რა უშლით დედამთილებს ხელს რძლებთან ჰარმონიულ ურთიერთობაში - ფსიქოლოგები მთავარ მიზეზს ასახელებენ - მშობლები

რა უშლით დედამთილებს ხელს რძლებთან ჰარმონიულ ურთიერთობაში - ფსიქოლოგები მთავარ მიზეზს ასახელებენ

2026-07-23 09:10:01+04:00

რძლებისა და დედამთილების ურთიერთობა ქართული რეალობის რთული ფენომენია. რატომ უჭირთ დედამთილებს რძლების მიღება და გაგება? ფსიქოლოგები ამის მთავარ მიზეზად ეჭვიანობას ასახელებენ.

რძლის მიმართ ეჭვიანობა შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული. მათ შორისაა სიახლოვისა და შვილზე გავლენის დაკარგვის შიში, მისი ყურადღებისთვის კონკურენცია, შვილის არჩევანში დაურწმუნებლობა და ჩვეული განრიგის უბრალო ცვლილებებიც კი. რა გამოსავალს გვთავაზობენ ექსპერტები:

აღიარეთ საკუთარი გრძნობები

თქვენ ვერ გაუმკლავდებით ემოციას, სანამ უარს ამბობთ მის არსებობაზე და საკუთარ თავთან არ აღიარებთ ამას. აუცილებელია გაიაზროთ და მიიღოთ ფაქტი, რომ ნამდვილად ეჭვიანობთ. ამის შემდეგ მასთან გამკლავება ბევრად უფრო გაგიმარტივდებათ.

გაანდეთ პრობლემა ახლობლებს

ეჭვიანობა საკმაოდ მძიმე გადასატანი ემოციაა და შესაძლოა მასზე საუბარი გაგიჭირდეთ, თუმცა პრობლემის გაზიარება აუცილებელია შინაგანი წონასწორობის შესანარჩუნებლად.

ნუ შეეცდებით შვილის კონტროლს

თქვენი შვილი ზრდასრული მამაკაცია და არა პატარა ბიჭი, რომელიც მუდმივ ზრუნვასა და კონტროლს საჭიროებს. მას აქვს პირადი ცხოვრებისა და საკუთარი არჩევანის უფლება, რომელიც სულაც არ არის ვალდებული, აუცილებლად მოგწონთ.

დააწესეთ პირადი საზღვრები

არ ღირს შვილის ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევა, თუ ამას არავინ გთხოვთ. დაიმახსოვრეთ, რომ თქვენი რჩევები მსგავს სიტუაციებში სიტუაციას მხოლოდ ამძიმებს.

ფოკუსირდით საკუთარ ცხოვრებაზე

რაც შეიძლება ხშირად შეხვდით მეგობრებს და დააკავდით საყვარელი საქმიანობით. შეგიძლიათ ახალი ჰობიც იპოვოთ — ეს დაგეხმარებათ ნეგატიური ფიქრებისგან განდევნასა და სიტუაციისადმი ნაკლებად სტრესულ დამოკიდებულებაში.

არ შეწყვიტოთ შვილთან ურთიერთობა

შეინარჩუნეთ მჭიდრო კავშირი ზრდასრულ შვილთან, მაგრამ ნუ ეცდებით მის პირად სივრცეში შეჭრას. ბოლოს და ბოლოს, არსებობს უამრავი სხვა საინტერესო თემა, რომელზეც შეგიძლიათ ისაუბროთ.

მიიღეთ მისი არჩევანი

შესაძლოა რძალი არ მოგწონთ, მაგრამ პატივი ეცით ზრდასრული შვილის გადაწყვეტილებებს, რადგან მომავალში ეს მხოლოდ განამტკიცებს თქვენს ურთიერთობას. თუ არსებობს რაიმე გზა, რომ ცალკე იცხოვროთ, ამაზე უარს ნუ იტყვით.

ივარჯიშეთ მადლიერებაში

სცადეთ სიტუაციას სხვანაირი თვალით შეხედოთ: თქვენს შვილს ჰყავს ადამიანი, რომელსაც ის უყვარს და რომელზეც ზრუნავს. რატომ არ უნდა იყოთ მადლიერი ამისთვის?

დამოუკიდებელი გზები

გახსოვდეთ, რომ თქვენი შვილი თქვენი გაზრდილი ბავშვია და არა მამაკაცი, რომლის ყურადღებისთვისაც სხვა ქალს უნდა ეცილებოდეთ. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ თქვენი და თქვენი შვილის ცხოვრება ორი სხვადასხვა გზაა. მიეცით ყველას უფლება, საკუთარი გზით იაროს და სხვისი არჩევანი არ გააკრიტიკოთ. ამ შემთხვევაში ყველა კმაყოფილი დარჩება.

5 ფრაზა, რომელიც, ჯობს, დედამთილს არასოდეს უთხრათ - ამერიკელი ქოუჩის რჩევები