"ახალგაზრდები რუსეთში ძალიან უბედურები იქნებიან... არ უყუროთ ტელევიზორს, არ ჩართოთ ახალი ამბები, თქვენ გამუდმებით გატყუებენ..." - ლაიმა ვაიკულეს გამოსვლა, რომელმაც რუსები აღაშფოთა (ვიდეო) - მშობლები

"ახალგაზრდები რუსეთში ძალიან უბედურები იქნებიან... არ უყუროთ ტელევიზორს, არ ჩართოთ ახალი ამბები, თქვენ გამუდმებით გატყუებენ..." - ლაიმა ვაიკულეს გამოსვლა, რომელმაც რუსები აღაშფოთა (ვიდეო)

2026-07-26 10:45:32+04:00

საბჭოთა ესტრადის ლატვიელი ვარსკვლავი ლაიმა ვაიკულე, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა ორიგინალური სტილით და თავისუფლებით, ბოლო წლებში აქტიურად გამოდის პუტინის პოლიტიკის წინააღმდეგ. ამჯერად ტელეგადაცემაში ტელეწამყვან არტურ სმოლიანინოვთან ისაუბრა ამ თემაზე, დაგმო უკრაინაში მიმდინარე ამბები და მოუწოდა ახალგაზრდებს, გაიაზრონ, რა მძიმე რეალობაში ცხოვრობენ:

ლაიმა:

- მე მახსოვს დრო, როდესაც მრცხვენოდა, რომ საბჭოთა კავშირიდან ვიყავი. ჩავდიოდით ამერიკაში, ევროპაში და მაშინვე გადავდიოდით ინგლისურზე — ისე, რომ არ გაეგონათ, რომ ჩვენ რუსულად ვსაუბრობთ, რომ რუსული ვიცით — ოღონდ არ ეფიქრათ, რომ «სოვკიდან» ვართ. და ყოველთვის, როდესაც ღამის ბარში მოდიოდნენ სხვა მუსიკოსები, ვიღაცები იტალიიდან, საიდანაც კი არ ჩამოდიოდნენ... ყველაფერი ყოველთვის ღამის ბარით მთავრდებოდა. იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირში საფოსტო ყუთების გარდა 11 საათის შემდეგ არაფერი იყო გახსნილი... უცხოელები ყოველთვის ამბობდნენ: "თქვენ ისეთი ბედნიერები ხართ, რომ არ იცით, რამდენად უბედურები ხართ".

ზუსტად ასეა დღეს რუსეთში, წარმოიდგინეთ, ახალგაზრდები იმდენად უბედურები იქნებიან... ისინი ხომ მსოფლიოს ადამიანები არიან, მათ ენები იციან, მათთვის სამყარო ღიაა. ახლა კი ამ ყველაფერს გამოუკეტავენ და ისინი იქ ცხოველებივით იცხოვრებენ, როგორც ჩვენ ვცხოვრობდით...

ეს საშინელებაა.

არტურ სმოლიანინოვი: — როგორ უმკლავდებოდით ამას?

ლაიმა:

— მე არასდროს ვუყურებდი ახალ ამბებს, არასდროს ვკითხულობდი გაზეთებს. ყოველთვის ვთვლიდი, რომ ისინი ყველანი იტყუებიან. მე საბჭოთა კავშირის მტერი ვიყავი. ყოველთვის... ამიტომ, როდესაც დღეს მეუბნებიან, რა მშვენიერი დრო იყო საბჭოთა კავშირშიო, რა იყო მშვენიერი? მაღაროელები სამ კაპიკს იღებდნენ. როდესაც მე იქ კონცერტებზე ჩავდიოდი, ვხედავდი ამ ადამიანებს, რომლებსაც მთელი სიცოცხლე არ გასდიოდათ ეს სიშავე, ჭვარტლი, რომელიც კანის ფორებში იჯდა ტატუებივით...

ახალგაზრდებო, რომლებიც დღეს რუსეთში ცხოვრობთ, თუ ჩვენ გვისმენთ, არ უყუროთ ტელევიზორს, არ ჩართოთ ახალი ამბები და არ დაუჯეროთ მათ, ისინი ყველანი ყოველთვის იტყუებიან, ყოველთვის.

ლაიმას ინტერვიუს სოცქსელებში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. რუსების დიდი ნაწილი აღშფოთდა და ფულზე გაყიდული უწოდა. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ეთანხმებიან და აღიარებენ, რომ რუსეთი, ამ პოლიტიკით, მართლაც საბჭოთა კავშირის ეპოქაშია.

77 წლის ალა პუგაჩოვა იურმალაში ქმართან ერთად ჩავიდა - ონლაინსივრცეში მის გამოჩენას კვლავ აჟიოტაჟი მოჰყვა (ვიდეო)
ლაიმა ვაიკულე 72 წლისაა - ბრძოლა მძიმე სენთან, დედობის აუხდენელი ოცნება და ერთადერთი სიყვარული