"სამი საოცარი გოგონა… სამი ყველაზე ძვირფასი საჩუქარი ჩემს ცხოვრებაში. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს ასეთი ბედნიერები ვიქნებოდით'" - უკვე მრავალშვილიანი დედა ჯანეტ ქერდიყოშვილი ოჯახურ ვიდეოს აქვეყნებს - მშობლები

"სამი საოცარი გოგონა… სამი ყველაზე ძვირფასი საჩუქარი ჩემს ცხოვრებაში. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს ასეთი ბედნიერები ვიქნებოდით" - უკვე მრავალშვილიანი დედა ჯანეტ ქერდიყოშვილი ოჯახურ ვიდეოს აქვეყნებს

2026-08-01 22:16:35+04:00

28 ივლისს ნოე სულაბერიძეს და ჯანეტ ქერდიყოშვილს მესამე შვილი შეეძინათ, რომელსაც ემმი დაარქვეს:

"Welcome to the world Emmy Sulaberidze! კეთილი იყოს შენი მობრძანება სამყაროში, ემმი სულაბერიძე. მიყვარხარ და მარად ვიქნები შენი მადლიერი". - წერდა ნოე და ახალშობილთან ერთად გადაღებული ოჯახური ფოტოც გამოაქვეყნა.

756943027-18608715826003759-5574075695814072294-n-1785252264.jpg
ემი უკვე სახლშია და ჯანეტი ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს შემდეგი ტექსტით:

"დღეს ჩემი გული მხოლოდ ერთი სიტყვით არის სავსე - მადლობა.

მადლობა უფალს იმ უდიდესი ბედნიერებისთვის, რომელიც მაჩუქა. სამი საოცარი გოგონა… სამი ყველაზე ძვირფასი საჩუქარი ჩემს ცხოვრებაში.
ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს ასეთი ბედნიერები ვიქნებოდით, რომ ჩვენი სახლი სავსე იქნებოდა ბავშვების სიცილით, ჩახუტებით, სიყვარულით და იმ სითბოთი, რომელსაც მხოლოდ ოჯახი გაძლევს.
ასევე, მთელი გულით მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს, ვინც მოგვწერა, დაგვლოცა და ჩვენი ოჯახის სიხარული გაიზიარა.
ღმერთმა დაგლოცოთ თითოეული თქვენგანი, თქვენც ისეთივე უსაზღვრო ბედნიერებით, სიყვარულითა და სიმშვიდით, როგორსაც დღეს ჩვენი ოჯახი გრძნობს".
ასევე მადლიერების პოსტს აქვეყნებს ნოე, ოჯახურ ფოტოებთან ერთად:
"ყველას დიდი მადლობა ემმის დაბადების მოლოცვისთვის. უდიდესი სიამოვნებაა თქვენი კომენტარების კითხვა. დიდი მადლობა".
noe4-1785609360.jpg
noe-1785609360.jpg
შეგახსენებთ, წყვილს კიდევ ორი ქალიშვილი ჰყავს - ანნა და ლილი. ნოეს კი ასევე ჰყავს ორი უფროსი შვილი - ქალ-ვაჟი წინა ორი ქორწინებიდან, 18 წლის ლიზა და საშკა, რომელიც უკვე 22 წლისაა.
7 წელი ერთად და ისევ დარწმუნებული ვარ, რომ შენ ჩემი საუკეთესო გადაწყვეტილება ხარ… - ჯანეტ ქერდიყოშვილი
მთელი გააზრებული ცხოვრება ვოცნებობდი, რომ მყოლოდა თბილი, მყუდრო, ქართული ოჯახი, რომელიც დღეს მაქვს - ჯანეტ ქერდიყოშვილი
ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მის საქართველო, რუსული შოუბიზნესის დაპყრობის მცდელობა და დიდი ტრაგედია... - ამბები და ფოტოები მშვენიერი ჯანეტ ქერდიყოშვილის კარიერიდან