ზაფხული და შემოდგომა ხილის მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს, თუმცა თითქმის ყველა ოჯახში, სადაც პატარები იზრდებიან, ერთხელ მაინც დამდგარა წამიერი პანიკის მომენტი, როდესაც ბავშვმა ბლის, ალუბლის ან საზამთროს კურკა გადაყლაპა. ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია ხშირად ურთიერთგამომრიცხავია: ზოგი წყარო ტოქსიკური ციანიდითა და მოწამვლით გვაშინებს, ზოგი კი ამბობს, რომ საშიში არაფერია. რეალურად სად გადის ზღვარი უწყინარ შემთხვევასა და რეალურ საფრთხეს შორის? თუ ბავშვმა კურკა გადაყლაპა, როდის უნდა შეინარჩუნოთ სიმშვიდე და როდის გამოიჩინოთ განსაკუთრებული სიფრთხილე.
ამ კატეგორიის ხილის კურკები შეიცავენ ბუნებრივ ნაერთს – ამიგდალინს. ორგანიზმში მოხვედრისას და კურკის დაღეჭვისას, ამიგდალინი იშლება და გამოყოფს ტოქსიკურ ნივთიერებას – წყალბადბადის ციანიდს. თუ კურკა მთლიანად, დაუღეჭავად გადავყლაპეთ, მისი მაგარი გარსი ხელს უშლის ამიგდალინის გამოყოფას და ის ორგანიზმიდან უცვლელად გამოდის. საფრთხე იზრდება, თუ ბავშვი კურკას გატეხს, დაღეჭავს ან დიდი რაოდენობით გადაყლაპავს.
გარგარი, ატამი, ვაშლატამა: ამ ხილის კურკის გული (ნუში) შეიცავს ამიგდალინის ყველაზე მაღალ კონცენტრაციას. მათი დაღეჭვა და მიღება კატეგორიულად დაუშვებელია.
ალუბალი და ბალი: მათი კურკები მცირე ზომისაა და ბავშვები ხშირად ყლაპავენ. მთლიანად გადაყლაპვა, როგორც წესი, საშიში არ არის, თუ დიდი რაოდენობით არ ჩაყლაპა და ნაწლავის გაუვალობა არ გამოიწვია. თუმცა მათი გატეხვა და დაღეჭვა არ შეიძლება.
ქლიავი და ღოღნაშო: მიეკუთვნებიან იმავე ოჯახს და მათი კურკის გულებიც ტოქსიკურია.
ვაშლი და მსხალი: ვაშლისა და მსხლის წიპწები (თესლები) ასევე შეიცავენ ამიგდალინს. რამდენიმე წიპწის გადაყლაპვა ზრდასრულისთვის სახიფათო არ არის, თუმცა ბავშვებში დიდი რაოდენობით დაღეჭილი წიპწების მიღებას უნდა მოვერიდოთ. ამ კურკების ჭამა გაცილებით სახიფათოა, ვოდრე ბლის ან ალუბლის კურკის გადაყლაპვა. ეს უკანასკნელნი ნაწლავებში დაუზიანებელი გარსით ხვდებიან და ზიანის მიყენების გარეშე გამოდიან გარეთ. ვაშლისა მსხლის კურკები კი რბილია და ისინი, როგორ წესი, იღეჭება. ტოქსიკური ნივთიერებაც უფრო სწარაფ ხვდება ორგანიზმში.

ამ ჯგუფის ხილის წიპწები და კურკები არ შეიცავენ მომწამვლელ ნივთიერებებს და მათი გადაყლაპვა ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს (თუ არ ჩავთვლით მექანიკურ ასპექტს).
საზამთრო და ნესვი: მათი თესლები სრულიად უსაფრთხოა. მოხარშული ან მოხალული საზამთროს თესლი ბევრ ქვეყანაში სასარგებლო წასახემსებლადაც კი ითვლება.
ციტრუსები (ლიმონი, ფორთოხალი, მანდარინი, გრეიფრუტი): მათი წიპწები მწარეა, თუმცა არატოქსიკური.
ყურძენი: ყურძნის წიპწები უსაფრთხოა და მეტიც – შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებს (ხშირად გამოიყენება ბიოდანამატებშიც).
კივი, ლეღვი, მარწყვი, ჟოლო, მაყვალი: ამ კენკროვნებისა და ხილის წვრილი თესლების გამოცალკევება შეუძლებელია და ისინი აბსოლუტურად უსაფრთხოა საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის.
ბროწეული: ბროწეულის მარცვლების კურკით ჭამა უსაფრთხოა. ის მდიდარია უჯრედისით, თუმცა კუჭ-ნაწლავის მგრძნობელობის მქონე ადამიანებში (ან ძალიან პატარა ბავშვებში) დიდი რაოდენობით მიღებამ შესაძლოა შეკრულობა გამოიწვიოს.
ნებისმიერი მყარი კურკა (ბლის, ალუბლის, საზამთროსიც კი) პირველ რიგში საშიშია სასუნთქ გზებში გადაცდენის რისკის გამო. პატარა ბავშვებს ჯერ კიდევ არ აქვთ კარგად განვითარებული ღეჭვისა და ყლაპვის კოორდინაცია.
დიდი ზომის ან ბასრი კიდეების მქონე კურკებმა (მაგალითად, ქლიავის ზოგიერთმა სახეობამ) იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავის მექანიკური გაღიზიანება ან გაუვალობა, თუ ბავშვმა რამდენიმე ერთად გადაყლაპა.

გარგრის კურკა
სამედინო ლიტერატურაში არაერთი შემთხვევაა დაფიქსირებული გარგრის კურკის ინტოქსიკაციით. ერთ-ერთი მძიმე შემთხვევა თურქეთში დაფიქსირდა - ბავშვმა რამდენიმე ცალი გარგრის კურკა გატეხა და შიგთავსი შეჭამა. რამდენიმე საათში ბავშვი კომატოზურ მდგომარეობაში, სუნთქვის უკმარისობითა და კრუნჩხვებით მიიყვანეს კლინიკაში. სისხლის ანალიზმა ციანიდის ლეტალური (სასიკვდილო) კონცენტრაცია უჩვენა. მიუხედავად ექიმების მცდელობისა და სპეციალური ანტიდოტის გამოყენებისა, ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.