ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალში 58 წლის ასაკში წყვილს პირველი შვილი შეეძინა. ცოლ-ქმარი 19 წელი ელოდა პატარას. მშობლებმა თავიანთი ისტორია გადაცემა "დილა მშვილობისა საქართველოს" მაყურებელს გაუზიარეს.
დედა, ნანა ურუშაძე:
"როცა დავქორწინდით, შვილი გვინდოდა, რა თქმა უნდა.ყველა დღე ველოდებოდით ამ შედეგს, როდესაც ჩემმა ექიმმა მომწერა, რომ ორსულობა შედგაო, ეს ორი სიტყვა აი, ერთდროულად წავიკითხე და: „ნანა, ეს რა წერია, რა წერიაო და მოკლედ, განცვიფრებული ვიყავი.
სრულიად მოვულოდნელად, 58 წლის ასაკში გადავდგით ეს ნაბიჯი და გაგვიმართლა.ჩემს ექიმს ვეუბნებოდი, რომ ძალიან ბოლოსკენ არ გადადო ჩემი საკეისრო კვეთა იმიტომ, რომ ჩვენი შვილის ოქროს დაბადების დღეს ვერ მოვესწრებით, შუა რიცხვებისკენ გადმსოწიე-მეთქი. რაც სამშობიაროდან გამოვიყვანეთ ჩვენი ნინი, სულ შეიცვალა ჩვენთვის ცხოვრება და ძალიან სხვაგვარი შეგრძნებაა.14 ივნისი, ჩემთვისაც და ჩემი მეუღლისთვისაც უბედნიერესი დღე იქნება. ამაზე უკეთესი დღე არ არსებობს ცხოვრებაში.საერთოდ სასწაულია, მთლად სასწაულია, ეს რაც მოხდა ჩვენ თავს.
ენერგიულები ვართ უფრო, ასაკი უკვე აღარ გვახსოვს, ახალგაზრდები გავხდით ალბათ 15-20 წლით და რუტინაში ვართ ჩართული, ნინის გაზრდის რუტინაში.
მამა: გენადი ხომერიკი
"ყოველთვის ერთმანეთს გვერდში ვედექით და ასე იქნება მთელი ცხოვრება. ვაძლიერებთ ერთმანეთს, ჩვენ ცალ-ცალკე არასოდეს არ ვართ. ვართ ყოველთვის ერთად, ნამდვილად. დიდი სიყვარული გვაქვს... ბევრი სირთულეები გვაქვს გადატანილი, მაგრამ შევძელით და გამოგვივიდა."

ნანა ურუშაძე:
"ნინიმ კიდევ უფრო დაგვაახლოვა, სიტყვა "ორსულობა შედგაო"- იმის მერე სულ ერთად მოვდივართ ხელიხელჩაკიდებულები და რა ვიცი, ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ, ასე ვიქნებით სიცოცხლის ბოლომდე.
დიდი ხნის ნაცნობობა არ გვქონდა, სხვათა შორის, გაგვაცნეს ერთმანეთი ჩვენმა ახლობლებმა, ალბათ, სადღაც სამი თვე გვქონდა ურთიერთობა. მოვასწარით ერთმანეთის კარგად გაცნობა, გავიაზრეთ და ვთქვით, რომ ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ დაბადებულნი და 2007 წლის 21 აპრილს შევქმნით ოჯახი.
"მე უნდა გავაჩინო შვილი", - ყოველთვის ვამბობდი. ეს იყო ინვიტრო განაყოფიერების მეორე ცდა. ვკურნალობდი თბილისში, მაგრამ არ შედგა არც ორსულობა და არც გადატანა, მაგრამ აქ, ბათუმში, პირველივე ცდაზე მოხდა ორსულობა.

სკოლაში რომ ვიყავი, აი დედაზე რომ ტარდებოდა ღონისძიებები, სულ მეტირებოდა... ყოველთვის მინდოდა, რომ დედა ვყოფილიყავი და ჩემზე მეტად ჩემ მეუღლეს მინდოდა ეთქვა "მამიკო" ბავშვისთვის. ახლა უკვე აზრი მიეცა ყველაფერს, იმიტომ არსებობს პიროვნება, რომლისთვისაც ჩვენ უნდა ვიცხოვროთ.
ნინისთან ერთად არ გვექნება ცუდი დღეები არასოდეს. ვიქნებით უბედნიერესები. ძალიან ბევრი ქალბატონია ჩვენს ქვეყანაში, რომლებსაც უნდათ დედებო გახდნენ და ვუსურვებდი ნამდვილად, იმედი არასოდეს არ დაკარგოთ. დაისახონ მიზანი და აუცილებლად გახდებიან დედები, აუცილებლად."
"