მილიონერმა და მსოფლიოში ყველაზე ცნობილმა ბიოჰაკერმა, ბრაიან ჯონსონმა, რომელიც ცნობილი გახდა ახალგაზრდობისთვის ბრძოლის "ექსტრემალური" მეთოდებით (მაგალითად, საკუთარი შვილის სისხლს ისხამდა წლობით), თქვა, რომ ის სასიკვდილოდ არის დაავადებული. 48 წლის ბლოგერის თქმით, მას აუტოიმუნური დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, რომლის გამოც მისი კუჭი საკუთარ თავს „ჭამს“.

სოციალურ ქსელებში ჯონსონმა განაცხადა, რომ ბიოფსიის დროს აუტოიმუნური გასტრიტის (AIG) დიაგნოზი დაუსვეს. ამ იშვიათი პათოლოგიის დროს ადამიანის იმუნური სისტემა შეცდომით უტევს კუჭის ლორწოვანი გარსის უჯრედებს. მისი თქმით, დაავადება დიდი ხნის განმავლობაში იმალებოდა, ფარისებრი ჯირკვლის (ჰიპოთირეოზი, დიაგნოზი 2021 წელს) და ქრონიკული რკინის დეფიციტით იყო შენიღბული. თავად თვლის, რომ გამომწვევი იყო ბავშვობის და ახალგაზრდობის კვების ჩვევები (ფასტფუდი, სოდა, ბევრი შაქარი), ასევე მძიმე ხანგრძლივი დეპრესია და სტრესი ბიზნესის აგების პერიოდში.
”მაგრამ არის კარგი ამბავი: მე ვაპირებ ბრძოლას”, - წერს ბიზნესმენი.
ბმედია ჯონსონს უწოდებს „მსოფლიოში ბიოჰეკინგის მთავარ სახეს და „ვირუსულ სენსაციას“. ის ყოველწლიურად 2 მილიონ დოლარს ხარჯავდა გაახალგაზრდავებაზე და გადიოდა ათასობით გამოკვლევას.


2026 წლის მაისში ჯონსონმა გამოაცხადა, რომ ინვესტიციას ახორციელებდა მისი 30 წლის შეყვარებული ქეითის გაახალგაზრდავებაში და ეს მის შეყვარებულს „მსოფლიოში ყველაზე გამოკვლეულ მეორე ადამიანად“ აქცევდა, თავად მის შემდეგ. ამის შემდეგ სოციალურ ქსელებში შედეგებით დაიკვეხნა: მისი ბიოლოგიური კანის ასაკი 21 წელია... თუმცა ახლა საკუთარ დაავადებაზე ალაპარაკდა და საგონებელში ჩააგდო მიმდევრები.