70 წლის მილიარდერის, არაზ აგალაროვის 27 წლის მეუღლემ, ალენა აგალაროვამ, პირველად ისაუბრა საჯაროდ თავისი ბიზნესის შესახებ.
„სახლის ტექსტილის ბრენდის შექმნის იდეა პირადი მოთხოვნილებიდან გამომდინარე დაიბადა. მე ძალიან მგრძნობიარე ადამიანი ვარ, ამიტომ თეთრეულის არჩევა ჩემთვის ყოველთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო. თუ მოგზაურობისას ქსოვილი არ მომწონდა, ერთი კვირის განმავლობაში ცუდად მეძინა. რაღაც მომენტში საქმე იქამდე მივიდა, რომ სახლიდან საკუთარი თეთრეულის ნაკრების წამოღება დავიწყე“, - აღიარა აგალაროვმა Voice-თან ინტერვიუში.

ახლა, აგალაროვების მთელი ოჯახი იყენებს მისი ბრენდის სახლის ტექსტილს: „ჩვენს თეთრეულს წელიწად-ნახევარზე მეტია ვიყენებთ. თითოეულმა კომპლექტმა უამრავ რეცხვას გაუძლო და ისევ ახალივით გამოიყურება. ასევე გვაქვს სხვადასხვა საბნები: ხან ბუმბულის ქვეშ გვძინავს, ხან შალის ქვეშ - ჩემი ქმარი, სხვათა შორის, შალის საბანს ამჯობინებს, ის ბავშვობიდან არის მიჩვეული და შალის საბანს ბევრი უპირატესობა აქვს. მაგრამ ჩვენმა უფროსმა ვაჟმა ბამბუკი აირჩია“.

შეგახსენებთ, 70 წლის მეწარმისა და Crocus Group-ის მფლობელის, არაზ აგალაროვის მეორე ქორწინების შესახებ მიმდინარე წლის მარტში გახდა ცნობილი. ინტერნეტში გამოჩნდა აგალაროვის ფოტო ახალ შეყვარებულთან და მათ ორ სავარაუდო შვილთან ერთად, ხოლო ანონიმურმა Telegram არხმა „ადოლფინო ბერლუსკონიმ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეწარმე ცოლს, ირინა აგალაროვს, დაშორდა და ხელახლა დაქორწინდა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ აგალაროვი, რომლის წმინდა ქონებაც 1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, 44 წლით უმცროს ალენა ივანოვას (ალენა აგალაროვას გვარი ქორწინებამდე) მაშინ შეხვდა, როცა ის 18 წლის იყო. ქორწილის თარიღი უცნობია, მაგრამ მან გვარი მიმდინარე წლის თებერვალში შეიცვალა. იმავე Telegram არხის ცნობით, წყვილის ვაჟები 2021 და 2024 წლებში დაიბადნენ. ცოტა ხნის წინ, აგალაროვის უფროსმა ვაჟმა, 46 წლის ემინმა, ინტერვიუში დაადასტურა წყვილის ქორწინება და ორი შვილი.
არაზ აგალაროვი ადრე თითქმის 40 წლის განმავლობაში იყო დაქორწინებული თავის სკოლიდან შეყვარებულზე, ირინა აგალაროვაზე. მათ ორი შვილი ჰყავთ: ბიზნესმენი, ილჰამ ალიევის ყოფილი სიძე ემინ აგალაროვი და 39 წლის შეილა აგალაროვა. ბიზნესმენის ყოფილი ცოლი ამჟამად შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.