უკრაინაში მებრძოლი ქართველების ინფორმაციით, ტრაგიკულად დაიღუპა მათი თანამებრძოლის ზაალ ლატარიას ქალიშვილი, 26 წლის ლანა ლატარია, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა.
როგორც Palitravideo-ს წყარო უყვება ლანა სეფსისით გარდაიცვალა. ადგილობრივების თქმით, 26 წლის ლანა ლატარიას 2 შვილი დარჩა. არსებული ინფორმაციით, ის ღამით მოულოდნელად შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ქობულეთში, კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
"ორსულად იყო, მოიწამლა და სეფსისით გარდაიცვალა... მედიკამენტის მიღების შემდეგ სეფსისი განუვითარდა... დედა გერმანიაშია ემიგრანტია, მამა ჯერ არ ჩამოსულა ქვეყანაში," - უყვება Palitravideo-ს წყარო.
როგორც გიორგი ფარცვანია წერს, მამას შვილის დაკრძალვაზე საქართველოში დაბრუნება სურს.“ჩვენი თანამებრძოლის, ზაალ ლატარიას ოჯახს თავს დაატყდა უდიდესი ტრაგედია - გარდაიცვალა მისი ქალიშვილი, ლანა ლატარია. ვუსამძიმრებთ ზაალს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ამ აუნაზღაურებელ დანაკლისს... - იხილეთ ვრცლად