ჰერპეტოლოგი, შოთა ზანდუკელი პოდკასტში "ოთარი ექიმო" საუბრობს, როგორ ვიქცევით გიურზისგან დაკბენის შემთხვევაში:
- გიურზამ თუ დაგვკბინა, აუცილებლად, პირველ რიგში, ბეჭედი უნდა მოვიხსნათ. საათის მოხსნას დიდი არაფერი უნდა და, ბოლო-ბოლო, თუ დაგვაწყდა, მოვიგლეჯთ. რკინის ნივთები, საათი, სამაჯური - ყველაფერი უნდა მოვიხსნათ ხელიდან, თუ ხელზე გვიკბინა.
ასეთ დროს კიდური სივდება და მერე თითი შესაძლოა, სამჯერ გაიზარდოს. წარმოიდგინეთ, ასეთ დროს ეს ბეჭედი რას გვიზამს: შეიძლება თითი განგრენით მოგვიკვდეს. ჰოდა, პირველ რიგში, ამ ნივთებს ვიხსნით. სასწრაფოში დარეკვა თავისთავად იგულისხმება, 112-ში პირველ რიგში უნდა დავრეკოთ. შემდეგ მშვიდ პოზიციას ვიკავებთ: უნდა ვიჯდეთ ან ვიწვეთ მოკეცილი ფეხებით, როგორც ახლა ვსხედვართ, ან გადავწვეთ. მოკეცილი ფეხებით ყოფნა უმჯობესია. აუცილებელია დიდი რაოდენობით წყლის მიღება.
წყალი ცილების განეიტრალებას უწყობს ხელს, გიურზის შხამი კი წმინდა ცილაა. ამავე დროს, წყალი უნდა გამოვყოთ კიდეც, რათა ღვიძლმა და თირკმელებმა კარგად იმუშაონ და შხამის გაფილტვრას ხელი შეუწყონ. ამასობაში, ძალიან კარგია დექსამეტაზონი. ეს მარტო ჩემი და ჰერპეტოლოგების აზრი არ არის: კომპეტენტური ტოქსიკოლოგებიც ამბობენ და, საერთოდ, სასწრაფოს როცა მივყავართ, დექსამეტაზონს აუცილებლად გვიკეთებენ. ჩვენ ამას ვიძახდით და ზოგი გვეწინააღმდეგებოდა, თუმცა დექსამეტაზონი ამ დროს ძალიან კარგი დამხმარე საშუალებაა. ძალიან კარგია ანტიჰისტამინიც, ანუ დექსამეტაზონი და ანტიჰისტამინი ერთად უნდა მივიღოთ. შარდმდენიც კარგია, მაგრამ ამასობაში სასწრაფოც მოვა და არა უშავს.
- თავისთავად არსებობს, თუმცა ანტიდოტის გამოყენება მხოლოდ სპეციალისტის მიერაა რეკომენდებული. ისედაც, მას ვერც იყიდით და ვერც ატარებთ, თანაც ისეთი მოვლა სჭირდება, რომ...
- სასწრაფოს არ აქვს. ისეთ კლინიკაში არის, სადაც კონკრეტულად ამ მიმართულებაზე მუშაობენ. ყველა დიდ კლინიკაში, სადაც გიურზა გავრცელებულია - მაგალითად კახეთის მთავარ კლინიკაში, ყვარელში, მარნეულში - ყველგან აქვთ.
პირველ დახმარებას რაც შეეხება: ვიღებთ დიდი რაოდენობით წყალს. არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება. მიზანშეწონილი არ არის კოფეინის შემცველი სასმელები, რადგან ის გულისცემას აჩქარებს, სისხლი უფრო სწრაფად მოძრაობს და შხამის გადაადგილებას ხელს უწყობს. მოკლედ, პირველ რიგში, ეს უნდა გააკეთოთ: სასწრაფოში დარეკოთ, ბევრი წყალი მიიღოთ, მოსვენებულ მდგომარეობაში იყოთ და არ ინერვიულოთ. უნდა ეცადოთ, თუმცა ზოგს ისე ეშინია, რომ დამშვიდება ცოტა რთულია.
ტკივილის შემთხვევაში ბევრი გამაყუჩებელი არსებობს, თუმცა ამ დროს ერთ-ერთი საუკეთესო პარაცეტამოლია. კატეგორიულად არ შეიძლება ლახტის დადება, რადგან მან შესაძლოა უარესი შედეგი გამოიწვიოს და, ბოლო-ბოლო, განგრენა განვითარდეს. თვითონ ეს შხამი სისხლსა და სისხლძარღვებზე იმ დონეზე მოქმედებს, რომ გადაჭერილმა ლახტმა კიდური შესაძლოა საერთოდ მოკლას და ის მოსაჭრელი გახდეს. ეს კი სრულიად ზედმეტია, რადგან საკმარისი დრო გვაქვს და ისეთი საშუალებები არსებობს, რომ გიურზის ნაკბენისგან ადამიანის გადარჩენა ჩვეულებრივად ხდება. როგორც ვთქვით, არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება და კოფეინი. არ შეიძლება ნაკბენის დასერვა - ზოგი იჭრის კიდეც, რომ სისხლი გამოვიდეს. ასეთი შემთხვევებიც ყოფილა... ამოწვაც არ შეიძლება, არ მოქმედებს, რადგან შხამი სიღრმეშია...
- არ შეიძლება. უფრო სწორად, შეიძლება, მაგრამ თან არ შეიძლება. რა ეფექტიც აქვს, იმის ალბათობაც არსებობს, რომ პირის ღრუში ჭრილობა გქონდეთ და შხამი შიგნით შევიდეს. 0.0001%-ია იმის ალბათობა, რისი ამოწუწვნაც შხამიდან შეგვიძლია, ანუ აზრი არ აქვს. ამ პროცესით ტყუილად დავიღლებით. მოკლედ, ეს რაღაცები არ შეიძლება: დასერვა, ლახტის დადება, ალკოჰოლი... ამით საკუთარ თავს პირიქით ავნებთ. სირბილი, პანიკაში ჩავარდნა თუ ხელის მოჭრა, თავისთავად, არ შეიძლება.