"რომ არა თიკა, დარწმუნებული ვარ, ასეთ წარმატებას ვერ მივაღწევდი... თიკა არის ჩემი ცხოვრების პარტნიორი... 20 წელი სრულდება მომავალ წელს, რაც ერთად ვართ და ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო 20 წელი..." - ზაზა ფაჩულია - მშობლები

"რომ არა თიკა, დარწმუნებული ვარ, ასეთ წარმატებას ვერ მივაღწევდი... თიკა არის ჩემი ცხოვრების პარტნიორი... 20 წელი სრულდება მომავალ წელს, რაც ერთად ვართ და ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო 20 წელი..." - ზაზა ფაჩულია

2026-07-18 23:36:22+04:00

ცნობილი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია ქეთო ანთიძის პოდკასტს ჩვენ სტუმრობდა. ბავშვობაზე, კარიერაზე და ასევე, ოჯახზე ისაუბრა, საყვარელ მეუღლეზე თიკა ალავიძე-ფაჩულიაზე - წყვილი 20 წელზე მეტია ერთად არის და 4 შვილს ზრდის.

— ბავშვობაში დედაჩემი სულ მეუბნებოდა ესეთ რაღაცას. მაშინ არ მესმოდა, მაგრამ დღეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად მესმის, რასაც გულისხმობდა. მეუბნებოდა,ძალიან ფრთხილად იყავი, ვის აირჩევ, შენს გვერდში ვინ იქნება. ძალიან კარგად ესმოდა ის, რომ რა შეუძლია პარტნიორს, ასე ვთქვათ, განსაკუთრებით როცა ასეთ გზაზე დგახარ და, ან უფრო ზემოთ აგიყვანს, ან დაგანარცხებს ქვემოთო. ბავშვი ვიყავი, თინეიჯერი ვიყავი და ეს სწორი ადამიანი ასოცირდებოდა სილამაზესთან, და ახლა ძალიან კარგად ვხვდები დედაჩემი რას გულისხმობდა. მე ვფიქრობ, რომ არა თიკა, დარწმუნებული ვარ, ასეთ წარმატებას ასე ვერ დავასრულებდი. თიკა არის ჩემი ცხოვრების პარტნიორი. 20 წელი სრულდება მომავალ წელს, რაც ერთად ვართ და ეს ბოლო 20 წელი იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო 20 წელი, ყველაზე წარმატებული 20 წელი და გრძელდება, რა თქმა უნდა, ცხოვრება. მინდა გითხრა, ყველაზე მაგარი გუნდელი მყავს, თიკა. დიდი ფუფუნება, ძალა, კომფორტია, თქმაც რომ არ გჭირდება. თვალებში რომ შეხედავ, მე მისი მესმის და მას ჩემი ესმის. როცა ორი ძლიერი ადამიანი ერთად არის და როცა ასეთ ძლიერ სიყვარულზე არის აშენებული ეს ოჯახი, ძალიან რთულია, რომ რაღაცამ ხელი შეუშალოს წინსვლაში და წარმატებაში. და რაც მთავარია, ახლა ერთნაირი, ერთი ხედვა გვაქვს და ერთმანეთს ვავსებთ.

მამა სულ ჩვენ გვერდით არის და ყველაფერში გვეხმარება... დედაჩემის გარეშე კალათბურთს ვერ ვითამაშებდი, ის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია... ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ვითამაშებთ... - დათა და საბა ფაჩულიები