ტორტში თავის ჩაყოფის უაზრო "ხუმრობა", რომელიც სავალალო შედეგებით სრულდება - დასახიჩრებული ადამიანები სხვებს აფრთხილებენ - მშობლები

ტორტში თავის ჩაყოფის უაზრო "ხუმრობა", რომელიც სავალალო შედეგებით სრულდება - დასახიჩრებული ადამიანები სხვებს აფრთხილებენ

2026-07-09 13:01:47+04:00

ნუ ჩაუმწარებთ საყვარელ ადამიანებს ყველაზე მნიშვნელოვან დღეს

არავინ იცის, ვინ დაიწყო პირველმა ეს "ხუმრობა" და ჩათვალა, რომ ეს სასაცილოა, თუმცა ფაქტია, მოედო მსოფლიოს და წლებია, დაბადების დღეზე იუბილარისთვის ტორტში თავის ჩაყოფინება სახალისო და ლამის აუცილებელ ჟესტად ითვლება.

  • თუ თქვენც ფიქრობთ, რომ ეს სახალისოა, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია!

ასეთი ხუმრობები ბევრ საფრთხეს შეიცავს, რაზეც არ დაფიქრებულხართ და რამდენჯერმე მართლაც სავალალო შედეგამდეც მივიდა. რამდენიმე რეალურად დადასტურებული შემთხვევა არსებობს, როდესაც დაბადების დღის "ხუმრობა" სერიოზული ტრავმით დასრულდა:

2020 წელს ახალგაზრდა ქალი მძიმედ დაშავდა, რადგან მრავალსართულიან ტორტში დამალული ხის საყრდენი თვალის არეში მოხვდა, როდესაც სახე ტორტში ჩააყოფინეს. მას ოპერაცია დასჭირდა.

2023 წელს კოსტა-რიკაში კიდევ ერთი 25 წლის ქალი საავადმყოფოში მოხვდა იმავე მიზეზით — მეგობრებმა ტორტში ჩააყოფინეს თავი და ტორტის შიდა ხის ღერი თვალში შეერჭო.

images-1783589382.jpgthumb-5f74a6d38d66d3068a49ff35-5f74a6d38d66d3068a49ff36-10s-1-2-4-1783589382.webp

convirtiendose-en-una-experiencia-aterradora-1783589419.jpg

ამ შემთხვევების შემდეგ ოფთალმოლოგებმა და კონდიტერებმა არაერთხელ გააფრთხილეს საზოგადოება, რომ მრავალსართულიან ან დეკორატიულ ტორტებში ხშირად გამოიყენება:

ხის ან პლასტმასის საყრდენები; ცენტრალური ღერები, რომლებიც გარედან არ ჩანს.

ამიტომ ადამიანის სახის ძალით ტორტში ჩაყოფა ნამდვილად შეიძლება იყოს საშიში და გამოიწვიოს თვალის, სახის, კბილების ან სასუნთქი გზების დაზიანება.

ასეთი "ხუმრობა" მხოლოდ თვალის დაზიანების რისკს არ უკავშირდება. თუ ადამიანი ძალით ჩააყოფინეს ტორტში, შესაძლებელია სხვა სერიოზული დაზიანებებიც:

  • სასუნთქ გზებში ტორტის ან კრემის მოხვედრა – განსაკუთრებით, თუ ადამიანი ამ დროს იცინის, ყვირის ან მოულოდნელად შეაშინეს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ხველის ძლიერი შეტევა, დახრჩობის ეპიზოდი ან საკვების ასპირაცია (საკვების ფილტვებში მოხვედრა).
  • ცხვირის ტრავმა – ძლიერი ბიძგისას შეიძლება დაზიანდეს ცხვირი, დაიწყოს სისხლდენა ან იშვიათად, მოხდეს მოტეხილობაც.
  • კბილებისა და ტუჩების დაზიანება – თუ სახე მაგიდას, ლანგარს ან ტორტის მყარ დეკორაციას დაეჯახა.
  • თვალის დაზიანება – განსაკუთრებით მაშინ, როცა ტორტში დამალულია ხის ან პლასტმასის საყრდენები ან სხვა დეკორატიული ელემენტები.
  • კისრის დაზიანება – მოულოდნელი და ძლიერი ბიძგის დროს, განსაკუთრებით თუ ადამიანი არ ელოდება.

რაც შეეხება ტორტის ცხვირში მოხვედრას, ჩვეულებრივ, კრემის მცირე რაოდენობა ჯანმრთელ ადამიანში მძიმე შედეგს არ იწვევს, მაგრამ:

შეიძლება გამოიწვიოს ხველა, ქოშინი და სუნთქვის გაძნელება; თუ საკვები ან კრემი სასუნთქ გზებში გადავიდა, არსებობს ასპირაციის რისკი, რაც ზოგ შემთხვევაში შეიძლება ფილტვების ანთებითაც კი გართულდეს; განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ბავშვებში, ხანდაზმულებში და ადამიანებში, რომლებსაც ყლაპვის ან ნევროლოგიური პრობლემები აქვთ.

d95e173e-bc65-4428-8e1c-a9a399708386-1783589381.png

სწორედ ამიტომ ექიმები ამბობენ, რომ პრობლემა მხოლოდ "სახის დასვრაში" არ არის — მოულოდნელი, ძალადობრივი ბიძგი ქმნის ტრავმის რეალურ რისკს, ხოლო ტორტებში ხშირად არსებული უხილავი საყრდენები ამ საფრთხეს კიდევ უფრო ზრდის.

ასე რომ, დროა უარი თქვათ ამ უაზრო ტრადიციაზე.

17 წლის გოგონა საიდუმლო თაყვანისმცემლის მიერ გაგზავნილ მოწამლულ ტორტს ემსხვერპლა... - მკვლელობისთვის დაპატიმრებულმა მისმა თანატოლმა გამაოგნებელი ჩვენება მისცა
ტორტის ფული არ ჰქონდათ და კარაქიანი პურები დააწყვეს ქორწილში - ვინ არის წყვილი, რომლის ჟესტმა სოციალური ქსელი აალაპარაკა
რატომ არის სახიფათო ყუნწიანი მარწყვი ტორტზე - მაია ბუწაშვილის გაფრთხილება