“მე არ ვიცი, ჩემი შვილი რატომ მოკვდა და სხვამ როგორ იცის... ჩემი შვილი მონათლული იყო, მისი შვილებიც... სანამ დასკვნა არ იქნება, ჩემი შვილის გარდაცვალების ვერსიებს ნუ წერენ. მატირონ შვილი..." - ლანა ლატარიას დედის თხოვნა საზოგადოებას - მშობლები

“მე არ ვიცი, ჩემი შვილი რატომ მოკვდა და სხვამ როგორ იცის... ჩემი შვილი მონათლული იყო, მისი შვილებიც... სანამ დასკვნა არ იქნება, გარდაცვალების ვერსიებს ნუ წერენ. მატირონ შვილი..." - ლანა ლატარიას დედის თხოვნა საზოგადოებას

2026-08-05 11:32:30+04:00
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი ლანა ლატარიას პანაშვიდზე მივიდა, პოსტს აქვეყნებს და გარდაცვლილის დედის თხოვნას უზიარებს საზოგადოებას:
“მე არ ვიცი, ჩემი შვილი რატომ მოკვდა და სხვამ როგორ იცის. რა კარგია, რომ მოხვედი ნანუკა, მინდა ყველას გადასცე ჩემი თხოვნა”
მომატირა პანაშვიდზე მისულს, ქართველი მეომრის, ზაალ ლატარიას მეუღლემ, რომელიც ემიგრაციიდან ჩამოვიდა შვილის დასატირებლად.
“ჩემი შვილი მონათლული იყო. ზუგდიდის დადიანების ეკლესიაში ჰყავდა მამაო, იქ მსახურობს დედაჩემიც.
ორი შვილი ჰყავდა. ორივე მონათლული. ჯვარი დაწერილი ჰქონდა. იმ მამაომ აუგო წესი, რომელმაც ჯვარი დაწერა.
კიდევ ორმა მამაომ აუგო წესი.
არანაირი ქირურგიული ჩარევა არ ყოფილა.
გინეკოლოგთან ბოლოს 3 თვის წინ იყო.
გთხოვ, ყველას გადაეცი, სანამ დასკვნა არ იქნება, ჩემი შვილის გარდაცვალების ვერსიებს ნუ წერენ.
მატირონ შვილი.
მამამის ატირონ შვილი.”
მთხოვა ყველასთვის მადლობა გადმომეცა, ვინც იზიარებთ მათ მწუხარებას.
ძალიან მძიმე სანახავია, მებრძოლი, გაუტეხელი კაცის ცრემლები
პ.ს. ოჯახის ინფორმაციით დიაგნოზი იყო სეფსისი".
ორი დღე სიცხე ჰქონია... ორსულად იყო, კლინიკაში ოპერაცია გაუკეთდა და სეფსისი განვითარდაო - 26 წლის ლანა ლატარიას გარდაცვალებაზე მისი ახლობლები საუბრობენ