2000 სტუმარი, 20 მილიონი დოლარის საქორწინო ხარჯი და არანაირი პაპარაცი: ყველაფერი ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ქორწილის შესახებ - მშობლები

2000 სტუმარი, 20 მილიონი დოლარის საქორწინო ხარჯი და არანაირი პაპარაცი: ყველაფერი ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის საიდუმლო ქორწილის შესახებ

2026-07-03 10:44:08+04:00

ტეილორ სვიფტი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალია. თუმცა, მისი ქორწილი გასაიდუმლოებული იქნება. მომღერლისთვის ეს ამაღელვებელი დღეა და მისი იდეალურად ჩატარება სურს.

ზუსტად ერთი თვის განმავლობაში ამ ზაფხულის მთავარი ვარსკვლავური პატარძლის ტიტულს დუა ლიპა ატარებდა. 31 მაისს ის თავის საყვარელ მამაკაცზე, კალუმ ტერნერზე დაქორწინდა. წყვილმა ხელი ლონდონში მოაწერა. ერთი კვირის შემდეგ კი პალერმოში მდიდრული ქორწილი გადაიხადეს. დღესასწაული სამ დღეს გრძელდებოდა და მას თითქმის 300 ადამიანი დაესწრო. საზეიმო ღონისძიებებისთვის ახალდაქორწინებულებმა ვილა ვალგუარნერა იქირავეს. ამ ადგილს "პატარა ვერსალის" სახელით იცნობენ და მას ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. ახლა ვილა "ბეჭდების მბრძანებლის" იტალიელ მთარგმნელს - პრინცესასა და მწერალ ვიტორია ალიატე დი ვილაფრანკას ეკუთვნის. თუმცა, წარსულში ის იტალიური მაფიის თავშესაფარს წარმოადგენდა. გასულ საუკუნეში სასახლის მდგომარეობას არავინ აქცევდა ყურადღებას. 2020 წელს კი მეცენატებმა ის ნანგრევებიდან აღადგინეს.

dua-lipa-1783061317.jpg

ქორწილის შემდეგ დუა ლიპა და კალუმ ტერნერი თაფლობის თვეში გაემგზავრნენ. მათ იტალიაში რომანტიკული არდადეგები მოიწყვეს. მეუღლეები თითქმის მთელ დროს ზღვის სანაპიროზე ატარებდნენ, ირუჯებოდნენ და, რა თქმა უნდა, კითხულობდნენ. თავის დროზე მათ საერთო ნაცნობების წვეულებაზე საუბარი მხოლოდ იმიტომ დაიწყეს, რომ ორივე ლიტერატურის ფანია. იქვე ისინი პაემანზე წასვლაზეც შეთანხმდნენ. ახლა წყვილის თაფლობის თვე დასრულდა. დუა და კალუმი ყოველდღიურ საქმეებს დაუბრუნდნენ, საქორწილო ესტაფეტა კი ტეილორ სვიფტმა გადაიბარა. როგორც საკუთარი ქვეყნის ნამდვილმა პატრიოტმა, მან ქორწილის გადახდა დამოუკიდებლობის დღეს, 4 ივლისს გადაწყვიტა. თუმცა, პირველი საზეიმო ღონისძიებები ცოტა უფრო ადრე დაიწყება.

ხელის თხოვნა

teilor-svipti-2-1783061337.jpg

ტეილორ სვიფტის საქმრო ამერიკული ფეხბურთის ცნობილი მოთამაშე ტრევის კელსია. მას ტეილორის სიმღერები ჯერ კიდევ იმ დროიდან შეუყვარდა, როდესაც მომღერალი ქანთრი-პრინცესა იყო. 2023 წელს ის კანზას-სიტიში მომღერლის კონცერტს დაესწრო. სვიფტის ფანებში მეგობრობის სამაჯურების გაცვლაა მიღებული, ამიტომ სპორტსმენმა გეგმა მოიფიქრა. მან სამაჯურზე საკუთარი ტელეფონის ნომერი დაწერა. გამოსვლის დროს ბრბოს ეს სამაჯური ტეილორამდე უნდა მიეტანა. ეს შეიძლება ძალიან რომანტიკული ყოფილიყო, თუმცა სამაჯური საბოლოოდ სწორედ ამ ბრბოში დაიკარგა. ამ შემთხვევის შესახებ ტრევისმა რამდენიმე თვის შემდეგ ინტერვიუში ილაპარაკა. ვიდეო ვირუსულად გავრცელდა და ტეილორმა ფეხბურთელს ყურადღება მაინც მიაქცია.

