ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ აბიტურიენტების ერთ-ერთი მთავარი კითხვა ხდება - გადალახა თუ არა მან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
დაბნეულობას ხშირად იწვევს ის ფაქტი, რომ პირველადი შედეგების ცხრილში ნაჩვენები ქულა და საბოლოო, გათანაბრებული შედეგი ერთმანეთისგან განსხვავდება. შესაბამისად, ზღვართან ახლოს მყოფი შედეგის შემთხვევაში მხოლოდ პირველადი ქულის მიხედვით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის შეუძლებელია.
თითოეულ საგანში არსებობს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, რომელიც აბიტურიენტმა უნდა გადალახოს. ეს ზღვარი სხვადასხვა საგანში განსხვავებულია.
მაგალითად:
ამ ეტაპზე აბიტურიენტებმა მიიღეს ე.წ. ნედლი ქულა. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განგვიცხადეს, თუ აღნიშნულია, რომ, მაგალითად, ბარიერი 15 ქულაზე მეტია, ეს ნიშნავს, რომ გამსვლელი ქულა 16-ია. თუ აღნიშნულია, რომ ბარიერი 10.2-ზე მეტია, გამსვლელი ქულა 11-ია და ასე შემდეგ.
თუმცა, ეს მონაცემები შესაძლოა, შეიცვალოს.
ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს აბიტურიენტები სხვადასხვა ვარიანტს წერენ. სხვადასხვა ვარიანტს შესაძლოა, განსხვავებული სირთულის დონე ჰქონდეს, რის გამოც მიღებული ქულები პირდაპირი შედარებისთვის ყოველთვის საკმარისი არ არის.
სწორედ ამისთვის გამოიყენება ქულათა გათანაბრების მექანიზმი.
გათანაბრების შედეგად შესაძლოა, შეიცვალოს როგორც აბიტურიენტის საბოლოო ქულა, ისე ის მინიმალური ნედლი ქულა, რომელიც კონკრეტულ ვარიანტში ბარიერის გადალახვას შეესაბამება.
მაგალითად, თუ აბიტურიენტს ქართულ ენასა და ლიტერატურაში პირველადი შედეგით აქვს 15 ქულა, ამ ეტაპზე მას ჯერ არ ეთვლება ბარიერი გადალახულად, რადგან მოთხოვნაა 15-ზე მეტი.
თუმცა, გათანაბრების შედეგად შესაძლებელია მისი საბოლოო ქულა გახდეს 15-ზე მეტი. ასეთ შემთხვევაში აბიტურიენტი მინიმალურ კომპეტენციის ზღვარს გადალახავს. ამავდროულად, ვარიანტების მიხედვით, შესაძლოა, გამსვლელი ქულა შეიცვალოს.
საკითხის უკეთ აღსაქმელად, გაგიზიარებთ 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სტატისტიკურ ანალიზს საგნების მიხედვით.
2025 წელს გამსვლელი ნედლი ქულა ვარიანტების მიხედვით ქართულ ენასა და ლიტერატურაში ასე განაწილდა:
ეს ნიშნავს, რომ მაგალითად, ერთ ვარიანტში აბიტურიენტს ბარიერის გადასალახად 12 ქულა სჭირდებოდა, სხვა ვარიანტში კი - 16. ეს განსხვავება ტესტების სირთულის გათვალისწინებით, გათანაბრების პროცესის შედეგია.
2025 წელს ვარიანტების მიხედვით გამსვლელი ნედლი ქულები შემდეგნაირად განაწილდა:
2025 წლის სტატისტიკური ანალიზის მიხედვით, ვარიანტების მიხედვით გამსვლელი ნედლი ქულები ასეთი იყო:
2025 წლის მონაცემებით, ვარიანტების მიხედვით გამსვლელი ნედლი ქულები შემდეგნაირად განაწილდა:
ვრცლად თითოეული საგნისა და ვარიანტის მიხედვით, 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გამსვლელი ქულები შეგიძლიათ, ბმულზე ნახოთ.
აპელაციის შედეგებთან ერთად, აბიტურიენტები მიიღებენ გათანაბრებული და სკალირებული ქულების შესახებ ინფორმაციას. თუ ამ ეტაპზე ბარიერი ვერ გადალახეთ, მაგრამ გათანაბრებული ქულის გასწვრივ, სკალირებული ქულაც გამოჩნდება, ეს ნიშნავს, რომ კონკურსში მონაწილეობას აგრძელებთ. უნივერსიტეტებისა და პროგრამების დალაგება მეორე დღის 18:00 საათამდე შეგიძლიათ.
აპელაციის შესახებ ინფორმაციას მას შემდეგ გაეცნობით, რაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ყველა საგანში პირველად შედეგებს გამოაქვეყნებს.
პირველადი შედეგი ყოველთვის არ არის საბოლოო პასუხი. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც აბიტურიენტის ქულა ზღვართან ახლოსაა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს აპელაციის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ გათანაბრებულ და სკალირებულ შედეგებს.
სწორედ საბოლოო შედეგები აჩვენებს, გადალახა თუ არა აბიტურიენტმა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და მონაწილეობს თუ არა უნივერსიტეტში ჩარიცხვის კონკურსში.
თამარ იაკობაშვილი