ამერიკის ერთ-ერთი ქალაქის მერს ყოველ პარასკევს უსახლკაროთა თავშესაფარში სძინავს... - ასე ცდილობს, გაიგოს უსახლკარო ადამიანების პრობლემები და თავად ნახოს და განიცადოს, როგორი პირობებია თავშესაფარში - მშობლები

ქალაქის მერს ყოველ პარასკევს უსახლკაროთა თავშესაფარში სძინავს... - ასე ცდილობს, გაიგოს უსახლკარო ადამიანების პრობლემები და თავად ნახოს და განიცადოს, როგორი პირობებია თავშესაფარში

2026-07-16 20:33:09+04:00

დიახ, ასეთი ამბებიც ხდება. კოლორადოს შტატის ქალაქ ავრორის მერი მაიკ კოფმანი ყოველ პარასკევს ღამეს ატარებს ქალაქის უსახლკაროთა თავშესაფარში. მას ჩვეულებრივ საწოლზე სძინავს, ჩვეულებრივი ტანსაცმლით, ხოლო შაბათ დილით ბინადრებს საუზმის დარიგებაშიც ეხმარება.

724818088-1352506666788144-8898408054872706649-n-1784221279.jpg

mshoblebi-2-1784221280.pngmshoblebi-3-1784221280.png

ამბობს, რომ სურს საკუთარ თვალით ნახოს, როგორ მუშაობს თავშესაფარი, როგორ იხარჯება რესურსები და სურს გაიგოს უსახლკარო ადამიანების პრობლემები.

კოფმანმა ეს გამოწვევა 2026 წლის თებერვლის ბოლოს დაიწყო - პირველი ღამე თავშესაფარში 2026 წლის 28 თებერვალს გაატარა.

მაიკ კოფმანი ამერიკელი რესპუბლიკელი პოლიტიკოსი, ვეტერანი და ავრორის (კოლორადო) მერი. იგი 1955 წელს დაიბადა, ბავშვობა ავრორაში გაატარა, მსახურობდა როგორც აშშ-ის არმიაში, ასევე საზღვაო ქვეითთა კორპუსში და მონაწილეობდა სპარსეთის ყურისა და ერაყის ომებში. სამხედრო კარიერის შემდეგ მცირე ბიზნესი შექმნა და შემდეგ პოლიტიკაში გადავიდა.

images-1784221279.jpg

მისი პოლიტიკური კარიერა საკმაოდ მრავალფეროვანია. ის იყო:კოლორადოს შტატის წარმომადგენელთა პალატის წევრი, შტატის სენატორი, კოლორადოს ხაზინის მინისტრი, კოლორადოს სახელმწიფო მდივანი, აშშ-ის კონგრესის წევრი 2009–2019 წლებში, 2019 წლიდან კი ავრორის მერია და 2023 წელს მეორე ვადითაც აირჩიეს.

კოფმანი ყოველთვის კონსერვატორ პოლიტიკოსად ითვლებოდა და განსაკუთრებით აქტიურად საუბრობდა უსახლკარობის პრობლემაზე. რამდენიმე წლის წინ მისი განცხადებები საკმაოდ მკაცრი იყო — ის ამბობდა, რომ ქუჩაში მცხოვრებთა ნაწილის მდგომარეობა ნარკოდამოკიდებულებასა და ცხოვრების წესს უკავშირდებოდა, რის გამოც კრიტიკასაც იღებდა.

  • 2021 წელს მან ერთი კვირა ინკოგნიტოდ გაატარა უსახლკარო ვეტერანის როლში, რათა საკუთარი გამოცდილებით შეესწავლა ქუჩაში ცხოვრება. ამ ექსპერიმენტმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია: ნაწილმა მისი ნაბიჯი გაბედულად შეაფასა, ნაწილმა კი პიარის მცდელობად მიიჩნია.

2026 წელს კი მან კიდევ უფრო უჩვეულო გადაწყვეტილება მიიღო — ყოველ პარასკევს ღამეს ავრორის რეგიონულ თავშესაფარში ათევს, იმავე პირობებში, როგორც სხვა ბინადრები: სძინავს საერთო საძინებელში, დილით კი საუზმის დარიგებაშიც მონაწილეობს. მისი თქმით, ეს არ არის სიმბოლური აქცია; სურს საკუთარი თვალით ნახოს, რამდენად ეფექტიანად მუშაობს ქალაქის ახალი პროგრამა, რომელიც უსახლკარო ადამიანების მკურნალობას, დასაქმებასა და საცხოვრებლის პოვნას უწყობს ხელს.

კოფმანი ამბობს, რომ ამ გამოცდილებამ მისი დამოკიდებულება შეცვალა. თუ ადრე პრობლემას უფრო სისტემურად და მკაცრად უყურებდა, ახლა უკეთ ხედავს, რამდენად რთულია უსახლკარო ადამიანების ყოველდღიურობა და რამდენად მნიშვნელოვანია თანაგრძნობა, თუმცა კვლავ მიიჩნევს, რომ დახმარება პასუხისმგებლობასა და რეაბილიტაციასთან უნდა იყოს დაკავშირებული.

mike-coffman-1784221280.webp

სწორედ ამიტომ არის მაიკ კოფმანი დღეს საინტერესო ფიგურა: ის არ არის პოლიტიკოსი, რომელიც თავიდანვე სოციალური აქტივიზმით იყო ცნობილი. პირიქით, მისი პოზიციები წლების განმავლობაში შეიცვალა და ახლა ცდილობს, გადაწყვეტილებები არა მხოლოდ ანგარიშებისა და სტატისტიკის, არამედ პირადი გამოცდილების საფუძველზეც მიიღოს. ეს მიდგომა ერთ ნაწილს მოსწონს, მეორე ნაწილი კი კვლავ სკეპტიკურად აფასებს და მიიჩნევს, რომ დროებითი ღამისთევა ვერ ასახავს უსახლკარო ადამიანის რეალურ მდგომარეობას.

როგორ იქცა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სუპერმოდელი უსახლკაროდ - ალფონსი ქმრის გამო დანგრეული ცხოვრება
9 წლის უსახლკარო ბიჭუნა „მაკდონალდსიდან” გამომავალ შუქზე მეცადინეობს... - საოცარი ფოტო და ბიჭის ამბის გაგრძელება
სულ ცოტა ხნის წინ, ეს 9 წლის უსახლკარო გოგონა ქუჩაში გამვლელებს ფულს სთხოვდა... - დღეს წარმატებული მოდელია
ყველაზე მდიდარი უსახლკარო, რომელიც ფეხშიშველი მართავს ძვირად ღირებულ მანქანებს - ვინ არის მამაკაცი, რომლის ფოტოებიც სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება