიკოსის კიდევ რამდენიმე ყოფილი შეყვარებული გამოჩნდა. მათი ბრალდებები გაცილებით სერიოზულია - ერთი ამტკიცებს, რომ 9mise-ის მუდმივმა მუქარამ და სტრესმა მისი მუცლის მოშლა გამოიწვია. ტრაგედიის შემდეგ, რეპერმა გაავრცელა ჭორი, რომ გოგონამ თავად გაიკეთა აბორტი და „ეს ცოდვა მას ეკისრება“. მეორე გოგონას თქმით, რეპერის ტელეფონში იპოვა შეტყობინებები, რომლებშიც ის 17 წლის გოგონას სთხოვდა ინტიმური ფოტოების გაგზავნას ან მის სასტუმროში მისვლას, მიუხედავად იმისა, რომ გოგონა არაერთხელ ეუბნებოდა მას თავის ასაკს და რომ ეს უკანონო იყო.

ამ აღიარებებმა მძვინვარე რეაქცია გამოიწვია. გულშემატკივრებმა დაიწყეს მუსიკოსის კრიტიკა კომენტარებში, მისი კონცერტის ბილეთების დაბრუნება. მალევე, პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეპერის წინააღმდეგ ძიება დაიწყო მის სიმღერებში ნარკოტიკების შესაძლო პროპაგანდის საქმეზე.

ივან ურგანტის გერი ერიკა კიკნაძე პირველად არ გამხდარა მედიის ყურადღების ობიექტი. ის ნატალია კიკნაძის და ბიზნესმენ თემურ კუტალიას საერთო ქალიშვილია. ოჯახის დანგრევის შემდეგ, ნატალიას უფროსი შვილი - ნიკო მამასთან დარჩა საცხოვრებლად, ერიკა კი დედამ წამოიყვანა. ნატალია წლების შემდეგ შეხვდა ბავშვობის სიყვარულს ივან ურგანტს და იქორწინეს.

scale-1200-1715748663-1782896721.png

1279x1600-0x03cupwzg-7705922941349792191-1782896720.jpg

ნატალია დედის გვარს ატარებს, თუმცა ურგანტი მას შვილად მოიხსენიებს და მათ შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ.

16 წლიდან ამერიკაში გაემგზავრა სასწავლებლად, სადაც პრესტიჟული პარსონსის კოლეჯი დაამთავრა. საზოგადოებას თავი დაამახსოვრა პროვოკაციული გამოსვლებით და თამამი ფოტოსესიებით, მათ შორის, საზოგადოებრივ ადგილებში.

104-1782896839.jpg

525x600-1-b98ae9c08d82238545cbe68b050ed3a21080x1235-0xac120003-1594412341657526319-1719415817-1782896839.jpeg

ამერიკაში ცრემლებით ცდილობდა ფულის შოვნას. "თუ გინდათ ვინმესთან გასაუბრება, აქ ვარ. ჩვეულებრივი ტექსტური გზავნილები - 15 დოლარი. ნაღვლიანი ამბავი - 20 დოლარი. თუ გინდათ, რომ თქვენთან ერთად ვიტირო - 35 დოლარი. მოგისმინოთ? საათში 40 დოლარი. რჩევის მიღება უფასოა. თუ გინდათ გიმღეროთ - 300 დოლარი", - წერდა პირად ბლოგზე. გარდა ამისა, ერიკა ვინტაჟური სამოსით იყო დაკავებული - მათ იცვამდა, როგორც მოდელი და შემდეგ ყიდდა.

728x546-1-a2a8ad38e168b9be648cbf1c50b428801280x960-0xsmxc3wnh-1272029312751465351-1782896149.jpg.webp

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე, ურგანტი რუსეთში დაბლოკეს, მისი პოზიციის გამო და გადაცემაც დაუხურეს. მცირე ხანს საქართველოშიც კი იყო ჩამოსული ოჯახით. ასევე იყო ჩამოსული ერიკა, რომელიც აქ სამუშაოსაც ელოდა. თუმცა წარუმატებელი მცდელობების შემდეგ, როგორც ჩანს, რუსეთში დაბრუნება არჩია.

ქეთა თოფურია მეუღლით, ბედნიერი პატარძალი, გართობა, ქართული და რუსული სიმღერები - მილიონერ მიხეილ ხუბუტიას ქორწილის კადრები (ვიდეო)
ქეთა თოფურია ანასტასია სისაურს რუსული შოუბიზნესის წრეებში უკვალავს გზას - მომღერლები მუსიკალურ დაჯილდოებაზე ერთად მივიდნენ