მარიამ შარმანაშვილის მხიარული დაბადების დღე მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად (ვიდეო) - მშობლები

მარიამ შარმანაშვილის მხიარული დაბადების დღე მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად (ვიდეო)

2026-07-09 14:52:25+04:00

მარიამ შარმანაშვილი დაბადების დღის წვეულების კადრებს აქვეყნებს. ვიდეოზე ჩანს, რომ ის ამ დღეს მეუღლესთან - მაესტრო კარლო პონტისთან და მეგობრებთან ერთად აღნიშნავს.

ცოტა ხნის წინ ინფლუენსერმა და ზუმბას სპეციალისტმა მარიამ შარმანაშვილმა სოციალურ ქსელში გამომწერების შეკითხვებს უპასუხა, თუ როგორია მისი ურთიერთობა მაესტრო კარლო პონტისთან, სად გეგმავს სამომავლოდ ცხოვრებას და რამდენად კარგია წყვილისთვის პერიოდული დისტანცია.

მარიამის თქმით, ამ ეტაპზე კერძო სახლში, სიმწვანეში ქირით ამჯობინეს ცხოვრება, რადგან გაფართოება სჭირდებოდათ, მის ვაჟ დემეს - საკუთარი სივრცე და რაკი შესაფერისი სახლი შესაძენად ვერ იპოვეს ამ ეტაპზე, ქირით დასახლდნენ. თუმცა სახლის ყიდვა კვლავ გეგმაში აქვს წყვილს და ეძებენ ვარიანტს, რომელიც უფრო მოეწონებათ.

- ძალიან ხშირად ჩამოდის კარლო, უბრალოდ, ხანდახან კონცერტები აქვს, რეპეტიციები და უწევს სხვადასხვა ქვეყანაში ჩასვლა. ბევრს უკვირს, როგორ შეგვიძლია ამ ფორმატით ურთიერთობა. მაგრამ ჩვენ შეჩვეული ვართ. ზოგჯერ იმდენად ხშირად ვნახულობთ ერთმანეთს, მონატრებასაც ვერ ვასწრებთ. ზოგჯერ მეტი ხნით გვიიწევს უერთმანეთოდ ყოფნა. მაგრამ ურთიერთობის სიჯანსაღისთვის, ჩემი აზრით, თუნდაც ერთად მცხოვრები წყვილებისთვის, მნიშვნელოვანია ხანდახან ცალკე წავიდნენ სამოგზაუროდ, ცალკე გაერთონ მეგობრებთან. ამაში არაფერია უცნაური.

გარდა ამისა, მარიამი ამბობს, რომ მას და კარლოს არ უჭირთ გრძნობების გამოხატვა და ამის დამსახურებაა, რომ გაცნობიდან 5 წლის შემდეგაც მათი ურთიერთობა ახალი შეყვარებულების ურთიერთობას ჰგავს.

- ჩვენც ვკამათობთ, ჩვენც გვაქვს გამოწვევები, როგორც ყველას, მაგრამ ის სხივი, რაც ახლავს ახალ ურთიერთობას, რაღაცნაირად შევინარჩუნეთ. და ესეც, ვფიქრობ, გამოხატვის უნარის დიდი დამსახურებაა.

მარიამის თქმით, მას და კარლოს ჯანსაღი ურთიერთობა აქვთ, აკრძალვების და ულტიმატუმების გარეშე და ერთმანეთის აზრს ითვალისწინებენ. ისიც აღნიშნა, რომ იტალიურის სწავლას ცდილობს და ახლაც, რადგან ხშირად არის იმ ადამიანების გარემოცვაში, ვინც იტალიურად საუბრობს, ბევრი რამ ესმის და ხვდება ხოლმე, რა თემაზეა საუბარი.

მარიამი ამბობს, რომ მომავალში ვერ წარმოუდგენია უცხო ქვეყანაში ცხოვრება, ახლობლების და მეგობრების გარეშე. ამიტომ მომავალსაც საქართველოში ხედავს.

ბევრს უკვირს, როგორ შეგვიძლია ამ ფორმატით ურთიერთობა, მაგრამ ისევ ისე ვართ, როგორც ახალი შეყვარებულები... - მარიამ შარმანაშვილი კარლო პონტისთან ურთიერთობაზე, იტალიურის სწავლაზე და უცხოეთში ცხოვრებაზე
მე და კარლოს გაცნობის დღიდან 5 წელი შეგვისრულდა და ამის აღსანიშნავად ვიყავით სამოგზაუროდ... - მარიამ შარმანაშვილი და კარლო პონტი მალდივებზე დასვენების კადრებს აქვეყნებენ (ვიდეო)