teilor-svipti-3-1783061358.jpg

როდესაც 2023 წლის სექტემბერში არტისტი Chiefs-ის თამაშზე გამოჩნდა, სადაც ტრევის კელსი თამაშობს, ყველამ გაიგო - ცნობილ ადამიანებს შორის ქარიშხლიანი რომანი დაიწყო. ტეილორი არ მალავდა, რომ წარსულში ქორწინებისკენ განსაკუთრებით არ მიისწრაფოდა და პარტნიორებს ხშირად იცვლიდა. თუმცა, ახლა მას ძალიან სერიოზული განზრახვები აქვს. 2025 წლის დასაწყისში მომღერალმა მამასთან ხუმრბით დაიჩივლა კიდეც, რომ ტრევისი ხელის თხოვნას თითქოს არ აპირებდა. მამამ მომავალ სიძეს სწრაფად მიანიშნა, რომ დროის გაწელვა არ ღირდა. სპორტსმენმა საყვარელი ქალისთვის 9-კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი მაშინვე შეუკვეთა, 2025 წლის აგვისტოში კი მას ხელი სთხოვა. წყვილის ნიშნობის ფოტოებმა სოციალური ქსელები ააფეთქა - ამდენი ლაიქი ასე სწრაფად ჯერ არავის და არასდროს მოუგროვებია.

teilor-svipti-7-1783061375.jpg

teilor-svipti-11-1783061388.jpg

ქორწინების ადგილი

ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ქორწილის დეტალები ძალიან დიდხანს მკაცრ საიდუმლოდ ინახებოდა. ცერემონიის ზოგიერთი წვრილმანი მხოლოდ ახლახან გახდა ცნობილი. მთავარი დღესასწაული საკურთხეველთან მისვლითა და მარადიული ერთგულების ფიცით 4 ივლისს გაიმართება. 2 ივლისს, საღამოს კი წყვილის სტუმრები მისასალმებელ წვეულებაზე შეიკრიბნენ. მრავალდღიანი წვეულება მანჰეტენის ცენტრში მდებარე მოედანზე მოეწყობა. წყვილის სტუმრებმა გარშემო არსებული ყველა სასტუმრო უკვე დაჯავშნეს. ქორწილში 2 ათასი სტუმარი იქნება. ტეილორის მთავარი მოთხოვნაა, რომ ამ ამაღელვებელ დღეს მას ხელი პაპარაცებმა არ შეუშალონ. ამიტომ სტუმრებს ლოკაციაზე დაბურულმინებიანი ავტობუსები მიიყვანენ, ტერიტორიის მთელ პერიმეტრზე კი დაცვა იქნება. თითოეულ პირად მცველს წყვილი ძალიან სოლიდურ ჰონორარს გადაუხდის.

teilor-svipti-4-1783061409.jpg

ქორწილის ადგილი მედისონ-სკვერ-გარდენის დახურული საკალათბურთო არენაა. მისი ერთ-ერთი პლუსი ის არის, რომ მას ფანჯრები არ აქვს. პაპარაცები დღესასწაულის ქუჩიდან გადაღებას ნამდვილად ვერ შეძლებენ. არენაზე სამონტაჟო სამუშაოები უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. ხმების მიხედვით, იქ ნამდვილ ციხესიმაგრეს აშენებენ.

კაბა

teilor-svipti-9-1783061448.jpg

teilor-svipti-10-1783061463.jpg

ტეილორ სვიფტი მოდის აიქონად არასდროს ითვლებოდა. თუმცა, საქორწილო კაბის შერჩევას ის განსაკუთრებული სერიოზულობით მიუდგა. კონკრეტულად რომელი დიზაინერი შეკერავს მის მთავარ საქორწილო კაბას, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, დიდი ალბათობით, ეს რომელიმე ამერიკელი იქნება. შთაგონების წყაროდ არტისტმა ელისაბედ ტეილორის 1950 წლის საქორწილო სამოსი აირჩია ფილმიდან "პატარძლის მამა". ეს მრავალშრიანი ატლასისა და მაქმანებისგან შემდგარი კაბა მოკრძალებული და ელეგანტურია. მსგავსი კაბით თავად ელისაბედ ტეილორი კონრად ჰილტონ-უმცროსზე დაქორწინდა.

