საქართველოში გაზაფხულიდან მოყოლებული ნამდვილი საქორწილო ბუმია. სოციალურ ქსელში ერთმანეთის მიყოლებით ჩნდება ულამაზესი კადრები ქართველი წყვილების საქართველოში თუ მის ფარგლებს მიღმა გადახდილი ცერემონიებიდან.
ამჯერად სოციალური სივრცე "სუხიშვილების" მოცეკვავე მარიამ ბერაძის და მისი რჩეულის გიორგი ფეიქრიშვილის ქორწილის კადრებმა დაიპყრო.




რა თქმა უნდა, დღესასწაულს არ აკლდა ცეკვები - პატარძალმა ჯერ სიძესთან ერთად შეასრულა ტრადიციული "ქართული", მერე კი კოლეგებთან ერთად ნამდვილი კონცერტი ჩაატარა. სიმღერებს კი ამ საღამოს ძმები ჭოხონელიძეები არ აკლებდნენ. თუმცა ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ სცენად ასევე ის ემოციური კადრები იქცა, როცა მარიამს ძმა მიაცილებდა საკურთხევლამდე.

მარიამი "სუხიშვილების" ახალი თაობის გამორჩეული მოცეკვავეა.

ის და გიორგი რამდენიმე თვის წინ დაინიშნენ - როცა გიორგიმ მარიამს პარიზში სთხოვა ხელი და თანხმობაც მიიღო.

ქორწილს კი ტრადიციული გოგონების წვეულება უძღოდა.



