ამ შემთხვევას, რომელიც 2022 წელს მოხდა, დღეს ხშირად იხსენებენ სოციალურ ქსელში. ერთ-ერთი ის შემთხვევა იყო, როცა ოჯახის წევრებმა თავად გადაწყვიტეს დამნაშავის დასჯა და, რა თქმა უნდა, განსასჯელის სკამზეც აღმოჩნდნენ.
...2022 წლის იანვარში, ტეხასის ქალაქ ფარში ორი ძმა 17 წლის კრისტიან ტრევინო და 18 წლის ალეხანდრო ტრევინო, ასევე მათი მეგობარი - 18 წლის ხუან მელენდესი, დააკავეს მას შემდეგ, რაც, გამოძიების ვერსიით, მათ სასიკვდილოდ სცემეს ბიჭების მამინაცვალი გაბრიელ კვანტალინა.
პოლიციის ინფორმაციით, 9 წლის გოგონამ (ძმების ნახევარდამ და გარდაცვლილის ბიოლოგიურმა შვილმა) განაცხადა, რომ მამამ მასზე სექსუალურად იძალადა. ძმებმა როგორც კი ეს გაიგეს, ჯერ სახლშივე დაუპირისპირდნენ მამინაცვალს. მოგვიანებით, გამოძიების მიხედვით, მას კიდევ ორჯერ დაესხნენ თავს, ბოლოს კი პიკაპში ჩასვეს და მინდორში დატოვეს სასტიკად ნაცემი, სადაც მოგვიანებით ის გარდაცვლილი იპოვეს.


მნიშვნელოვანი გარემოება იყო ისიც, რომ გაბრიელს მანამდე უკვე ჰქონდა სამართალდამცავ ორგანოებთან, მსგავსი ბრალდებით, არასრულწლოვანზე ხანგრძლივი სექსუალური ძალადობისა და ოჯახური ძალადობის საქმეზე. პოლიციის ცნობით, თითქოს მისი დაკავების ორდერიც არსებობდა, თუმცა მისი სიკვდილის მომენტში ის ნამდვილად არ იყო დაკავებული და პოლიციამ ასევე განაცხადა, რომ ეს ორდერი სხვა, უფრო ძველ საქმეს ეხებოდა და არა მხოლოდ ამ კონკრეტულ გოგონასთან დაკავშირებულ ბრალდებებს.
სასამართლო პროცესები და ძიება წლები გაგრძელდა.2025 წლის ოქტომბერში კი საქმე დასრულდა საპროცესო შეთანხმებებით:
ეს საქმე აშშ-ში ძალიან გახმაურდა. ბევრი ადამიანი ძმებს გმირებად მიიჩნევდა, ხოლო სხვები ამტკიცებდნენ, რომ, მიუხედავად სავარაუდო ძალადობისა, თვითნებური შურისძიება და მკვლელობა კანონის თვალსაზრისით მაინც დანაშაულია. სასამართლომ სწორედ ამ პრინციპით განიხილა საქმე და საბოლოოდ საპროცესო შეთანხმებები გაფორმდა.