"140 კილოგრამს რომ ვიწონიდი, დღეში 4 ლიტრ წყალს ვსვამდი… კლების პერიოდში, მხოლოდ ორი რამ მქონდა აკრძალული - გაზიანი სასმელები და ალკოჰოლი" - იაკო ჭალაგანიძე იხსენებს, როგორ მოახერხა 80 კილოგრამის დაკლება - მშობლები

"140 კილოგრამს რომ ვიწონიდი, დღეში 4 ლიტრ წყალს ვსვამდი… კლების პერიოდში, მხოლოდ ორი რამ მქონდა აკრძალული - გაზიანი სასმელები და ალკოჰოლი" - იაკო ჭალაგანიძე იხსენებს, როგორ მოახერხა 80 კილოგრამის დაკლება

2026-07-30 10:26:09+04:00

იაკო ჭალაგანიძემ 18-საათიანი დიეტით წონაში 80 კილოგრამი დაიკლო. იგი საკუთარ გამოცდილებას სოციალურ ქსელებში გულშემატკივრებს ხშირად უზიარებს. ამჯერად გადაცემაში "მედგიდი" კიდევ ერთხელ იხსენებს, რა დაეხმარა სასურველი შედეგის მიღწევაში:

- 140 კილოგრამს როდესაც ვწონიდი, დღეში 4 ლიტრ წყალს ვსვამდი. მერე, რა თქმა უნდა, ოდენობა თანდათან შევამცირე. ეს წყალი სულ ხელში მეჭირა. დღეში ორჯერ ვჭამდი, დანარჩენ დროს კი მხოლოდ წყალს ვსვამდი. მართლა მეგონა, რომ სწორედ წყლის დამსახურებით ვხდებოდი და წონაში მან დამაკლებინა.

iako-chalaganize-2-1785302231.jpg

​ახლა, სიმართლე რომ ვთქვა, ამდენს ვერაფრით დავლევ - თუ არ გამახსენდა, შეიძლება მთელი დღე ისე გასრულდეს, წყალი საერთოდ არ მივიღო, რაც მერე წონაზეც მეტყობა. მაგრამ, კლების პროცესში, როდესაც მხოლოდ ამაზე ვფიქრობდი, ვითარება სულ სხვანაირი იყო. ​რა შეეხება საკვებს: როგორც კი ჩემს ცხოვრებაში კალორიებისა და გრამების თვლა, ასევე საკუთარი თავის მკაცრი შეზღუდვა იწყებოდა, არაფერი გამომდიოდა - მეტყობოდა, 30 წელი როგორც დავდიოდი. მაგრამ, როგორც კი საკუთარ თავს უფლება მივეცი, ყველაფერი მეჭამა, ოღონდ მესწავლა, რამდენი უნდა მეჭამა, კლების პროცესი მაშინვე დაიწყო.

​წელიწად-ნახევრის განმავლობაში, კლების პერიოდში, მხოლოდ ორი რამ მქონდა აკრძალული (საკვებს ეს არ ეხებოდა): გაზიანი სასმელები და ალკოჰოლი. ცხრა თვის განმავლობაში, როდესაც ძირითადი წონა დავიკელი, გაზიანი სასმელი არც კი გამისინჯავს. ასევე, არც ერთხელ არ დამილევია ალკოჰოლიც. ​არ მახსენდება, რომ საათი დამერღვიოს. იმ პერიოდიდან მოყოლებული, სრულიად სხვა ადამიანი გავხდი - როგორც ვიზუალურად, ისე კარიერულად. ჩემს მეუღლეს ხშირად ვეხუმრები ხოლმე, თითქოს გვერდით მეორე ცოლი ჰყავს, რადგან აბსოლუტურად შევიცვალე: საქმით, ვიზუალურად, ენერგიითა თუ განწყობით.

ზედმეტ კილოგრამებთან ბოლო ბრძოლა მოვიგე! - თეონა კონტრიძემ ამბობს, რომ 25 კილოგრამი დაიკლო. რატომ მოჰყვა მის განცხადებას არაერთგვაროვანი კომენტარები?
ოზემპიკის გამოყენება 14 წლის ასაკში დავიწყე. ეს ჯოჯოხეთია - თეონა კონტრიძის ქალიშვილის მოულოდნელი აღიარება. როგორ დაიკლო წონაში 23 კილო და რა შედეგები მოჰყვა ამას
21 კილო მქონდა მომატებული ორ თვეში. ეს იყო კატასტროფა, მაგრამ იმ პერიოდში ვერაფერი გავაკეთე, ვერ დავიკელი - თამრიკო ჭოხონელიძე ჯანმრთელობის პრობლემებზე