2026-2027 სასწავლო წელი სკოლებში 15 სექტემბერს დაიწყება. ქვემოთ ჩამოთვლილია ოფიციალურად უქმე დღეები, რა დროსაც მოსწავლეებიც დაისვენებენ:
სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან დაიწყება და 15 იანვრამდე გაგრძელდება.
გაზაფხულის არდადეგები კი 8 მარტიდან 15 მარტამდე გაგრძელდება.
2027 წელს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომას 2 მაისს აღნიშნავს. ოფიციალურად, სააღდგომო დღეებში დასვენებაა: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე. შესაბამისად, სკოლები 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
2026-2027 სასწავლო წელი ოფიციალურად 15 ივნისს მთავრდება. თუმცა, მე-12 კლასი 20 მაისს, პირველი კლასი კი - 27 მაისს დაასრულებს სწავლას.
თამარ იაკობაშვილი