ე.წ. drink spiking ბოლო წლებში საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა, რომელსაც სხვადასხვა მიზეზით მიმართავენ და გულისხმობს ადამიანისთვის, მის უჩუმრად, სასმელში უცხო ნივთიერებების ჩაყრას, რაც მის თრობას, დაუძლურებას, პარალიზებასაც კი იწვევს და ამ საშუალებით შემდეგ ცდილობენ მსხვერპლის გაძარცვას, გაუპატიურებას, მაკომპრომეტირებელი ვიდეოს გადაღებას, ზოგი ასე უბრალოდ "ხუმრობს" და ა.შ.
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გმირი, რომელიც ამაზე ხმამაღლა საუბრობს და რომლის გამაოგნებელი ვიდეო დედამისმაც გამოაქვეყნა, რომ მსოფლიოს ენახა შედეგები, მილი ტაპლინია.
შემთხვევა 2021 წელს მოხდა. მაშინ ბრიტანელი მილი 18 წლის იყო. ივლისის ბოლოს, ესექსის ქალაქ საუთენდში, ღამის კლუბში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.
მისი მონათხრობით, საღამოს განმავლობაში საკუთარ სასმელებს თავად ყიდულობდა.მოგვიანებით ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, რომელიც იმ საღამოს გაიცნო, არყისა და ლიმონათის ნაზავი შესთავაზა და უთხრა: „ეს გასინჯე.“ მილიმ მხოლოდ ორი ყლუპი დალია, რადგან სასმელი ძალიან ძლიერი მოეჩვენა. დაახლოებით 10 წუთში ცუდად გახდა – იგრძნო სიცხე, გულისრევა, მხედველობის დაბინდვა, ხელების დაბუჟება, ვეღარ ლაპარაკობდა და ვერ დადიოდა...
მისმა მეგობრებმა და დამ სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ვიდეოში, რომელიც მოგვიანებით დედამ გადაიღო და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, მილის თვალები ფართოდ აქვს გახელილი, ხელები დაკრუნჩხული, ყბა დაჭიმული, ვერ ლაპარაკობს და სხეულს ვერ აკონტროლებს.

დედამ, კლერ ტაპლინმა, თქვა, რომ გოგონა თითქოს „შეპყრობილს“ ჰგავდა, თუმცა ეს იყო მძიმე ნევროლოგიური რეაქცია, სავარაუდოდ, სასმელში შერეული უცნობი ნივთიერებების გამო. ექიმებმა ოჯახს უთხრეს, რომ სავარაუდოდ გამოყენებული იყო ორი სხვადასხვა პრეპარატი – ერთი, რომელიც მოძრაობას თრგუნავდა, და მეორე, რომელიც გათიშვას იწვევდა. ეს იყო ექიმების კლინიკური ეჭვი და არა ლაბორატორიულად დადასტურებული დასკვნა.
მილიმ მოგვიანებით თქვა:
„ყველაფერი მესმოდა. გონებაში პასუხსაც ვცემდი, მაგრამ სიტყვებს ვერ ვამბობდი. თითქოს გონებით იქ ვიყავი, მაგრამ სხეული აღარ მემორჩილებოდა.“

საბედნიეროდ, მილი გამოჯანმრთელდა. მეორე დღეს ჯერ კიდევ ძალიან დაბნეული და სუსტად იყო, თუმცა მალევე გაწერეს საავადმყოფოდან და ხანგრძლივი ნევროლოგიური დაზიანება არ დარჩენია. თავად ამბობდა, რომ ამ შემთხვევის შემდეგ ღამის გასვლებზე გაცილებით ფრთხილია და აღარასდროს მიიღებს სხვისგან სასმელს, თუნდაც ნაცნობი ადამიანისგან. ის ხშირად საუბრობს ამ თემაზე, რომ ადამიანები გააფრთხილოს.
ეს შემთხვევა დღემდე ხშირად გამოიყენება, როგორც გაფრთხილება იმის შესახებ, რომ სასმლის „სპაიკინგი“ რეალური საფრთხეა. ამასთან, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყველა შემთხვევა განსხვავებულია: ზოგჯერ დაზარალებულს გამოხატული სიმპტომები აქვს, ზოგჯერ კი მხოლოდ ძლიერი ძილიანობა, დაბნეულობა ან მეხსიერების დაკარგვა უვითარდება.

სასმელის "სპაიკინგი" (drink spiking) რეალური დანაშაულია, თუმცა მისი ზუსტი მასშტაბის დადგენა რთულია. ბევრი შემთხვევა საერთოდ არ ფიქსირდება, ხოლო ზოგჯერ ადამიანები ფიქრობენ, რომ სასმელი გაუყალბეს, თუმცა შემდგომი ტოქსიკოლოგიური კვლევა ამას ვერ ადასტურებს. ამიტომ მკვლევრები ამბობენ, რომ პრობლემა არსებობს, მაგრამ მისი გავრცელების ზუსტი მაჩვენებელი უცნობია.
რა არის "drink spiking"? - ეს ნიშნავს, რომ ვიღაც ადამიანის თანხმობისა და ცოდნის გარეშე უმატებს მის სასმელში ნარკოტიკულ ან დამამშვიდებელ ნივთიერებას; დამატებით ალკოჰოლს, რათა უფრო სწრაფად დათვრეს; ან სხვა ნივთიერებას, რომელიც გონებას ურევს და წინააღმდეგობის უნარს უმცირებს.
ყველაზე გავრცელებული მოტივებია:
ყველაზე გავრცელებული სცენარებია:
კვლევების მიხედვით, დამნაშავე ყოველთვის უცნობი არ არის. ზოგიერთ შემთხვევაში მსხვერპლი იცნობდა იმ ადამიანს, ვინც სასმელი მიაწოდა.
თუ ადამიანს ძალიან მოკლე დროში უვითარდება:
და ეს არ შეესაბამება დალეული ალკოჰოლის რაოდენობას, საჭიროა სასწრაფოდ მიმართოს დახმარებას.
უსაფრთხოების სპეციალისტები რამდენიმე მარტივ წესს გვირჩევენ:
მილი ტაპლინის შემთხვევამ სწორედ იმიტომ მიიპყრო ასეთი დიდი ყურადღება, რომ ვიდეოში კარგად ჩანდა, რამდენად სწრაფად შეიძლება ადამიანს დაეკარგოს სხეულზე კონტროლი. თუმცა ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ ასეთი რეაქცია ყველა შემთხვევაში ერთნაირი არ არის — სიმპტომები დამოკიდებულია გამოყენებულ ნივთიერებაზე, დოზაზე, ალკოჰოლის რაოდენობასა და თავად ადამიანის ორგანიზმზე.