მამამ მას თმა მოკლედ შეაჭრა და ბიჭივით გაზარდა, რომ თავისუფლება მიეცა და დაეცვა სხვა ავღანელი ქალების ხვედრისგან... - ცნობილი ავღანელი ჟურნალისტის ამბავი - მშობლები

მამამ თმა მოკლედ შეაჭრა და ბიჭივით გაზარდა, რომ დაეცვა სხვა ავღანელი ქალების ხვედრისგან და თავისუფლება მიეცა ... - ცნობილი ავღანელი ჟურნალისტის ამბავი

2026-07-02 21:20:06+04:00

ავღანელი აქტივისტი და ჟურნალისტი ნილოფარ აიუბი მსოფლიოში ცნობილია თავისი პროფესიით და აქტივიზმით. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ მის არა მხოლოდ წარმატებაში, ფიზიკურად გადარჩენაშიც მამამისს მიუძღვის უდიდესი წვლილი. მამა რომ არა, ნილოფარი ათასობით ავღანელი ქალის ბედს გაიზიარებდა და გაქრებოდა ბურკას და მამაკაცების მიერ დაწესებული ათასი აკრძალვის მიღმა...

მამამისმა ნილოფარი ბავშვობაში გაზარდა, ბაჩა პოშის სახელით ცნობილი კულტურული პრაქტიკის თანახმად. ამან მას საშუალება მისცა, თავი დაეღწია ავღანეთში არსებული მკაცრი გენდერული შეზღუდვებისთვის და მოიპოვა ძირითადი თავისუფლება - სწავლისა და ქუჩაში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა...

ახლა, როდესაც თალიბანი ხელისუფლებაში დაბრუნდა, ის თავის ისტორიას ყვება, რომ დაეხმაროს ჩაგრულ ქალებს და მშობლიურ ქვეყანაში ადამიანის უფლებებისთვის იბრძოლოს.

rb22v5k9-1783014271.jpg

მამის გადაწყვეტილება

ნილოფარ აიუბის მონათხრობის თანახმად, ის დაახლოებით 4 წლის იყო, როდესაც ქუჩაში უცნობმა კაცმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა იმის გამო, რომ, მისი თქმით, სათანადოდ არ ჰქონდა დაფარული თავი. ამ შემთხვევამ მამამისი ძალიან შეაშინა. ამის შემდეგ მან მიიღო მტკიცე გადაწყვეტილება - გოგონას თმა მოკლედ შეაჭრა, ბიჭის ტანსაცმელი ჩააცვა და თითქმის 10 წლის განმავლობაში ბიჭად ზრდიდა. ეს იყო დაცვისა და მეტი თავისუფლების მინიჭების მცდელობა. ამ პერიოდში ნილოფარს, როგორც ბიჭს, შეეძლო: ველოსიპედით სიარული, ქუჩაში თამაში, ბაზარში მამასთან ერთად სიარული, ძიუდოსა და კარატეში ვარჯიში, გაცილებით თავისუფლად გადაადგილება, ვიდრე მის უფროს დებს.

დაახლოებით 14 წლის ასაკში, როდესაც სქესობრივი მომწიფება დაიწყო, ოჯახმა ის კვლავ გოგონად ცხოვრებისკენ დააბრუნა. მოგვიანებით თავად ამბობდა, რომ ეს მისთვის ძალიან მძიმე გარდატეხა იყო, რადგან ბავშვობაში ნანახი თავისუფლება უცებ შეზღუდვებით შეიცვალა...

შემდგომში ნილოფარი გახდა ქალთა უფლებების დამცველი და მეწარმე. მან შექმნა ინიციატივები ავღანელი ქალების დასასაქმებლად. 2021 წელს, როდესაც Taliban-მა კვლავ აიღო ხელისუფლება, სიცოცხლის საფრთხის გამო ქვეყანა დატოვა და დღეს პოლონეთში ცხოვრობს.

images-2-1783014271.jpg1734230877246-1783014271.jpgimages-3-1783014271.jpgnilofar-ayoubi-1783014271.webp

„ბაჩა პოში“

ნილოფარის ისტორია არ არის გამონაკლისი აღზრდის და ოჯახის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კუთხით. „ბაჩა პოში“ ავღანეთში მრავალი წლის განმავლობაში არსებული სოციალური პრაქტიკაა, როდესაც ოჯახი ერთ-ერთ ქალიშვილს ბიჭად ზრდის, რათა მას და მთელ ოჯახს საზოგადოებაში უფრო თავისუფლად გადაადგილებისა და ცხოვრების შესაძლებლობა ჰქონდეს. ეს პრაქტიკა აღწერილია როგორც ჟურნალისტურ, ისე აკადემიურ კვლევებში.

