როგორ ცხოვრობს ქალი, რომელიც ბუნებრივი გზით 9 ტყუპის დედა გახდა და გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა - ის 30-ე კვირაზე ამშობიარეს და ათობით ექიმი მეთვალყურეობდა - მშობლები

როგორ ცხოვრობს ქალი, რომელიც ბუნებრივი გზით 9 ტყუპის დედა გახდა და გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა - ის 30-ე კვირაზე ამშობიარეს და ათობით ექიმი მეთვალყურეობდა

2026-07-22 19:24:10+04:00

ეს საოცარი შემთხვევა2021 წელს მოხდა და მსოფლიო მოიცვა. 4 მაისს მალის მოქალაქემ ჰალიმა სისემ მაროკოს ქალაქ კასაბლანკაში საკეისრო კვეთით ცხრა ბავშვი გააჩინა (5 გოგონა და 4 ბიჭი). ისინი გახდნენ პირველი ცნობილი ცხრა ტყუპისცალი, რომელთაგან ყველამ გადარჩენა შეძლო, რის გამოც ოჯახი შევიდა გინესის რეკორდების წიგნში ნომინაციაში – „ერთი მშობიარობისას გადარჩენილი ყველაზე მეტი ბავშვი“.

ჰალიმასთვის ეს მეორე ორსულობა იყო - ოჯახს უფროსი ქალიშვილიც ჰყავს. შესაბამისად, 9 ტყუპის გაჩენის შემდეგ, ის 10 შვილის დედა გახდა.

ჰალიმა ბუნებრივად დაორსულდა და ექიმების შეფასებით, ასეთი შემთხვევა უკიდურესად იშვიათია, რადგან ამდენნაყოფიანი ორსულობები, როგორც წესი, რეპროდუქციულ ტექნოლოგიებთან არის დაკავშირებული.

ორსულობის დასაწყისში ექიმები ფიქრობდნენ, რომ ჰალიმა შვიდ ტყუპს ელოდებოდა. მხოლოდ მაროკოში, სპეციალიზებულ კლინიკაში გადაყვანის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ნაყოფი სინამდვილეში ცხრა იყო.

pregnant-halima-in-hospital-bed-not-for-resale-1784734416.jpg

ბავშვები ორსულობის 30-ე კვირაზე, საკეისრო კვეთით გაჩნდნენ მაროკოს ქალაქ კასაბლანკაში, Ain Borja-ს კლინიკაში. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი სამედიცინო გადაწყვეტილება, რადგან ასეთი მრავალნაყოფიანი ორსულობის შემთხვევაში ბუნებრივი მშობიარობა უკიდურესად მაღალი რისკის მატარებელია.

ოპერაციაში დაახლოებით 30-ზე მეტი მედიკოსი მონაწილეობდა (მეან-გინეკოლოგები, ნეონატოლოგები, ანესთეზიოლოგები, ექთნები და სხვა სპეციალისტები), რადგან თითოეულ ახალშობილს დაბადებისთანავე ცალკე გუნდი ელოდებოდა. თითოეული ბავშვი 500 გრამიდან 1 კილოგრამამდე იწონიდა. 5 გოგონა დაიბადა და 4 ვაჟი.

მშობიარობის შემდეგ ჰალიმას ძლიერი სისხლდენა განუვითარდა, რის გამოც სისხლის გადასხმა და დამატებითი მკურნალობა დასჭირდა. ის დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში რჩებოდა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, ხოლო ბავშვებმა კიდევ უფრო მეტი დრო გაატარეს ინკუბატორებსა და ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.

halima-cisse-from-mali-has-set-a-guinness-world-record-by-v0-qea9613142rf1-1784734416.webp

პირველი 19 თვის განმავლობაში, სანამ მაროკოში ცხოვრობდნენ, ბავშვები სპეციალურად მოწყობილ ბინაში ჰყავდათ. მათ ეხმარებოდნენ მედდები, რადგან ყველა ერთდროულად საჭიროებდა კვებას, გამოცვლას და სამედიცინო მეთვალყურეობას; ბავშვები სხვადასხვა დროს იღვიძებდნენ, ამიტომ მშობლებსა და მედდებს თითქმის უწყვეტ რეჟიმში უწევდათ მუშაობა.

ჰალიმა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა: „ყველას ერთად დაძინება ადვილი არ არის. ვეხუტებით, რადგან ჩახუტებით უფრო მშვიდად იძინებენ.“

მალის მთავრობამ ოჯახს დახმარება ორსულობიდანვე გაუწია: სწორედ სახელმწიფომ გადაიყვანა ჰალიმა სპეციალიზებულ კლინიკაში, მაროკოში, დაფარა მისი და ბავშვების მკურნალობის ხარჯები; მოგვიანებით, მამამ განაცხადა, რომ მალის სახელმწიფო ფინანსურადაც ეხმარება ოჯახს. „ჩვენ მალის სახელმწიფოს მხარდაჭერა გვაქვს და კეთილი ადამიანებიც გვეხმარებიან. ადვილი არ არის, მაგრამ ღმერთი დაგვეხმარება მათ აღზრდაში.“ - აღნიშნა ტყუპის მამამ, აბდელკადერ არბიმ.

2022 წელს, როდესაც ოჯახი მაროკოდან მალიში დაბრუნდა, ჯანდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა, რომ სახელმწიფო მხარდაჭერა გაგრძელდებოდა.

mshoblebi-2-1784734416.png

2025 წლის მაისში ბავშვებმა 4 წლის იუბილე აღნიშნეს. ცხრავე ჯანმრთელად იზრდება. მშობლები ამბობენ, რომ ბავშვებს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ხასიათები აქვთ, ერთად თამაშობენ და ნელ-ნელა სკოლისთვის ემზადებიან.

mali-nonuplets-turn-4-all-the-kids-together-1784734416.jpg

saveclip-1784735017.App_515016734_1142008487961206_6726371201790581899_n-e1751933118742-1000x600.jpg

ეს ოჯახი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სამედიცინო შემთხვევად მიიჩნევა, რადგან მანამდე ისტორიაში არ არსებობდა დადასტურებული შემთხვევა, როდესაც ერთ მშობიარობაში დაბადებული ცხრა ბავშვი ყველა გადარჩა და ჯანმრთელად გაიზარდა.

როგორ ცხოვრობს 14 შვილის დედა, რომელმაც ერთდროულად 8 ტყუპის გაჩენით გაითქვა სახელი - 49 წლის ოქტოდედა ბებია გახდა
ყოველთვის ვთხოვდით დედას განცალკევებას... ერთ სხეულში ყოფნა ძალიან რთული იყო - თუ ჩემი და დაიღუპებოდა, მეც დავიღუპებოდი - სიამის ტყუპის მძიმე გზა