"გარდა იმისა, რომ ჩვეულებრივი ტანჯვაა, ჯანმრთელობის არაერთი რისკი შეიძლება შექმნას... ნუ გაიკეთებთ ამ საშინელ ოყნებს, ბევრი რამის გამოა საზიანო" - მაია ბუწაშვილის გაფრთხილება - მშობლები

"გარდა იმისა, რომ ჩვეულებრივი ტანჯვაა, ჯანმრთელობის არაერთი რისკი შეიძლება შექმნას... ნუ გაიკეთებთ ამ საშინელ ოყნებს, ბევრი რამის გამოა საზიანო" - მაია ბუწაშვილის გაფრთხილება

2026-07-21 16:02:18+04:00
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში მორიგი წერს:
"გუშინ მოვისმინე და კიდევ ერთხელ გავოგნდი, რომ ჩვენს კურორტებზე კვლავაც “ეფექტურად” გამოიყენება ნაწლავების გამორეცხვა (ჰიდროკოლონოთერაპია), ანუ ოყნა, რომლითაც ძალიან დიდი რაოდენობით წყალი ან მინერალური წყალი შეჰყავთ ნაწლავებში (აქ არ იგულისხმება ჩვეულებრივი ოყნა, რომელსაც ყაბზობის დროს იყენებენ).
გარდა იმისა, რომ ჩვეულებრივი ტანჯვაა, ჯანმრთელობის არაერთი რისკი შეიძლება შექმნას (ნაწლავის მიკრობიოტის დარღვევა, ინფექცია, ელექტროლიტების დისბალანსი, ნაწლავის კედლის მექანიკური დაზიანება და ა.შ.). განსაკუთრებით საშიშია ნაწლავის ანთებითი დაავადების მქონე ადამიანებში. და როგორც მათ პრაის ლისტებში ვნახე, ამაში თურმე საკმაოდ სოლიდურ თანხას ახდევინებენ.
...ნუ გაიკეთებთ ამ საშინელ ოყნებს, ბევრი რამის გამოა საზიანო ჯანმრთელობისთვის და არავითარი ტოქსინები და "შლაკები" არ გამოჰყავს".
ყინული ეპიდემიოლოგიური აფეთქებების ერთ-ერთი ხშირი წყაროა, ჯობია, ბოთლი ან რკინის ჭურჭელი შევარჩიოთ - მაია ბუწაშვილი ზაფხულის მთავარ რისკებზე.
ბაკურიანი იმუნიტეტს არ ამაღლებს და ბრონქებს არ წმენდს და არც ბახმაროში იწმინდება სისხლის ფორმულა... ასე რომ, ყბადაღებულ კურორტებზე ბანკის ვალებით სიარულს აზრი არა აქვს. სწორედ ამ კურორტებიდან ჩამოდიან მერე დიარეით და ღებინებით... - მაია ბუწაშვილი
ამ ჯგუფის პრეპარატებს მაქსიმალურად უნდა ვერიდოთ... შეიძლება ჩვენი იმუნური სისტემის გაურკვეველ რყევებს იწვევდეს - მაია ბუწაშვილი საკმაოდ მოთხოვნად პრეპარატებზე საუბრობს