უმძიმესი დანაშაული მოხდა გუშინ თბილისის ცენტრში. შეიარაღებულმა პირმა ოთხი ადამიანი დაჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. სროლის დროს დაჭრილი ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა.
"მოყვანილ იქნა სასწრაფო დახმარების მიერ ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი ჭრილობით. სამწუხაროდ, ტრავმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო" - განაცხადა გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ირაკლი ფირცხალაიშვილმა.
თვითმხილველი, ელენე ქორიძე ამბობს: "კაცმა მანქანაში მჯდომ 17-18 წლის სამ ბიჭს ცეცხლი გაუხსნა უბრალოდ იმის გამო, რომ იცინოდნენ, შემდეგ კი შორიახლოს მყოფ ქალსაც ესროლა".
არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა. კერძოდ კი, კაფიდან გამოსულ ახალგაზრდებს, რომელთა ავტომანქანაც დაკავებულის საცხოვრებელი სახლის წინ იდგა, ქალმა შენიშვნა მისცა. არსებული ინფორმაციით, სწორედ აღნიშნულის შემდეგ განახორციელა დაკავებულმა გასროლა. განაგრძეთ კითხვა