სტუმრები

როგორც მედიაში იწერება, 2 ივლისს ტეილორმა და ტრევისმა წვეულება ყველა სტუმრისთვის მოაწყვეს. 3 ივლისს ისინი ერთად მხოლოდ ნათესავებსა და ყველაზე ახლო მეგობრებს შეკრებენ, 4 ივლისს კი კიდევ ერთი წვეულება გაიმართება. ჯამში ამ სამი დღის განმავლობაში წყვილს დაახლოებით 2 ათასი სტუმარი ეწვევა. ზოგიერთი მათგანის ვინაობა უკვე ცნობილია. მოწვეულთა შორის არიან ედ შირანი მეუღლესთან, ჩერი სიბორნთან ერთად, ჯიჯი ჰადიდი და სელენა გომესი, სიუკი უოტერჰაუსი, როკ-ჯგუფ Haim-ის წევრები - დები ჰაიმები, ჰარი სტაილსი თავის ახალ შეყვარებულთან, ზოი კრავიცთან ერთად. სტაილსი, სხვათა შორის, ტეილორის ერთ-ერთი ყოფილი საყვარელი მამაკაცია, თუმცა ისინი დღემდე მეგობრობენ.

teilor-svipti-13-1783061578.jpg

ცერემონიაზე ბლეიკ ლაივლისა და რაიან რეინოლდსის დასწრება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ბლეიკი და ტეილორი დიდხანს მეგობრობდნენ. თუმცა, მომღერალს არ მოეწონა, რომ ის მსახიობისა და რეჟისორ ჯასტინ ბალდონის სასამართლო დავაში აღმოჩნდა. კელსის მხრიდან სტუმრებს შორის იქნებიან "კანზას-სიტი ჩიფსის" მწვრთნელი ენდი რიდი, მისი თანაგუნდელები და სხვა არასაჯარო მეგობრები. არტისტებიდან ქორწილში სტივი ნიქსი და ტიმ მაკგროუ იმღერებენ.

ბიუჯეტი

teilor-svipti-8-1783061594.jpg

საქორწილო მოწვევაში ეწერა, რომ ტრევის კელსიმ და ტეილორ სვიფტმა სტუმრებს ძვირადღირებული საჩუქრების გაკეთება აუკრძალეს. რა თქმა უნდა, სამახსოვრო წვრილმანებს ისინი მიიღებენ. თუმცა, ინსაიდერები იტყობინებიან, რომ მომღერალი და სპორტსმენი მეგობრებს ნებისმიერი თანხის საქველმოქმედო ფონდებში გადარიცხვას სთხოვენ. წინასწარი მონაცემებით, ახალდაქორწინებულებმა დღესასწაულზე უკვე 20 მილიონი დოლარი დახარჯეს და ეს ჯერ კიდევ არ არის საბოლოო თანხა. შედარებისთვის, ჯეფ ბეზოსმა და ლორენ სანჩესმა 2025 წელს საკუთარ ქორწილში დაახლოებით 50 მილიონი დოლარი დახარჯეს.

ტეილორ სვიფტის შემთხვევაში ხარჯების მთავარი ნაწილი დეკორაციებმა და დაცვამ შეადგინა. საკუთარ იმიჯზე არტისტმა დაახლოებით 1 მილიონი დოლარი დახარჯა. ამ ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ქორწილის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება. ამასობაში საკუთარი დღესასწაულისთვის ნელ-ნელა ჯორჯინა როდრიგესიც ემზადება. ის ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებას ელოდება. ამის შემდეგ ის და კრიშტიანუ რონალდუც ოფიციალურად გახდებიან ცოლ-ქმარი.

წლის ყველაზე ზღაპრული ქორწილი - ჩინელი მოდელის გამო, მონ-სენ-მიშელის ციხესიმაგრე 1000 წლის განმავლობაში პირველად გახსნეს
მეფე ჩარლზის დისშვილმა ექთანზე იქორწინა - სამეფო ოჯახის ახალი კონკია და ფოტოები წლის ყველაზე ლამაზი ქორწილიდან
600-კაციანი მდიდრული ინგუშური ქორწილი, რომელზეც ფილიპ კირკოროვმა და გრიგორი ლეპსმა იმღერეს - 20 წლის პატარძალმა ყველა მონუსხა