"ბაჩა პოში" (Bacha Posh) სიტყვასიტყვით „ბიჭივით ჩაცმულ გოგოს“ ნიშნავს.

ავღანეთში, განსაკუთრებით მკაცრი შეზღუდვების პირობებში, ბიჭებს გაცილებით მეტი თავისუფლება აქვთ, ვიდრე გოგოებს. ზოგ ოჯახს, რომელსაც ვაჟი არ ჰყავს, ერთ-ერთ ქალიშვილს ბიჭის იდენტობით ზრდის, არც იმდენად "შვილის გადასარჩენად", რამდენადაც ოჯახის საჭიროებებისთვის. რათა: სკოლაში იაროს, იმუშაოს, ოჯახისთვის პროდუქტები იყიდოს, დედასა და დებს საზოგადოებაში თან ახლდეს.

ამ პრაქტიკაზე არაერთი სერიოზული ჟურნალისტური და აკადემიური ნაშრომია დაწერილი.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ტრადიცია ხშირად აღიქმება, როგორც ოჯახის მცდელობა, დაიცვას გოგონა და მისცეს ისეთი თავისუფლება, რომელიც ავღანეთში მხოლოდ ბიჭებს აქვთ, ამ პრაქტიკას სერიოზული ფსიქოლოგიური და სოციალური შედეგებიც ახლავს.

ძირითადი მინუსები და საფრთხეებია:

  • იდენტობის კრიზისი – გოგონა წლების განმავლობაში ბიჭის როლში ცხოვრობს, შემდეგ კი მოზარდობის ასაკში მოულოდნელად აიძულებენ კვლავ გოგოდ იქცეს. ბევრისთვის ეს ძალიან მტკივნეული პროცესია.
  • თავისუფლების უეცარი დაკარგვა – სანამ ბიჭად აღიქვამენ, შეუძლია ქუჩაში თავისუფლად სიარული, სპორტით დაკავება, სწავლა და მუშაობა. გოგოდ დაბრუნების შემდეგ ეს შესაძლებლობები ხშირად ერთ დღეში ქრება.
  • ფსიქოლოგიური ტრავმა – ბევრი ყოფილი ბაჩა პოში ამბობს, რომ თავს ვეღარ გრძნობს სრულფასოვნად არც ბიჭად და არც გოგოდ. მათ უჭირთ საკუთარი ადგილის პოვნა საზოგადოებაში.
  • სოციალური ზეწოლა – გოგოდ დაბრუნების შემდეგ საზოგადოება მისგან სრულიად განსხვავებულ ქცევას ელოდება: მოკრძალებულ ჩაცმას, სახლის საქმეებს, ადრეულ ქორწინებას. ეს ხშირად კონფლიქტს იწვევს.
  • განათლებისა და კარიერის შეზღუდვა – ბიჭად ყოფნისას მიღებული თავისუფლება არ ნიშნავს, რომ ზრდასრულ ასაკშიც შეძლებს იმავე ცხოვრებას. ბევრი იძულებულია სწავლა ან სამსახური მიატოვოს.
  • ოჯახური და ქორწინების პრობლემები – ზოგიერთ შემთხვევაში გოგონებს უჭირთ ტრადიციულ ოჯახურ ცხოვრებასთან შეგუება, რადგან ბავშვობა სრულიად განსხვავებულ სოციალურ როლში გაატარეს.
  • პრობლემის დროებითი გადაწყვეტა – ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ Bacha Posh არ ცვლის იმ გარემოს, რომელიც გოგონებს ზღუდავს. ის მხოლოდ ერთ კონკრეტულ ბავშვს აძლევს დროებით თავისუფლებას, მაშინ როცა დანარჩენი გოგონები იმავე შეზღუდვებში რჩებიან.

210826133338-04-afghan-girls-bacha-posh-wellness-restricted-1783014823.jpg

მკვლევრები ამ პრაქტიკას ხშირად უწოდებენ არა არჩევანს, არამედ გადარჩენის სტრატეგიას. ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში მართლაც შეიძლება იცავდეს გოგონას, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ხშირად მძიმე ემოციურ და სოციალურ შედეგებს ტოვებს.

