ზაფხულის დადგომასთან ერთად აქტიურდებიან ტკიპები და იზრდება ტკიპებით გადამდები დაავადებების რისკი, მათ შორის — ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების (CCHF). საქართველოში ეს დაავადება ყოველწლიურად ფიქსირდება, განსაკუთრებით შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, თუმცა შემთხვევები ქვეყნის სხვა რეგიონებშიც გვხვდება. გვესაუბრება მედიცინის დოქტორი, ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი:
ვირუსის ძირითად რეზერვუარს წარმოადგენენ ტკიპები, ხოლო შინაური და სასოფლო-სამეურნეო ცხოველები — განსაკუთრებით ძროხები, ცხვრები, თხები და კურდღლები — ვირუსის დროებითი მატარებლები შეიძლება იყვნენ. ინფიცირებულ ცხოველებს უმეტესად სიმპტომები არ უვითარდებათ, თუმცა მათი სისხლი და სხეულზე არსებული ტკიპები შეიძლება ინფექციის წყარო გახდეს ადამიანისთვის.
ინფიცირება შესაძლებელია:
ტკიპის აღმოჩენის შემთხვევაში არ სცადოთ მისი ხელით მოშორება, მოგლეჯა ან გასრესვა. ტკიპის დაზიანებისას ინფიცირებული სითხე შეიძლება მოხვდეს კანზე ან ლორწოვან გარსებზე და გაზარდოს ინფიცირების რისკი.
ტკიპა უნდა მოიხსნას სპეციალური პინცეტით ან სამედიცინო პერსონალის დახმარებით, ისე, რომ არ მოხდეს მისი დაზიანება.
დაავადების ინკუბაციური პერიოდი (დაინფიცირებიდან სიმპტომების გამოვლენამდე პერიოდი):
ძირითადი სიმპტომებია:
ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება სიცოცხლისთვის საშიში დაავადებაა. მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია განვითარდეს მასიური სისხლდენები, ღვიძლის, თირკმლებისა და სხვა ორგანოების დაზიანება, მრავალორგანული უკმარისობა და სიკვდილი. საერთაშორისო მონაცემებით, დაავადების სიკვდილიანობა საშუალოდ 10–40%-ს აღწევს. სწორედ ამიტომ, დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობის დაწყება გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებს. დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გამოსავალს.
ბუნებაში ყოფნისას ატარეთ დახურული ტანსაცმელი და მაღალი ფეხსაცმელი;
გამოიყენეთ ტკიპების საწინააღმდეგო საშუალებები (რეპელენტები);
ბუნებიდან დაბრუნების შემდეგ ყურადღებით დაათვალიერეთ სხეული, განსაკუთრებით იღლიები, საზარდული, კისერი და მუხლების უკანა ზედაპირი;
შინაური ცხოველები რეგულარულად დაამუშავეთ ტკიპების საწინააღმდეგო პრეპარატებით;
ცხოველების მოვლის, დაკვლისა და ხორცის დამუშავებისას გამოიყენეთ ხელთათმანები.
თუ ტკიპის კბენის, ტკიპასთან შეხების ან ცხოველებთან კონტაქტის შემდეგ 14 დღის განმავლობაში განვითარდა სიცხე ან სხვა საეჭვო სიმპტომები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და აცნობეთ შესაძლო ექსპოზიციის შესახებ. თქვენი სიფრთხილე და ინფორმირებულობა საუკეთესო დაცვაა ამ დაავადებისგან.