როდის უნდა გაუჩნდეს მშობელს ეჭვი, რომ ბავშვი თანატოლებს სიმაღლეში ზრდაში ჩამორჩება და ვის უნდა მიმართოს ასეთ დროს - სპეციალისტი საუბრობს - მშობლები

როდის უნდა გაუჩნდეს მშობელს ეჭვი, რომ ბავშვი სიმაღლეში ზრდაში ჩამორჩება და ვის უნდა მიმართოს ასეთ დროს - სპეციალისტი საუბრობს

2026-07-29 09:35:59+04:00

როდის უნდა დაეჭვდეს მშობელი, რომ ბავშვი სიმაღლეში საკმარისად არ იზრდება და რას ნიშნავს ზრდის შეფერხება - თემაზე გადაცემაში "მედგიდი" ენდოკრინოლოგი - მაია რეხვიაშვილი საუბრობს:

- ზრდის შეფერხება არის მდგომარეობა, როდესაც ბავშვი ან მოზარდი სიმაღლესა და წონაში იმაზე გაცილებით ნელა იმატებს, ვიდრე ეს მისი ასაკისა და სქესისთვისაა გათვალისწინებული. ​მშობელი ყურადღებით უნდა იყოს იმ შემთხვევაში, როდესაც მისი შვილი თანატოლებთან შედარებით გაცილებით დაბალია, ან ამჩნევს, რომ წლების განმავლობაში ბავშვი ასაკობრივ განვითარებაში თანატოლებს ნელ-ნელა ჩამორჩება. ​მშობელი უნდა დაფიქრდეს და დაეჭვდეს მაშინაც, როდესაც რამდენიმე წლის განმავლობაში ბავშვის ტანსაცმლისა თუ ფეხსაცმლის ზომა პრაქტიკულად არ იცვლება. ​ასევე, დაეჭვდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც სქესობრივი მომწიფება ვადაზე ადრე დაიწყება, ან პირიქით - პროცესი დაგვიანდება და მეორადი სქესობრივი ნიშნები დროულად არ განვითარდება. ​ასეთ დროს მშობელმა ყურადღება უნდა გამოიჩინოს და ბავშვი ექიმთან - პედიატრთან ან ბავშვთა ენდოკრინოლოგთან - აუცილებლად მიიყვანოს.

სიმაღლისა და წონის ცხრილი ბიჭებისა და გოგონებისთვის 0-დან 17 წლამდე ასაკში
რომელი სპორტი უშლის ზრდას ხელს და რატომ შემცირდა გენეტიკის როლი ბავშვის სიმაღლის ჩამოყალიბებაში - ნინო ხელაძე ზრდის შეფერხებასა და ხელშეწყობაზე
მხოლოდ მშობლის სიმაღლეს მნიშვნელობა არ აქვს... ზრდაზე ორი მთავარი ფაქტორი მოქმედებს - შოთა ჯანჯღავა განმარტავს, როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვის სიმაღლეში ზრდას