„გთხოვთ, ზღვაზე არ წახვიდეთ, ვისაც მცირეწლოვანი ბავშვები გყავთ! დიდი საშიშროება და სტრესია" - ნანუკა გულუა - მშობლები

„გთხოვთ, ზღვაზე არ წახვიდეთ, ვისაც მცირეწლოვანი ბავშვები გყავთ! დიდი საშიშროება და სტრესია" - ნანუკა გულუა

2026-07-15 15:54:24+04:00

ნანუკა გულუა - 3 შვილის დედა, ტვ-იმედის ეთერში თავისი გამოცდილების შესახებ საუბრობს ზღვაზე პატარა ბავშვებით წასვლაზე:

- გთხოვთ, ზღვაზე არ წახვიდეთ, ვისაც მცირეწლოვანი ბავშვები გყავთ! შარშან გადავწყვიტე წასვლა ახალგაჩენილი კირათი, 2 წლის ნინათი და 1 წლის იკათი. მათთვის მზეზე ყოფნა დიდი საშიშროებაა, სტრესია! ზღვაზე ჩასვლას ვერ ვასწრებდი, რომ უკვე უნდა წამომეყვანა. დავანახებდი ზღვას და უკვე მომყავდა. ვირუსებს გადავრჩით, რაც ასევე ძალიან ხშირია, მაგრამ მათი გასართობი ადგილი მზის გული, სადაც ვერ ვაჩერებდი. მერე მომყავდა და სად უნდა წამეყვანა, ყველგან მზე იყო. მე მაგალითად, ძალიან ვიწვალე სამი მცირეწლოვანი ბავშვით.

ნანუკა ხშირად ამბობს, რომ დაფეთებული დედაა და ცდილობს, არაფერი გამოეპაროს. შვილების აღზრდაში ძიძები ეხმარებიან, ასევე აქტიურად არის ჩართული ბავშვების მამა - კახა კაშია.

616547553-18542239303063500-8404363631481019706-n-1768421008.jpg616418887-18542239333063500-6844622398346454362-n-1768421007.jpg

არაერთხელ უსაუბრიაგვიან დედობაზე და იმაზე, რომ "შინაბრობის" სტატუსიდან უცებ შეიძინა მრავალშვილიანი დედის სტატუსი.

"37 წლის რომ გავხდი, ღმერთს შევევედრე, დედა გავმხდარიყავი… მაშინ არც კახასთანა ადამიანი მინატრია და ვერც მრავალშვილიან დედობას წარმოვიდგენდი, მაგრამ ჩემი ლოცვა ამიხდა… ლოცვას დიდი ძალა აქვს, მეგობრებო, სიკეთე და სიყვარულის უნარს ძალიან ახლოს მიყავხარ ღმერთთან!"

"შინაბერობიდან" ეგრევე მრავალშვილიანი დედის სტატუსამდე გადავედი. 38 წლის ასაკში დავოჯახდი. 39 წლისამ ერთი შვილი გავაჩინე, 40 წლის ასაკში - მეორე... როცა მეორე შვილზე ორსულად დავრჩი, ამას ნამდვილად არ ველოდი. რომ მეკითხებოდნენ, კიდევ რამდენი შვილის გაჩენას აპირებო, ვამბობდი, რომ რამდენსაც ღმერთი მომცემს, იმდენს გავაჩენ. კარგია, რომ უფრო ადრე არ დავოჯახდი. 14-15 შვილი რომ ჰყავთ, ალბათ, ასეთი დედა ვიქნებოდი...

ვიდრე დავოჯახდებოდი, ბოლომდე მქონდა ის შეგრძნება, რომ ბედნიერი, შემდგარი ადამიანი ვიყავი და არაფერი მაკლდა. კახა (მეუღლე) რომ არ ყოფილიყო, მე ამ ნაბიჯს არ გადავდგამდი. ძალიან მიჭირდა. უკვე ის პერიოდი იყო, როცა მარტო ყოფნას შეჩვეული ვიყავი და ყველაფერი დალაგებული მქონდა. ოქროს ადამიანი შემხვდა. რა ვინატრე ასეთი, რომ ზუსტად ასეთი მამა ჰყავთ ჩემს შვილებს, როგორზეც ვოცნებობდი.

გოგონებო, თუ თქვენ გავიწროებენ, 38-39 ან 40 პლუს ასაკში გეუბნებიან, რომ თქვენი დრო წავიდა, აწი რაღა დროს სიყვარული და ოჯახია, არ მოისმინოთ, ყველაფერი გადასარევადაა. თუ თქვენს ლამაზ ცხოვრებაში შემოვა ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს უფრო ლამაზს გახდის, მხოლოდ ამ შემთხვევაშია ეს უდიდესი ბედნიერებაა. იმიტომ, რომ "ვაიმე, მაგვიანდება, ვინც გინდა, ის იყოს", არასწორია. ყველაფერი წინაა. ქალბატონებისთვის გვიან არასდროს არ არის. რაზეც ვიოცნებე, ყველაფერი ამიხდა ისე, რომ ომი, ადამიანის გაგუდვა - არაფერი გამიკეთებია. უბრალოდ, ძალიან ვოცნებობდი. როცა გულწრფელი ხარ და ყველა ადამიანისთვის სიკეთე გინდა, აუცილებლად ზემოდან ყველაფერი მოდის..."

"დედობამ 1000%-ით შემცვალა. შეიცვალა ჩემი ცხოვრება, შეიცვალა ჩემი ცხოვრების დანომრილი წესრიგი, შევიცვალე ვიზუალურად და ეს საერთოდ არ მაღელვებს. ამის საპირწონედ ახლა ისეთ შეგრძნებებში ვარ, რომ ეს ყველაფერი მეასეხარისხოვანი გახდა... ჩემი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, მუდმივად ქაოსურად ვიყავი. სულ სამსახური, ჟრიამული, მეგობრები, ხალხი... ძალიან ვნანობ, გახსენებისაც კი მეშინია იმ წინადადების, თუ ოდესმე მითქვამს, რომ დედა თუ არ გავხდებოდი, არა უშავს. ეს იმხელა შეგრძნებაა, ისე ცვლის ადამიანს, სამყაროს, საზრუნავს, კრიტერიუმებს, აბსოლუტურად ყველაფერს ყირაზე აყენებს."

ამ სახლის გაყიდვას ვერც წარმოვიდგენდით... ყველაფერი გვაქვს შეძენილი, როგორც სამუდამო ჩვენი საცხოვრებლისთვის... ავეჯით და ტექნიკით ვყიდი - ნანუკა გულუა სახლს ყიდის (ვიდეო)
ჩემი დედამთილი ისეთი ქალია, მის თვალს არაფერი გამოეპარება... პირველად რომ მივედი სტუმრად, არ ვიყავი ფხიზელი... ეს არსად მომიყოლია... - ნანუკა გულუა