ეკატერინბურგში დედამ ქალიშვილი პედოფილთან გაგზავნა, რათა მასთან კონტაქტი შეენარჩუნებინა.
Baza-ს ცნობით, ქალმა ქალიშვილისთვის სოციალური მედიის ანგარიში შექმნა, რათა მისი ონლაინ აქტივობისთვის თვალყური ადევნებინა. მალე გოგონამ აღარ შედიოდა ამ ანგარიშზე და დედამისმა დაიწყო მისი გამოყენება. ერთ დღეს, ბავშვის ანგარიშზე უცნობი მამაკაცის შეტყობინება მოვიდა, რომელიც სექსს სთავაზობდა. ქალი, რომელიც თავის ქალიშვილად ასაღებდა თავს, მიმოწერაში ჩაერთო და რამდენიმე კვირის განმავლობაში აგრძელებდა უცხო მამაკაცთან ონლაინ-ფლირტს, რომელიც, როგორც ძიებით გაირკვა, პედოფილი იყო და სოციალურ ქსელში ეძებდა არასრულწლოვან მსხვერპლს.
მალე მამაკაცმა შესთავაზა, პირადად შეხვედროდნენ. ქალმა, რომელსაც მიმოწერის შეწყვეტა არ სურდა, გოგონა გაგზავნა შეხვედრაზე და უთხრა, რომ უცნობი მამაკაცი მას კარგ კლუბში ჩარიცხვაში დაეხმარებოდა...
მოზარდმა მამაკაცის ბინიდან გაქცევა მხოლოდ გვიან საღამოს შეძლო და სახლში ფეხით წასვლა მოუწია. სახლში ატირებული მივიდა, თუმცა დედას არაფერი გამოუკითხავს...
ინციდენტის შესახებ მხოლოდ ექვსი წლის შემდეგ გახდა ცნობილი - სულ ახლახან, როდესაც გოგონა სრულწლოვანი გახდა და პოლიციაში ოქმი შედგა.
საქმის გამოძიება დაიწყო და სავარაუდოდ, პედოფილთან ერთად დედასაც დაიჭერენ.