"ივ­ლი­სის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში მოქმედებას დაიწყებს "ელ-ნი­ნიო..." შეიძლება ძა­ლი­ან ძლი­ე­რი იყოს სით­ბუ­რი ტალ­ღე­ბი" - სინოპტიკოსების პროგნოზი - მშობლები

"ივ­ლი­სის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში მოქმედებას დაიწყებს "ელ-ნი­ნიო..." შეიძლება ძა­ლი­ან ძლი­ე­რი იყოს სით­ბუ­რი ტალ­ღე­ბი" - როდემდე გაგრძელდება ეს მოვლენები

2026-07-06 12:22:57+04:00

გლობალური ამინდის პროგნოზის მიხედვით, 2026 წლის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ძლიერი კლიმატური ფენომენის "ელ-ნინიოს" ჩამოყალიბება, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ამინდს მკვეთრად შეცვლის. წყნარი ოკეანის ტროპიკულ ნაწილში "სუპერელ-ნინიოს" ფაზა ოფიციალურად დაიწყო. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის პროგნოზით, ივლისიდან სექტემბრამდე ეს მოვლენა დიდ მასშტაბს მიაღწევს და მთელ პლანეტაზე ექსტრემალური ამინდის ტალღას გამოიწვევს.

მოსალოდნელია გლობალური ტემპერატურის ზრდა და ექსტრემალური ამინდის გახშირება, მათ შორის ძლიერი სიცხეები და ინტენსიური ნალექები. "ელ-ნინიო" ბუნებრივი კლიმატური ციკლია, რომელიც 2-7 წელიწადში ერთხელ ანაცვლებს გრილ ფაზას. თბილი წყლების მასების დაგროვება რადიკალურად შეცვლის ამინდის რეჟიმს. ევროპასა და სხვა რეგიონებში ძალიან მაღალი ტემპერატურა უკვე ფიქსირდება და როგორც ამბობენ, მოსალოდნელია სიცხე რეკორდულ ნიშნულამდე ავიდეს.

"საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძის თქმით, ივლისის მეორე ნახევრიდან საქართველოშიც მკვეთრად აიწევს ტემპერატურა. მისი თქმით, მთავარი პრობლემაა ის, რომ ექსტრემალური ტემპერატურების ხანგრძლივობა ეტაპობრივად იზრდება და ამან შესაძლოა გამოიწვიოს კატასტროფული შედეგები.

როგორ აისახება "ელ-ნინიოს" გავლენა საქართველოზე, რა საფრთხეებია მოსალოდნელი, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ნინო ჩხობაძე გვესაუბრება.

- ქალბატონო ნინო, ევროპაში ძალზე ცხელა. ჩვენთან რა ნიშნულზე ავა ტემპერატურა და რა საფრთხის წინაშე ვართ?

- რამდენი იქნება ტემპერატურა, ამას ვერავინ გეტყვით, მაგრამ ფაქტი ერთია, ივლისის მეორე ნახევარში სინოპტიკოსები ვარაუდობენ ტემპერატურის აწევას, მოქმედებას დაიწყებს "ელ-ნინიო", რომელიც ჩვეულებრივი მოვლენაა და ძალიან სწრაფად ვრცელდება, ამიტომაც დაარქვეს მას "სუპერელ-ნინიო". ამას ემატება კიდევ სხვა ზემოქმედებები ატმოსფეროში. გრძელვადიან პროგნოზირებას ვერავინ აკეთებს, ყველა სინოპტიკოსი ამბობს, რომ მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურა. ჩვენთვის გასაკვირი არ არის 45°გრადუსი, შარშან აგვისტოშიც დიდხანს იყო. ექსტრემალური ტემპერატურა საქართველოში ადრეც ყოფილა, 50 გრადუსზეც კი ავიდა ცოტა ხნით დასავლეთ საქართველოში. შესაძლებელია ამის შედეგად ძალიან ძლიერი იყოს სითბური ტალღები, რადგან ამას ემატება "ელ-ნინიოს" სიმძლავრე, თუმცა ჩვენ მაინც ამ მოქმედების განაპირას ვართ, ჩვენთან შეიძლება გააქტიურდეს წვიმები, ოღონდ ძალიან დიდი ინტენსივობით, შეიძლება ერთ დღეში სეზონის მთლიანი შემადგენლობა ნალექის სახით მოვიდეს. "ელ-ნინიოს" ახასიათებს არა მარტო მაღალი ტემპერატურა, არამედ ყველა საფრთხის ერთდროულად გააქტიურება.

სავარაუდოდ, აღმოსავლეთ საქართველოში შეიძლება დაიწყოს გვალვა, შესაძლებელია მეწყრული და ღვარცოფული მოვლენები უფრო დიდი სიმძლავრით. წყალდიდობა უკვე იყო გურიაში, სენაკში, კახეთში იყო სეტყვა და მოსალოდნელია განმეორდეს.

როგორც ამბობენ, ივლისის მეორე ნახევარში უფრო სტაბილურად იქნება მაღალი ტემპერატურა. ექსტრემალური ტემპერატურის პერიოდი გახანგრძლივებულია, ეს კი ზეწოლას ახდენს ინფრასტრუქტურაზე. ვგულისხმობ წყალმომარაგების, საკანალიზაციო სისტემებს, ასევე ელექტროენერგიით მომარაგებას. გამაგრილებლები თითქმის ყველას აქვს სახლში, რაც გამოიწვევს ელექტროენერგიის პიკურ ხარჯს. თუ მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა, ამას შეიძლება მოჰყვეს დენის გამორთვები, როგორც, მაგალითად, საფრანგეთში...

განაგრძეთ კითხვა

რატომ იწვევს სიკვდილს ცხელი ამინდები და როგორ მივხვდეთ, რომ სხეული საფრთხეშია: ადამიანი ვერ გრძნობს, რომ კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება