"პირველი ემოციები იყო – ვიტირე, გავგიჟდი... მერე მივიღე ეს რეალობა და ჩავჯექი ამ ეტლში..." - ქეთი წიქვაძე მშობიარობის შემდგომ განსაცდელზე - მშობლები

"პირველი ემოციები იყო – ვიტირე, გავგიჟდი... მერე მივიღე ეს რეალობა და ჩავჯექი ამ ეტლში..." - ქეთი წიქვაძე მშობიარობის შემდგომ განსაცდელზე

2026-07-07 00:02:01+04:00

ირინა ქიქოძის პოდკასტს მერე? მსახიობი ქეთი წიქვაძე სტუმრობდა და სხვა თემებთან ერთად, დედობაზე და არველაძეების რძლობაზეც ისაუბრა:

17-წლიანი ასაკობრივი სხვაობა პირველ და მესამე შვილს შორის

– გრძნობებში განსხვავება არ არის. სიყვარულში ნამდვილად ვერ განასხვავებ, რამდენი შვილიც არ უნდა გყავდეს, მაგრამ ალბათ ტვინში ხდება რაღაც გადალაგება. რაღაც მეტი დროის დათმობა გინდა ბავშვისთვის და გენანება, რომ რაღაცებში დაკარგო დრო. თორემ სიყვარულს ვერ განასხვავებ – ვერც ერთ შვილში, ვერანაირად.

ჩემს შემთხვევაში არ იყო რთული 22 წლის ასაკში დედობა, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი დამხმარე მყავდა. გარდა იმისა, რომ, დავუშვათ, ძიძა ჰყავდა ბავშვს, დედაჩემი, მეორე ბებია, დეიდები – აი, ძალიან ბევრი ადამიანი გვეხვია გარშემო და განსაკუთრებით დედაჩემი ცდილობდა, რომ მეტი თავისუფლება მოეცა ჩემთვის. ზუსტად ამიტომ დაუფიქრებლად გავაჩინე მეორე შვილიც მერე...

ახლა ვხვდები, რომ დედაჩემი ძალიან ახალგაზრდა იყო მაგ დროს, როცა ბებია გახდა და ალბათ ცოტა ახალგაზრდობა წავართვი მაგ მხრივ, მაგრამ მაინც კარგია...

733557757-18406215961156374-8232033561981009581-n-1783370825.jpg

ფეხის მოტეხვა პატარა რეზი არველაძის გაჩენის შემდეგ

...ძალიან აქტიური ორსული ვიყავი და სამშობიაროდან რომ გამოვედი, მეორე დღეს, არ ვიცი რატომ, ვიმაიმუნე, გამოვიჩინე საქმე და გავvარდი ქუჩაში. უცბად წავედი მაღაზიაში, ვიყიდე ისეთი პროდუქტი, რაც საერთოდ არ მჭირდებოდა. რაღაც უმიზეზოდ, მსუბუქად მინდოდა გავლა.

სადღაც ტვინში მაინც მეჩქარებოდა სახლში და ძალიან სწრაფად ავირბინე კიბეზე... ფეხი წამოვკარი, წავიქეცი და უცბად ისეთი, საოცარი, გაუსაძლისი ტკივილი ვიგრძენი. მივხვდი, რომ ავდგებოდი და ფეხს ვეღარ დავადგამდი..სახლში რომ ავედი და მივხვდი, ეს ტკივილი რაღაც არანორმალური იყო... უბრალოდ, მე ტკივილს ვუძლებ, არ ვკივი და ისტეიკაში არ ვვარდები... ნიკასაც იმდენად არ უნდოდა დაეჯერებინა, რომ მადებდა ყინულებს და მეუბნებოდა: „გამორიცხულია, მოტეხილი იყოს, ასე ვერ იჯდებიო“.

ვეუბნები: „მართლა ვერ ვზივარ და 1000%-ით ვიცი, რომ რაღაც არაადეკვატური დაზიანება მაქვს მიღებული. რაღაც არ არის სწორი“.

წავედით საავადმყოფოში და აღმოჩნდა, რომ უბრალოდ მოტეხილი კი არა, სამ ადგილას მქონდა მოტეხილი და საოპერაციო ვიყავი.