გოგონების და ქალების ცხოვრება დღევანდელ ავღანეთში

თალიბანის მმართველობის პირობებში, გოგონებსა და ქალებზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. ზოგი მათგანი დაბადებიდანვე განსაზღვრავს მათ ყოველდღიურ ცხოვრებას.

ბავშვობიდან გოგონებს ხშირად ეკრძალებათ ან ეზღუდებათ:

  • სკოლაში სწავლა – გოგონებს დაწყებითი კლასების შემდეგ (დაახლოებით მე-6 კლასის შემდეგ) საშუალო და უმაღლეს განათლებაზე წვდომა პრაქტიკულად არ აქვთ.
  • სპორტი – სპორტულ კლუბებსა და შეჯიბრებებში მონაწილეობა აკრძალულია.
  • პარკებში სიარული – ბევრ ქალაქში ქალებსა და გოგონებს პარკებში, გასართობ სივრცეებსა და სპორტდარბაზებში შესვლა ეკრძალებათ.
  • თავისუფლად გადაადგილება – ხშირად მათ სჭირდებათ მამაკაცი ნათესავის (მამა, ძმა, ქმარი) თანხლება, განსაკუთრებით შორ მანძილზე მგზავრობისას.
  • ტანსაცმლის არჩევა – მოეთხოვებათ სხეულისა და სახის მაქსიმალურად დაფარვა; ბევრ რეგიონში ბურკის ან მსგავსი სამოსის ტარებაზე ზეწოლაა.
  • საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა – გოგონებს ხშირად არ შეუძლიათ კულტურულ, საზოგადოებრივ ან სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა.

images-4-1783014271.jpg

ზრდასრულ ქალებს დამატებით შეზღუდვები აქვთ:

  • უნივერსიტეტებში სწავლა – ქალებისთვის უმაღლესი განათლება აკრძალულია.
  • ბევრ პროფესიაში მუშაობა – ქალები ვეღარ მუშაობენ სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მრავალი სხვა სფეროს მნიშვნელოვან ნაწილში.
  • სილამაზის სალონები – მათი საქმიანობა აიკრძალა.
  • ხმის საჯაროდ გამოყენება – ზოგიერთ ადგილას ქალებს მოუწოდებენ, საჯარო სივრცეში ხმამაღლა არ ისაუბრონ და არ იმღერონ.
  • მედიაში გამოჩენა – ქალი ტელეწამყვანები და ჟურნალისტები ვალდებულნი არიან მკაცრად დაიცვან ჩაცმის წესები, ხოლო ბევრი საერთოდ ვეღარ მუშაობს.

211228170239-taliban-bans-afghan-women-1783014270.jpg

შედეგად, ბევრი გოგონა 11-12 წლის ასაკიდან ვეღარ აგრძელებს სწავლას, იზოლირებული ხდება საზოგადოებრივი ცხოვრებიდან, ეკონომიკურად მთლიანად ოჯახზე ან მომავალ მეუღლეზე დამოკიდებული რჩება და უფრო მაღალია ადრეული ქორწინებისა და იძულებითი ქორწინების რისკი. მით უმეტეს, რომ სულ ახლახან ქორწინების მინიმალური ასაკი გოგონასთვის 9 წლამდე დაწიეს.

images-6-1783014271.jpg

  • ეს შეზღუდვები არ არის ავღანეთის მთელი ისტორიისთვის დამახასიათებელი. განსაკუთრებით მკაცრი აკრძალვები დაკავშირებულია თალიბანის მმართველობასთან (1996–2001 და კვლავ 2021 წლიდან). სხვა პერიოდებში ავღანელ ქალებს გაცილებით მეტი უფლება და შესაძლებლობა ჰქონდათ.
ავღანეთში გოგონების ქორწინებაზე ასაკობრივი შეზღუდვა მოიხსნა: 9 წლის ბავშვის გათხოვებაც შეუძლიათ ახალი კანონის მიხედვით
27 წლის ქალი ბრბომ ჩაქოლა და წამებით მოკლა - ამბავი, რომელსაც ავღანეთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა
სასოწარკვეთილი ავღანელი დედები შვილებს ამერიკელ ჯარისკაცებს ატანენ, რომ გადაარჩინონ - ემოციური კადრები