ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინგუშური ქორწილი, რომელსაც 600 სტუმარი და არაერთი ცნობილი სახე დაესწრო - მშობლები

600-კაციანი მდიდრული ინგუშური ქორწილი, რომელზეც ფილიპ კირკოროვმა და გრიგორი ლეპსმა იმღერეს - 20 წლის პატარძალმა ყველა მონუსხა

2026-06-10 10:33:21+04:00

რისეილ-პლატფორმა Oskelly-ს 35 წლის თანადამფუძნებელმა, ალბერტ ოსკანოვმა, სახელმწიფო დუმის დეპუტატის, ბექხან ბარახოევის 20 წლის ქალიშვილზე, ზულა ბარახოევაზე იქორწინა.

korcili-20-1780987512.jpg

საქორწილო ზეიმი მოსკოვში, "Marriott Imperial Plaza"-ში გაიმართა. ტრადიციისამებრ, მეფე-დედოფალი დღესასწაულს სხვადასხვა დარბაზში აღნიშნავდა. სტუმართა რაოდენობა დაახლოებით 600 ადამიანს შეადგენდა, რომელთა შორის რუსეთის უმდიდრესი ქალი, "Wildberries"-ის დამფუძნებელი, ტატიანა კიმიც იმყოფებოდა. მან ინგუშური ცეკვაც შეასრულა.

ქორწილში ფილიპ კირკოროვმა, გრიგორი ლეპსმა, პოლინა გაგარინამ, ემინ აღალაროვმა, ელმანმა, ელინა დაგაევამ და სხვა ვარსკვლავებმა იმღერეს.

korcili-49-1780987528.jpg

korcili-8-1780987548.jpg

korcili-10-1780987566.jpg

korcili-14-1780987587.png

ალბერტ ოსკანოვი ლუქს კლასის ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მეორად გაყიდვებზე (რისეილზე) სპეციალიზებული პლატფორმის, Oskelly-ს თანამფლობელია. ოსკანოვმა კომპანია 2016 წელს, საკუთარ დასთან, ზაირა კელიგოვასთან ერთად დააფუძნა. ამჟამად Oskelly ახლო აღმოსავლეთის ბაზარზე აქტიურად ფართოვდება.

korcili-13-1780987607.png

korcili-5-1780987628.jpg

პატარძლის მამა, ბექხან ბარახოევი სახელმწიფო დუმის დეპუტატად პარტია ერთიანი რუსეთიდან 2021 წელს აირჩიეს. მანამდე მას "Russ Outdoor"-ის შვილობილი კომპანიის, "Вера-Олимп"-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა, ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, გაერთიანებულ კომპანია "РВБ"-ს ეკუთვნის, რომელიც "Russ"-ისა და "Wildberries"-ის შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა. აღსანიშნავია, რომ წყვილის ოჯახი ინგუშეთიდანაა და ქორწილი ტრადიციების ყველა დაცვით გაიმართა.

მეფე ჩარლზის დისშვილმა ექთანზე იქორწინა - სამეფო ოჯახის ახალი კონკია და ფოტოები წლის ყველაზე ლამაზი ქორწილიდან
ქართველი ბიზნესმენის მდიდრულმა ქორწილმა სანქტ-პეტერბურგის ფილარმონიაში ადგილობრივები აღაშფოთა - წამყვანი ივან ურგანტი, ცნობილი სახეები სტუმრად და სხვა დეტალები გახმაურებული ქორწილიდან
რუსი მილიარდერის ქალიშვილმა საქართველოში იქორწინა - მდიდრული წვეულება, მილიარდერი სტუმრები და სეირნობა კერძო თვითმფრინავით