ოპერაციაც ვერ გამიკეთეს მაშინვე. მითხრეს: „ახლა ვერ გაგიკეთებთ ოპერაციას, იმიტომ რომ ახალი ნამშობიარები ხარ. ეს ყველაფერი უნდა ჩაცხრეს და 10 დღე უნდა გავიდესო“.

აი, მაშინ ტვინში რაღაც გადამიტრიალდა. მივხვდი, რომ ახლა უნდა მოვძლიერებულიყავი. ტკივილზე საერთოდ აღარ ვფიქრობდი. უფრო თვითონ ფაქტი მტკიოდა – ეს რა დამემართა...

პირველი ემოციები იყო – ვიტირე, გავგიჟდი, მაგრამ მერე სახლში მივედი და აბსოლუტურად მივიღე ეს რეალობა. მოცემულობა იყო ეს და მორჩა.

მოვითხოვე ეტლი, ჩავჯექი ამ ეტლში, წინ დავიყენე ბავშვის ეტლი და... რა ძალა მაკეთებინებდა ყველაფერს, ვერ გეტყვი. იმდენი ადამიანი მეხვია გარშემო – „დაგეხმარებით, ამას ვიზამთ, იმას ვიზამთ“, მაგრამ რაღაც მქონდა აკვიატებული, რომ არ მჭირდება. ღამე არ ვიტოვებდი არავის. თან ბავშვიც პატარა იყო და თვითონაც მიწყობდა ხელს – მშვიდი ბავშვია...მოკლედ, ასე გავატარე ორი თვე – ფეხი გაშლილი, ეტლში.

...ახლა კარგად მაქვს. ოპერაცია 10 დღეში გავიკეთე, მაგრამ მერე ხომ რეაბილიტაციასაც დრო სჭირდება.

მე იმაში მიმართლებს, რომ არასდროს მქონია მშობიარობის შემდგომი დეპრესია. სამივეჯერ, როგორც კი ვაჩენ, ვხდები ძალიან ლაღი და ბედნიერი. ყველანაირი სანერვიულო ჩავიარე და მერე მგონია, რომ ახლა იწყება ბედნიერება. ამიტომ ბედნიერად გადავიტანე ყველაფერი, შევირგე ჩემი შვილის დაბადება და ჩემი მდგომარეობისთვის არანაირი გართულება არ მომიყოლებია.

ნიკა - მამა და არველაძეების ოჯახი

ნიკა ძალიან კარგი მამაა. მით უმეტეს, როცა ფეხის ამბავი იყო, ჩემთან ერთად ღამე იღვიძებდა, ყველაფერში მეხმარებოდა. მოკლედ, კარგი მამაა ნიკა. ალბათ გადაგიჟებულია ამ პატარა ბავშვზე.

ჩვენი ურთიერთობის მთავარი საფუძველი კი ალბათ 100%-იანი ნდობა ერთმანეთის მიმართ. ეს არის, ჩემი აზრით, ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანი...

ketis2-1752351902.jpg

არველაძეების ოჯახს მანამდეც ვიცნობდი და ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. მაგრამ ახლა, რაც უფრო დავახლოვდით და დავნათესავდით, ამ ადამიანებით გაოგნებული ვარ. მართლა ყველაზე საყვარლები არიან დედამიწაზე.

731525224-18406215973156374-2498820265430302949-n-1783370825.jpg

735088574-18406661302156374-7412224219623293522-n-1783370826..jpg

ჩემთვის რეზიკო არის ყოვლისშემძლე... რეზიკოზე დგას ყველაფერი... ორივე გაგიჟებული ვართ შვილიშვილებზე... მე ვგრძნობ, რომ რაც თვითონ გაუჩნდათ შვილები, ჩვენს შვილებს უფრო შევუყვარდით... - თეონა თავართქილაძის გულახდილი ინტერვიუ
არველაძეების რძლის, მსახიობ ქეთი წიქვაძის პირველი დაბადების დღე მესამე შვილის გაჩენის შემდეგ (ვიდეო)