მასზე უკვე მთელი მოდის სამყარო საუბრობს და ახალ გენიოსს უწოდებენ. კალუ პუტიკი,ეთიოპიელი ბლოგერი, დიდი ხანი არაა, რაც გამოჩნდა სოციალურ ქსელში, მაგრამ უკვე მილიონობით გამომწერი ჰყავს. ბიჭი ინტერნეტში ცნობილი გახდა იმით, რომ ქუჩაში ან ნაგავსაყრელზე ნაპოვნი ნივთებისგან — ძველი ფეხსაცმლისგან, სარკის ნამსხვრევებისგან, პლასტმასისგან, ქვებისგან, ბალახისა და სხვა გადაყრილი მასალისგან — ქმნის ავანგარდულ სამოსს.
მისი პოპულარობა ძალიან სწრაფად გაიზარდა:პირველი ვიდეოები 2026 წლის გაზაფხულზე გამოაქვეყნა.რამდენიმე თვეში მილიონობით გამომწერი დააგროვა.მოდის გამოცემებმა მისი ნამუშევრები შეადარეს მაღალი მოდის (haute couture) ესთეტიკას და აღნიშნეს, რომ მისი დიზაინები თავისუფლად შეიძლება პოდიუმზეც წარმოჩინდეს.


მისი წარმატების მთავარი მიზეზი არა მხოლოდ ტანსაცმელია, არამედ პრეზენტაციაც: ვიდეოები იწყება ჩვეულებრივი ნარჩენებით, შემდეგ კი ერთი გადასვლით სრულ, სკულპტურულ ლუქად გარდაიქმნება. სწორედ ამ ფორმატმა აქცია ის ინტერნეტის ერთ-ერთ ყველაზე განხილვად ახალგაზრდა შემოქმედად.
ხშირად ბოთლის თავსახურებისგან ამზადებს დეკორს, ყელსაბამებსა და ტანსაცმლის ორნამენტებს.ძველ საბურავებს და რეზინს იყენებს ჟილეტების, შარვლების, ქუდებისა და ჩანთების შესაქმნელად.ძველი ფეხსაცმელი, ჩანთები და ქამრები – ხშირად თავად სამოსის ნაწილად იქცევა.პლასტმასი, მავთული, მუყაო და ქსოვილის ნარჩენები – მათგან ქმნის მოცულობით, თითქმის სკულპტურულ ფორმებს.





მისი ვიდეოების განსაკუთრებული ხიბლი ისიცაა, რომ თითქმის ყოველთვის ერთი და იგივე ფონია — ძველი კედელი, რომელზეც გაცვეთილი ფეხსაცმელია ჩამოკიდებული. სწორედ ამ უბრალო გარემოსა და ძალიან ეფექტურ სამოსს შორის კონტრასტი ქმნის ძლიერ ვიზუალურ ეფექტს.