„ნუკი რომ წავიდა, ძალიან გამიჭირდა... დრო საერთოდ არ გადიოდა. დღეებს ვითვლიდი, როდის ჩამოვიდოდა... მარტო მაშინ ვიყავი მართლა კარგ ხასიათზე, როცა აქ იყო" - ბუბუ კოშკელიშვილი - მშობლები

„ნუკი რომ წავიდა, ძალიან გამიჭირდა... დრო საერთოდ არ გადიოდა. დღეებს ვითვლიდი, როდის ჩამოვიდოდა... მარტო მაშინ ვიყავი მართლა კარგ ხასიათზე, როცა აქ იყო" - ბუბუ კოშკელიშვილი

2026-07-17 22:15:00+04:00

ნუკი კოშკელიშვილი და მისი და ბუბუ ანი ტყებუჩავას პოდკასტ მეხუთე ელემენტს სტუმრობდნენ და ისაუბრეს, თუ როგორ გადაიზარდა დობა დიდ მეგობრობაში, როგორ დაჰყავდა ნუკის 13 წლით უმცროსი და ყველგან და როგორი მესაიდუმლე იყო ბუბუ. ბუბუმ კი აღნიშნა, რომ დის და მეგობრის გარდა, ნუკი მისთვის ყოველთვის სამაგალითო იყო.

ნუკი:

- არ ვართ ერთად მხოლოდ იმიტომ, რომ დები ვართ. მეგობრები ვართ. ჩემთვის ეს გარდამტეხი მომენტი, როცა უფრო მეგობრებად და ტოლებად ვიქეცით, მაშინ დაიწყო, როცა პირველად მარტო ჩამოვიდა ჩემთან ნიუ-იორკში. მანამდე, რა თქმა უნდა, დები ვიყავით, მაგრამ იმ ჩამოსვლის შემდეგ პირველად ვიგრძენი, რომ უბრალოდ დები კი არა, მეგობრებიც გავხდით.

ერთ დღეს მივხვდი, რომ აღარ ვიყავი იმ ეტაპზე, როცა უნდა მეკონტროლებინა, ჭამა თუ არა, იბანავა თუ არა. უკვე მინდოდა, რაღაცები მომეყოლა, მისი აზრი მომესმინა. აღმოჩნდა, რომ მისი აზრი მართლა ძალიან მაინტერესებდა და ძალიან მომწონდა. ხომ არის ასე — შეიძლება გყავდეს და-ძმა, რომელიც უპირობოდ გიყვარს, მაგრამ სულაც არ მოგწონდეს, ხშირად გიშლიდეს ნერვებს... ჩვენთან ასე არ არის. მე არა მხოლოდ მიყვარს ბუბუ, არამედ მართლა მომწონს, როგორც ადამიანი. ხანდახან ვფიქრობ, რომ როცა გავიზრდები, მინდა ბუბუსნაირი ვიყო. საოცარი იუმორის გრძნობა აქვს, სწორად უყურებს ბევრ რამეს, ისეთ რაღაცებს აკეთებს, რასაც მე შეიძლება ათასი წელი ვერ მოვიფიქრებდი. ძალიან მინდა, რომ სულ უფრო და უფრო ვემეგობრო.

snapinsta-1690358791-1784316914.app_336313241_3416935515290764_1391869606189655994_n_1080.jpg
ნუკი და ბუბუ დედასთან ერთად

ბუბუ:

- მე ეს შეგრძნება რეალურად ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამიმყარდა. შენთვის ეს მომენტი უფრო ადრე დადგა, ჩემთვის კი ნელ-ნელა მოვიდა...

თავიდან, როცა წავიდა, ძალიან გამიჭირდა. მგონი 11-13 წლის ვიყავი და ყველაზე მეტად სწორედ მაშინ მჭირდებოდა უფროსი დის რჩევები. მგონია, რომ ყველაზე რთულ ასაკში წავიდა და იმ პერიოდში რაღაც დეპრესიული განცდებიც დამეწყო. მერე, დროთა განმავლობაში, ეჩვევი. ადაპტირდები. ისეთი აუტანელი მონატრება აღარ არის, როგორიც თავიდან იყო.

ადრე, როცა ექვსი თვით მიდიოდა, დრო საერთოდ არ გადიოდა. სულ ვითვლიდი, როდის ჩამოვიდოდა. მარტო მაშინ ვიყავი მართლა კარგ ხასიათზე, როცა აქ იყო. ახლა ნელ-ნელა ამ ცხოვრებასაც შევეჩვიე. თან ისიც ძალიან გვეხმარება, რომ არსებობს ვიდეოზარები და ონლაინპლატფორმები — შეგვიძლია ერთმანეთს დავურეკოთ, დავინახოთ და ეს დისტანციას ცოტათი მაინც ამსუბუქებს.

ნუკი:

- როცა სულ პატარა იყო, თითქმის ყველაფერს მე ვუკეთებდი — ერთადერთი, რაც არ შემეძლო, მისი გასეირნება იყო. არა იმიტომ, რომ მეზარებოდა. მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ ფიზიკურად უფრო დიდი ვჩანდი და ეზოში რომ გამყავდა, მეზობლები სულ მეუბნებოდნენ: „რა გეჩქარებოდა, რა დროს ბავშვი იყო?“ იმდენად მრცხვენოდა ამ კომენტარების, რომ სახლში ვეუბნებოდი: „რასაც გინდა, ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ ეზოში ნუ გამაყვანინებთ...“

snapinsta-1697518120-1784316915.app_357645067_1470374663773871_1858872459414263349_n_1080.jpg
მამასთან ერთად

ბუბუ:

- მე ის მახსოვს, რომ ძალიან პატარა ასაკიდან სულ შენთან ვიყავი. ბათუმშიც შენ დაგყავდი, შენს მეგობრებთან ერთად დავდიოდი და მათი გარემოცვაც ძალიან მომწონდა. ხან ერთი ბიჭი მომწონდა, ხან მეორე, სულ ახალი „ქრაშები“ მყავდა. შენს დაქალებთანაც ვმეგობრობდი. იმ პერიოდის თითქმის ყველა მოგონებაში შენ ხარ.

როგორ მიულოცა ქმარ-შვილმა დაბადების დღე ნუკი კოშკელიშვილს და სად მოაწყო წვეულება ქართველ მეგობრებთან ერთად (ვიდეო)
ამაზე ნაკლებზე არ დათანხმდეთ! ქალი იმსახურებს სიცილს, ცეკვას... ოღონდ ამ ბედნიერებას თავად ვქმნით - ან იცეკვებდა ბენი წვიმაში ან არა, ცოლად სხვა რომ ჰყოლოდა… - ნუკი კოშკელიშვილის ემოციური ვიდეო