სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად დაფინანსდება, თუმცა სტუდენტებს აკადემიური მოსწრების შენარჩუნება მოუწევთ.
საქართველოს მთავრობამ 2026 წლის 30 ივლისს №359 დადგენილებით დაამტკიცა საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების ახალი წესი და პირობები.
დადგენილება გავრცელდება იმ სტუდენტებზე, რომლებიც სახელმწიფო უნივერსიტეტებში 2026-2027 სასწავლო წლიდან ჩაირიცხებიან.
ახალი წესის მიხედვით, სახელმწიფო სრულად დააფინანსებს შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტების სწავლის საფასურს, თუმცა დაფინანსების სრული შენარჩუნება გარკვეულ მოთხოვნებთან იქნება დაკავშირებული.
დაფინანსება იყოფა ორ ნაწილად:
1. გარანტირებული საბაზო დაფინანსება - 50% - ყველა უფლებამოსილ სტუდენტს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს ავტომატურად უფინანსებს.
2. დამსახურებაზე დაფუძნებული დაფინანსება - დარჩენილი 50% - ეს ნაწილი დამოკიდებულია სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე.
პირველ და მეორე სემესტრში სტუდენტს ეს 50%-იანი დაფინანსებაც ავტომატურად უნარჩუნდება, მაგრამ მესამე სემესტრიდან საჭიროა წინაპირობის შესრულება.
"დამსახურებაზე დაფუძნებული სახელმწიფო დაფინანსება უზრუნველყოფილია საბაზო დაფინანსებაზე უფლებამოსილი ყველა პირისათვის უპირობოდ მხოლოდ სწავლების პირველი და მეორე სემესტრებისათვის, ხოლო მესამე და ყოველი მომდევნო სემესტრის დასაფინანსებლად, შესაბამისი პირი ვალდებულია, ყოველ წინა სასწავლო სემესტრში (რომლის განმავლობაშიც პირს აქტიური სტატუსი ჰქონდა) დააგროვოს სრული სემესტრული დატვირთვისთვის (30 (ECTS) კრედიტი) გათვალისწინებულ კრედიტთა რაოდენობის არანაკლებ 80%-ისა." - წერია დადგენილებაში.
ეს კი იმას ნიშნას, რომ მესამე და შემდეგ სემესტრებში 50%-იანი დამატებითი დაფინანსების შესანარჩუნებლად სტუდენტმა წინა სემესტრში უნდა დააგროვოს სრული დატვირთვის მინიმუმ 80% კრედიტები. ანუ ამ კრედიტების შესაბამისი საგნები უნდა ჩააბაროს დადებითი შეფასებით.
თუ სემესტრული დატვირთვა არის 30 ECTS კრედიტი, სტუდენტს სჭირდება მინიმუმ 24 კრედიტის დაგროვება.
თუ ამ მოთხოვნას ვერ შეასრულებს, ანუ ჩაიჭრება და 24 კრედიტს ვერ დააგროვებს, სახელმწიფო შეუწყვეტს დამსახურებაზე დაფუძნებულ დაფინანსებას და სტუდენტს მოუწევს სწავლის საფასურის დარჩენილი 50%-ის საკუთარი სახსრებით გადახდა.
უფრო კონკრეტულად, თუ სტუდენტმა ვერ შეასრულა 80%-იანი კრედიტების მოთხოვნა, 50%-იანი გარანტირებული დაფინანსება რჩება; კარგავს მხოლოდ მეორე 50%-ს - დამსახურებაზე დაფუძნებულ დაფინანსებას. მაგალითად: თუ სწავლა ღირს 4000 ლარი: 2000 ლარს სახელმწიფო მაინც დაფარავს; მეორე 2000 ლარი იქნება დამოკიდებული სტუდენტის კრედიტებზე.
ერთ საგანში ჩაჭრა არ ნიშნავს დაფინანსების დაკარგვას. მაგალითად, თუ სემესტრში აქვს 30 კრედიტი და ჩაიჭრა 5 კრედიტიან საგანში, მაგრამ დანარჩენი საგნები ჩააბარა და აიღო 25 კრედიტი, მაშინ სტუდენტი დაწესებულ მოთხოვნას ასრულებს, რადგან 25 კრედიტი მეტია 24 კრედიტზე (80%) და დაფინანსება უნარჩუნდება.
მაგრამ თუ ჩაჭრილი საგანი დიდკრედიტიანია და ჯამში დარჩა, მაგალითად, 23 კრედიტი — მაშინ უკვე ვერ დააკმაყოფილებს 80%-იან მოთხოვნას და მეორე 50%-იანი დაფინანსება შეუჩერდება.
დიახ, არსებული დადგენილებით შესაძლებელია. თუ სტუდენტმა დაფინანსება დაკარგა, მისი აღდგენა შეუძლია, მაგრამ ამისთვის შემდეგ სემესტრში უნდა დააგროვოს 100% კრედიტები (სრული დატვირთვა - ჩვეულებრივ 30 ECTS).
80%-იანი აკადემიური მოთხოვნა არ გავრცელდება გარკვეულ ჯგუფებზე, მათ შორის:
დაფინანსება გაგრძელდება პროგრამის სტანდარტული ხანგრძლივობის განმავლობაში:
საგანმანათლებლო პროგრამების ღირებულება სწავლის სფეროს მიხედვით განსხვავდება.
მაგალითად, პირველი საფეხურის (ბაკალავრიატის) პროგრამებისთვის განსაზღვრულია შემდეგი წლიური ღირებულებები:

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ, იხილოთ საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წესისა და პირობების დადგენის შესახებ დადგენილებაში.