"ორი დღე სიცხე ჰქონია... ორსულად იყო, კლინიკაში ოპერაცია გაუკეთდა და სეფსისი განვითარდაო" - 26 წლის ლანა ლატარიას გარდაცვალებაზე მისი ახლობლები საუბრობენ - მშობლები

"ორი დღე სიცხე ჰქონია... ორსულად იყო, კლინიკაში ოპერაცია გაუკეთდა და სეფსისი განვითარდაო" - 26 წლის ლანა ლატარიას გარდაცვალებაზე მისი ახლობლები საუბრობენ

2026-07-31 13:24:03+04:00
6 წლის ლანა ლატარიას გარდაცვალება უმძიმესი ტრაგედიაა. სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი ემშვიდობება სიცოცხლით სავსე ლანას, რომელიც მეუღლესთან და ორ ულამაზეს გოგონასთან ერთად აჭარაში ცხოვრობდა. შვილის გარდაცვალების შემზარავი ამბავი მისმა მშობლებმა უცხოეთში გაიგეს, ლანას დედა, ქრისტინე კვარაცხელია ემიგრაციაში იყო და იქიდან თავზარდაცემული ბრუნდება, ემოციური სტატუსი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში მისმა მამამ, უკრაინაში მებრძოლმა ზაალ ლატარიამ.

"ვაიმე შვილო, მოვდივარ მამა, შენთან ერთად უნდა მოვკვდე, შვილი აღარა მყავს" - წერს ზაალ ლატარია.

მისი თანამებრძოლები სთხოვენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ შვილმკვდარი მამა უპრობლემოდ შემოუშვან: "საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველა ომის მონაწილეს, ამჟამად კი უკრაინაში მებრძოლ ზაალ ლატარიას გარდაეცვალა ქალიშვილი ლანა ლატარია ვუსამძიმრებთ ზაალს და მის ოჯახს ამ უდიდეს ტრაგედიას. იმედია, რომ საქართველოში დაბრუნებისას, ზაალის მიმართ ადგილი არ ექნება არანაირ პროვოკაციას და შვილმკვდარი მამა უპრობლემოდ გადმოკვეთს საზღვარს, რათა დაიტიროს საკუთარი შვილი ".

არსებული ინფორმაციით, 26 წლის ლანა ლატარია ღამით მოულოდნელად შეუძლოდ გახდა, რის შემდეგ ქობულეთში, კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

"ლანა მესამე შვილზე იყო ფეხმძიმედ, ჩემი მეგობარი იყო. სავარაუდოდ მას ნაყოფი მოშორდა, საღამოს გადაიყვანეს კლინიკაში, რადგან სახლში გახდა ცუდად. ამბობენ, რომ სეფსისი განვითარდა. ალბათ დაგვიანდა და მოეწამლა ორგანიზმი, თავზარდაცემული ვარ, ძალიან განვიცდი, ჩვენი საყვარელი ლანა აღარ გვყავს. ვინც მას იცნობდა, ყველა დამეთანხმება, რომ გამორჩეული გოგო იყო. სიტყვები არ მაქვს, მიჭირს მასზე საუბარი" - ამბობს მეგობარი. განაგრძეთ კითხვა

რა არისსეფსისი, რატომ ვითარდება და როგორ ამოვიცნოთ დროულად

დაკრძალვა საქორწინო კაბით და ტრაგედია, რომელიც 15-წუთიან პროცედურას მოჰყვა - დედობა უნდოდა, ქორწილს გეგმავდა, მაგრამ მიწაში ჩააწვინეს...