ქალმა 15 წელი გაატარა უფანჯრებო სახლში, სადაც ეჭვიანმა ქმარმა გამოკეტა... - იზოლაციაში მან კედლებზე ხატვა და ძერწვა დაიწყო და ინდოეთში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სახალხო ხელოვანად იქცა - მშობლები

ეჭვიანმა ქმარმა 15 წლით გამოკეტა უფანჯრებო სახლში... - იზოლაციაში მან კედლებზე ხატვა და ძერწვა დაიწყო და ინდოეთში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სახალხო ხელოვანად იქცა

2026-07-10 22:10:56+04:00

ინდოელი სახალხო მხატვრის სონაბაი რაჯვარის ამბავი მსოფლიოს მოედო წლების წინ. მით უმეტეს, როცა მისი შემოქმედების გულშემატკივრებმა მისი ცხოვრებისეული ამბებიც შეიტყვეს.

1950-იან წლებში, 25 წლის სონაბაი მასზე 12 წლით უფროს მამაკაცზე დაქორწინდა. ის მისთვის მეორე ცოლი იყო. ქმარი უკიდურესად ეჭვიანი აღმოჩნდა და გადაწყვიტა ცოლის იზოლირება გარე სამყაროსგან. დაახლოებით 15 წლის განმავლობაში ის ქალს სახლიდან გასვლის უფლებას არ აძლევდა. სახლი უფანჯრებო იყო. ზოგი წყაროს ცნობით, სახლს შიდა ეზო ჰქონდა, ამიტომ ცას ხედავდა, თუმცა გარე სამყაროსთან კონტაქტი არ ჰქონდა. თავად სონაბაის არასოდეს უსაუბრია საჯაროდ იმაზე, რატომ მოექცა ასე მისი ქმარი...

dsc04112-1783708969.jpg

როგორ დაიწყო მისი შემოქმედება?

იზოლაციაში ყოფნისას მან ჯერ კედლების მოხატვა დაიწყო, რომ ერთფეროვანი გარემო გაეფერადებინა. მერე კი ჭასთან თიხა აღმოაჩინა და თავდაპირველად პატარა სათამაშოებსა და ფიგურებს აკეთებდა თავისი შვილისთვის. შემდეგ კიკედლებზე თიხის რელიეფების შექმნა დაიწყო; ბამბუკისა და თიხისგან დეკორატიული გისოსები გააკეთა, რომლებიც სახლს აგრილებდა;მცენარეების, სანელებლებისა და მინერალებისგან ბუნებრივი საღებავებიც დაამზადა და მთელი სახლი გადააქცია ფერად, სკულპტურებითა და ორნამენტებით სავსე სივრცედ.

67-sonabai-480x480-1783709121.webp

tdz-hd26hjbaypad3xyyo5d1jnidb58daljqwz5jwqgakcaywgane7urvqhtmbmi5cpwy99gwkzts8ip287oo-relilnxculvu6ole3zpxot2uhdgdroqk45cab0zt0hdjoim5tbbur0jctegtew-zbegjlaqx3po5hhjrhq4bopay7skv2vunwjzg-mwsn-1783709121.jpgsonabai-detail-1783709121.webpimages-1783709121.jpge1rbfsnjyyhayi-6koa7kdkmxbjctazushc8cancswpmpoe25qznuz8cbt5b8ort36fy-4rodt4nvt-wcanh-l544b2j4e7xbz9ii6h25mqdfe8eeqwoaimfqaex7y-atkw-dcprmlp9makk7ssxz2remuagnjfy5o-0s75ai1nidb2eg5zca6bxwfvgfvs-1783709121.jpg

ინდოელი მკვლევარი ნირმალ ჯაინი, რომელიც წლების განმავლობაში თავად ესაუბრებოდა სონაბაისა და მის ოჯახს, წერს, რომ სონაბაის მეუღლე, ჰოლირამი, არ ეწინააღმდეგებოდა მის შემოქმედებას — პირიქით, როცა სონაბაი სახლს თიხის ორნამენტებით ამკობდა, ქმარს ეს მოსწონდა, თუმცა თავად ხელოვნებაში არ მონაწილეობდა.

dsc02059-1783709303.jpg

1983 წელს მისი სახლი შემთხვევით აღმოაჩინეს კულტურული ცენტრის Bharat Bhavan-ის მკვლევრებმა და მალევე მოაწყვეს მისი ნამუშევრების გამოფენა, რის შემდეგაც სონაბაიმ ეროვნული აღიარება მოიპოვა. იმავე წელს მიიღო Tulsi Samman-ის პრემია, მოგვიანებით კი მისი ნამუშევრები ინდოეთისა და მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში მოხვდა. მისი შემოქმედება საფუძვლად დაედო ე.წ. Rajwar clay art-ის ცნობილ სტილს.

4601-1783709357.jpg

ის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული თვითნასწავლ სახალხო მხატვრად აღიარეს და ინდური თიხის ხალხური ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან წარმომადგენლად ითვლება; მისი ისტორია საერთაშორისო გამოფენებსა და ხელოვნების კვლევებში ხშირად მოიხსენიება.

dsc02084-1783709357.jpg

სონაბაი რაჯვარი 2007 წელს გარდაიცვალა. მისი სახლი დღეს მუზეუმად არის ქცეული, ხოლო მისი ხელოვნების ტრადიციას შვილი, რძალი და სოფლის სხვა ხელოსნები აგრძელებენ.

images-2-1783709357.jpg

ის მხოლოდ მარცხენა ფეხის თითებს ამოძრავებდა... თუმცა ცნობილი მხატვარი და მწერალი გახდა - კრისტი ბრაუნის საოცარი ამბავი
მოძალადე დედამ მას ფსიქიკა დაუნგრია, თუმცა იაიოი კუსამა მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ მხატვრად იქცა - მილიონერი მხატვარი დღესაც ფსიქიატრიულ კლინიკაში ცხოვრობს
ვინ არის ავღანელი მხატვარი, რომლის ნახატებმაც ინტერნეტსივრცე მოიცვა