ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი ქორწილში სტუმრებისთვის საჩუქრების დარიგების გამო გააკრიტიკეს. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
მომღერალმა და მისმა რჩეულმა სტუმრებისთვის ძვირადღირებული საჩუქრები მოამზადეს. მათ შორის იყო Chanel-ის ჩანთები, Cartier-ის საათები და 1970 წლის Chevrolet Chevelle-ის მარკის ავტომობილიც კი. პრიზების მოგება თამაშებში მონაწილეობითა და სპეციალური ბილეთების მიღებით იყო შესაძლებელი. თუმცა, წყვილის ეს გადაწყვეტილება ინტერნეტში არ მოიწონეს.
პლატფორმა X-ზე წერენ, რომ ამის ნაცვლად მათ მსოფლიოში უამრავი უსახლკაროს გამოკვება შეეძლოთ. ზოგიერთი მომხმარებელი აღნიშნავს, რომ მათ ნაცვლად რცხვენია. წერენ იმასაც, რომ მომღერალი სკოლის ასაკში ჩარჩა, ხოლო მდიდრების საქორწილო კულტურა უბრალო პერფორმანსია.

Daily Mail-ის სტატიის კომენტარებში ახალდაქორწინებულებს ზედმეტი მფლანგველობისა და ფუფუნების დემონსტრირებისთვისაც აკრიტიკებენ. ხალხი წერს, რომ ეს სპექტაკლია და არა ქორწილი. მას უგემოვნობას უწოდებენ და კითხულობენ, ეს რაღაც გათამაშება ხომ არ არის, რადგან ქორწილისთვის ზედმეტად ვულგარულია.
"ამის ნაცვლად, მათ მსოფლიოში უამრავი უსახლკაროს გამოკვება შეეძლოთ", "მათ ნაცვლად მრცხვენია", "მონაწილეებისთვის ეს გასართობია, თუმცა ისინი ისედაც უსინდისოდ მდიდრები არიან", "ის სკოლის ასაკში ჩარჩა", "მდიდრების საქორწილო კულტურა უბრალო პერფორმანსია", "ეს სპექტაკლია და არა ქორწილი", "ეს რაღაც გათამაშებაა? ქორწილისთვის ზედმეტად ვულგარულია", - წერდნენ კომენტარებში.
გამოჩნდნენ წყვილის დამცველებიც. მათი თქმით, ეს მომღერლის ფულია და მისივე წვეულებაა. შესაბამისად, თანხას როგორც უნდა, ისე გამოიყენებს.

"ღმერთო ჩემო, ეს მათი ქორწილია და როგორც სურდათ, ისე გადაიხადეს", "ცოტა უცნაურია, მაგრამ ეს მათი დღე და მათი არჩევანია", "ხალხი ზედმეტად ღელავს იმაზე, თუ რას უშვრებიან მდიდრები თავიანთ ფულს", - წერდნენ სოციალური ქსელების მომხმარებლები.
შეგახსენებთ, რომ 36 წლის მომღერალი ტეილორ სვიფტი ამერიკელ ფეხბურთელზე, 36 წლის ტრევის კელსიზე ახლახან დაქორწინდა. საუკუნის ქორწილად წოდებულ ზეიმზე უამრავი სტუმარი მიიწვიეს. მათ შორის იყვნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიცაა ბრედ პიტი და ინეს დე რამონი, ჯენიფერ ლოპესი, სელენა გომესი და ბენი ბლანკო, ჯიჯი ჰადიდი, ჯესიკა ალბა და კარლი კლოსი. ცერემონია დახურული და მკაცრად გასაიდუმლოებული იყო, თუმცა, გარკვეული დეტალები მედიაში მაინც გავრცელდა.
როგორც ცნობილია, ქორწილი მედისონ-სკვერ-გარდენის დახურულ საკალათბურთო არენაზე შედგა და მას 2000-მდე სტუმარი დაესწრო. ვარსკვლავმა შთაგონების წყაროდ არტისტმა ელისაბედ ტეილორის 1950 წლის საქორწილო სამოსი აირჩია ფილმიდან "პატარძლის მამა". წინაწარი ინფორმაციით, წყვილმა ქორწილისთვის 20 მილიონი დოლარი დახარჯა.
ტეილორ სვიფტი აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომღერალია. მისი ქონება 2 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. მან სპორტსმენი ტრევის კელსი 2023 წელს გაიცნო, გასულ ზაფხულს კი წყვილი დაინიშნა.